კვლევა - წარმატების გასაღები

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან მქონდა შეხვედრა, მისტიური კლიენტის კვლევა უნდოდათ. სამსამდე ფრანტ-დესკის წარმომადგენელთან მინიმუმ სამჯერ ვიზიტი იყო მათი მოთხოვნა და საველე სამუშაოების ვადა ორი კვირით ჰქონდათ განსაზღვურლი. შეხვედრაზე დავუზუსტე, რომ მისტიური კლიენტის მთავარ უპირატესობას კარგავდნენ ვადების გამო, რომ ამ შემთხვევაში შედეგების ვალიდურობა ეჭვქვეშ დგება. ეს მოსაზრება შემდეგი არგუმენტით მყარდება:

როგორც წესი მისტიური კლიენტის კვლევა მთელი წლის განმავლობაში  მიმდინარეობს. ამის შესახებ თანამშრომლებმაც იციან და ისინი მთელი სამუშაო პროცესის დროს ცდილობენ, დახვეწონ კლიენტთან ურთიერთობა,  მაქსიმალურად დაიცვან სტანდარტები და მომხარებლის კმაყოფილებაზე იზრუნონ. ეს დამოკიდებულება და განწყობა მერე მათ ქცევაზე აისახება და ვიღებთ  მომსახურების გაუმჯობესებულ ხარისხსს.  ორ კვირაში ჩაატრებული  კვლევითი აუდიტი კი მხოლოდ მონიტორინგის ფუნქციას ასრულებს. თანამშრომლემა იცის,  რომ მას  ვიღაც აკვირდება განსაზღვრული პერიოდით, შესაბამისად იცვლის ქცევით პატერნს იძულებითი წესით და მონიტორინგის შედეგებიც ბევრად შორსაა რეალობისგან. 

საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ კომპანიები უშედეგოდ ხარჯავენ ათი ათასობით დოლარს და იმის მაგივრად, რომ კვლევის საფუძველზე სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ ერთ ადგილას იყინებიან. რამდენიმე ასეთი წარუმატებელი შემთხვევის შემდეგ კვლევის მნიშვნელობაში ეჭვი შეაქვთ და საერთოდ უგულვებელყოფენ ამ კომპონენტის პრაქტიკულ გამოყენებას მაქსიმალური ეფექტიანობის მიღწევის მიზნით. არადა, დღესდღეობით კომპანიის მდგრადი  წარმატება სწორედ კვლევითი კომპონენტის გამოყენებით მიიღება: იცოდე შენი მომხარებლის აზრი, ფლობდე კონკურენტების შესახებ ინფორმაციას და აკვირდებოდე დარგის განვითარებას - ის საკვანძო საკითხებია, რომლის გარეშეც შენი სამომავლო მოქმედებები  გაშორებს მიმდინარე გამოწვევბს, გაცდენს რეალობას და ვერ უზრუნველჰყოფ შენი  პროდუქტის განვითარებას.

„დიახ, კვლევა ფუფუნების საგანია და ამჟამად ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას  დავხარჯოთ ფული ამ მიმართულებით“ - ეს არის ფრაზა, რომელიც ხშირად მესმის ბიზნესის მფლობებისა და ტოპ მენეჯმენტისგან. შეცვალო ეს განწყობა მხოლოდ დამარწმუნებელი მესიჯებით ძალიან რთულია; პოტენციური დამკვეთის დარწმუნება, რომ კვლევა არა კვლევისთვის არამედ მისი პოზიციონირების გუმჯობესებისთვის არის საჭირო, ერთ-ერთი საკვანძო გამოწვევაა.  აქ საუკეთესო გამოცილება უნდა მოიშველიო. მაგალითები წარამტებული კომპანიების, რომლებიც იაზრებენ, რომ კვლევა არა ფუფუნება არამედ აუცილებელი კომპონენტია, რომელიც მათ მდგრად განვითარებას განაპირობებს.

წარმატებული კომპანიების დიდი ნაწილი შემოსავლის 5-20% კვლევაში ხარჯავს. ცხრილში წარმოდგენილია  რამდენიმე ცნობილი  კომპანიის წლიური შემოსავლის მიხედვით კვლევაში დახარჯული წილის მნიშვნელობა:

N

კომაპნიის დასახელება

კვლევის წილი შემოსავლებში

კვლევის ხარჯების აბსოლუტური მნიშვნელობა

1

ინტელი

20.1%

$10.6 მილიარდი

2

მაიქროსოფთი

13.4%

$10.4 მილიარდი

3

გუგლი

13.2%

$ 8 მილიადრი

4

სამსუნგი

6.4%

$13.4 მილიარდი

5

ვოლკსვაგენი

5.2%

$13.5 მილიარდი

კვლევა როგორც განვითარების და წარამტების გასაღები, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კონკურენტულ გარემოში. არ მოერიდოთ კვლევაზე გაწეულ ხარჯებს. ეს უფრო მეტად თვითდაჯერებულს გაგხდით სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებისას. დროულად მიიღეთ გადაწყვეტილება და ანდეთ თქვენი კვლევითი ამოცანები პროფესიონალებს.

 

 

წინა სტატია

როგორია კარგი გამყიდველი?
10 ნოემბერი, 2015

შემდეგი სტატია

#JeSuisParis - სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც სოცმედიამ აიღო
16 ნოემბერი, 2015
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა