ექსპორტის ფასების ინდექსი

ექსპორტის ფასების ინდექსი მოიცავს ქვეყანაში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის საექსპორტო ფასებს. აღნიშნული ინდიკატორი საგარეო ბაზარზე არსებული სავაჭრო საქონლის ფასების ცვალებადობას ზომავს, შესაბამისად ინდექსი საექსპორტო საქონელზე ფასების დონის მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ძირითადად ექსპორტის ფასების ინდექსი საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების კორექტირების მიზნით გამოიყენება, იგი ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მომავალში ფასების ცვლილების პროგნოზის, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ფორმირების, გაცვლითი კურსის ანალიზის და სავაჭრო კონტრაქტების შედგენისას.  

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად საქართველოში აღნიშნული მაჩვენებლის დათვლა დაფუძნებულია 60-მდე დასახელების საქონლის ფასებზე 100-ზე მეტ საწარმოში. ინდექსი მოიცავს მხოლოდ საქართველოში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის საექსპორტო ფასებს.

საქსტატის მიხედვით, 2015 წლის ივლისის თვის მონაცემებით, ექსპორტის ფასების ინდექსი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.9%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული მაჩვენებელი სექტორების მიხედვით ასეთია:

  • სამთომოპოვებითი მრეწველობის ფასების ინდექსი (კლება 1.6%);
  • დამამუშავებელი მრეწველობის ფასების ინდექსი (ზრდა 12.6%);
  • ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილების ფასების ინდექსი (კლება 47.2%).

სამთომოპოვებითი მრეწველობის ფასების ინდექსის შემცირება გამოწვეულია შემდეგი დარგების ფასების ინდექსების ცვლილებით:

  • სათბობ-ენერგეტიკული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (კლება 9.8%);
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა, სათბობენერგეტიკული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გარდა (ზრდა 1.6%).

დამამუშავებელი მრეწველობის ფასების ინდექსის ზრდა გამოწვეულია ძირითადად შემდეგი დარგების ფასების ინდექსების ცვლილებებით:

  • ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება (ზრდა 48%);
  • მანქანებისა და მოწყობილობების წარმოება (ზრდა 29.9%);
  • ქიმიური წარმოება (ზრდა 26.2%);
  • ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება (ზდრა 16.4%);
  • ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა; საგამომცემლო საქმიანობა (ზრდა 10.8%);
  • საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება (ზრდა 10.4%);
  • მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება (ზრდა 7.2%);
  • მრეწველობის სხვა დარგები (ზრდა 5.7%);
  • ელექტრომოწყობილობების, ელექტრონული და ოპტიკური მოწყობილობების წარმოება (ზრდა 2.3%);
  • დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება (კლება 3.6%);
  • რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება (კლება 2.2%).

რაც შეეხება 2015 წლის ივლისის თვის მონაცემს, ექსპორტის ფასების ინდექსი ამავე წლის წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.3%-ით არის შემცირებული. აღნიშნული მაჩვენებელი სექტორების მიხედვით ასეთია:

  • სამთომოპოვებითი მრეწველობის ფასების ინდექსი (ზრდა16.2%);
  • დამამუშავებელი მრეწველობის ფასების ინდექსი (კლება1.3%);
  • ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილების ფასების ინდექსი (კლება 0.5%).

სამთომოპოვებითი მრეწველობის ფასების ინდექსის ზრდა გამოწვეულია შემდეგი დარგების ფასების ინდექსების ცვლილებით:

  • სათბობ-ენერგეტიკული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (ზრდა 64.7%);
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა, სათბობენერგეტიკული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გარდა (კლება 6.9%).

დამამუშავებელი მრეწველობის ფასების ინდექსის შემცირება  გამოწვეულია ძირითადად შემდეგი დარგების ფასების ინდექსების ცვლილებით:

  • მანქანებისა და მოწყობილობების წარმოება (ზრდა 26.5%);
  • ელექტრომოწყობილობების, ელექტრონული და ოპტიკური მოწყობილობების წარმოება (ზრდა 7.7%);
  • ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება (ზრდა 4.6%);
  • მრეწველობის სხვა დარგები (ზრდა 0.7%);
  • საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება (ზრდა 0.5%);
  • რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება (ზრდა 0.2%);
  • დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება (კლება  4.4%);
  • მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება (კლება 4%);
  • ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა; საგამომცემლო საქმიანობა (კლება 3.8%);
  • ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება (კლება 0.8%);
  • ქიმიური წარმოება (კლება 0.6%).

ხშირად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ექსპორტის ფასების ინდექსის შემცირების გზით ექსპორტის მოცულობის ზრდის ხელშეწყობაა. ამ პროცესში ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა მით უფრო ეფექტიანია რაც უფრო ელასტიურია გაუფასურებული ვალუტის მქონე ქვეყნის მიწოდება. საქართველოში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურება ვერ ეხმარება ქართულ ექსპორტს, რისი მიზეზიც აშშ დოლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ვალუტების მნიშვნელოვანი გაუფასურებაა.

წინა სტატია

ქართული თხილის ბაზრის ანალიზი
31 აგვისტო, 2015

შემდეგი სტატია

ლარის გაუფასურების ეფექტი სამშენებლო სექტორზე
03 სექტემბერი, 2015
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა