პერსონალური ზრდა და პოზიტიური ფსიქოლოგია

საუკუნეების მანძილზე სახელმწიფოებრივი და კოლექტიური აზროვნება განსაზღვრავდა პროგრესის დონეს. დღეს კი თანამედროვე სამყარო სულ უფრო ორიენტირებული ხდება ინდივიდზე. ეს ტრენდი კარგად ჩანს იურისპრუდენციაში. 21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწევევა ადამიანის უფლებებია, რომლის მთავარი ამოსავალი სწორედ ინდივიდუალიზმის ფილოსოფიური საწყისებია.

ამ ბლოგით შევეცდები საკუთარ თავზე - ეგოზე ორიენტირებული მიდგომების ეფექტებზე მოგიყვეთ. ეფექტებზე, რომელიც პირდაპირ გავლენას პოვებს თქვენს პერსონალურ განვითარებაზე, თქვენს კარიერულ წინსვლაზე და მიღწეულ წარმატებაზე. ამ თემაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლი მოკლე ექსკურსს პოზიტიურ ფსიქოლოგიაზე. ეს ფსიქოლო­გიის ერთ-ერთი არამეინსტრიმული მიმდინარეობაა, რომელიც კლასიკური ფსიქოლოგიის შემავსებლად უფრო განიხილება. განმარტების მიხედვით “პოზიტიური ფსიქოლოგია იკვლევს ინდივიდის ძლიერ მხარეებს, რომელიც მის ზრდას განაპირობებს. ის ეფუძნება რწმენას, რომ ადამიანს აქვს მოთხოვნილება შინაარსიანად გაატაროს ცხოვრება, კულტივირება გაუკეთოს “მე”-ს საუკეთესო მხარეს, გაზარდოს სიყვარულის, შრომისა და თამაშის საკუთარი გამოცდილება.”

რადგან მთელი აქცენტი სიძლიერეზე მოდის, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არც უნარია და არც ნიჭი. არამედ ქცევითი და ემოციური შესაძლებლობა, რომელიც ადამიანის ოპტიმალურ ფუნქციონირებას, პერფრომანსს და განვითარებას განაპირობებს. კვლევების მიხედვით, ადამიანების მხოლოდ 1/3 აღიქვამს ადეკვატურად საკუთარ ძლიერებას. ზოგს ის ჩვეულებრივი მოცემულობა ჰგონია და ვერასდროს აცნობიერებს მის ძალას. ზოგი კულტურის ტყვეობაშია და თვლის, რომ საერთოდ არ ფლობს ძლიერ მხარეს. ჩვენი კულტურა სისუსტეებზეა ორიენტირებული. მაგალითად, მასაწავლებელი, მშობელი თუ მეგობარი აქცენტს უფრო იმაზე აკეთებს, სადაც მოვიკოჭლებთ და ჩვენი ძლიერი მხარის წახალისებაზე დროს არ კარგავს. თითქოს ყველას უნდა უკეთესი გაგვხადოს. ასეთ გარემოში ყოფნა კი, საბოლოოდ ჩვენი სიძლიერეების ატროფიას იწვევს. ხშირად, ბედნიერების ნაკლებობის უსაფუძვლო შეგრძნებაც სწორედ ამასთან არის კავშირში.

თქვენი ძლიერება პრედისპოზიციაა, რომელზეც უნდა იმუშაოთ, განავითაროთ, გააუმჯობესოთ. დაუგდეთ ყური საკუთარ თავს და მიეცით მას ოპტიმალურად ფუნქციონირების საშუალება. დაიწყეთ ახლავე:

1. აღმოაჩინეთ საკუთარი სიძლიერე და გაუკეთეთ სახელდება;
2. შეიმუშავეთ გეგმა, როგორ განავითაროთ ის;
3. ხშირად იფიქრეთ, რა ვითარებებში შეიძლება გამოიყენოთე სიძლიერე;
4. გაზომეთ მიღებული შედეგები;
5. დაიწყეთ ისევ თავიდან - ეს ციკლი არ შეწყვიტოთ და ცხოვრების წესად გაიხადეთ.

პოზიტიურად მიღებული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს თქვენს რეალიზებას. გახადეთ თქვენი ცხოვრება უფრო სასიამოვნო თქვენთვის.

წინა სტატია

ჩვენი როლი ლარის კურსის ფორმირებაში
02 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

საბანკო სექტორი 2015 წელს
11 თებერვალი, 2016
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა