რა უნდა ვიცოდეთ სოციალურ-ეკონომიკური ინვესტიციების შესახებ

სოციალური ინვესტიციები (Impact Investing) ახალი ფენომენია და დღეს, როგორც არასდროს, იზიდავს კაპიტალს მსოფლიოს მოსახლეობის უღარიბესი ფენებისთვის, რომელთაც სიცოცხლისთვის აუცილებელ რესურსებზე წვდომა არ აქვთ. ეს ინვესტიციები არსებობს როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში (კენიაშიც და ამერიკაშიც) და ეხმარება ოთხ მილიარდზე მეტ ადამიანს, რომლებიც დღეში ორ-სამ დოლარზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობენ.

რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ინვესტიციებსა და სოციალურ ინვესტიციებს შორის? ნებისმიერი კომერციული ბიზნესი ასაქმებს ადამიანებს, ქმნის პროდუქტს და აგვარებს სხვადასხვა სახის პრობლემას – ნუთუ ეს არ ითვლება საზოგადოების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ინოვაციად? სამი მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ანსხვავებს სოციალურ ინვესტიციებს სხვა ინვესტიციებისგან:

1. განზრახვა - ორგანიზაციული სტრუქტურა პროაქტიულად უნდა აჟღერებდეს სოციალურ და გარემოს დაცვისკენ მიმართულ ინიციატივებს.

2. დაბრუნების მოლოდინის სპექტრი და აქტივების კლასები - ინვესტორები ეძებენ მინიმალურ ფინანსურ შემოსავალს და ქმნიან პორტფოლიოს, რომელიც აკმაყოფილებს  საინვესტიციო კაპიტალიდან მათი სოციალური და ფინანსური მოგების მოთხოვნას.

3. გავლენის საზომი მექანიზმების არსებობა – სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელობავანი ელემენტი სოციალური ინვესტიციების - განსაზღვრავს ორგანიზაციის ვალდებულებას იმ საზოგადოების, თუ გარემო ფაქტორების მიმართ, რომელსაც ისინი ემსახურებიან

სოციალურ ინვესტიციებს ინდივიდუალური და ინსტიტუციური ინვესტორები აკეთებენ და ფინანსურად, დაახლოებით მათი ნახევარი ბაზრისთვის შესაბამის მოგებას გამოიმუშავებენ. სოციალური ინვესტიციების სფეროს დიდი პოტენციალი აქვს: დღეს, ინვესტიციების სფერო $212 ტრილიონია მსოფლიოს მასშტაბით და აქედან, მხოლოდ $600 მილიარდია გამოყოფილი სოციალური ინვესტიციებისთვის. ეს ციფრი მომავალში საგრძნობლად გაიზრდება, როდესაც ამჟამინდელი სოციალური ინვესტიციების პოპულარიზაცია და მათი ფინანსური შესაძლებლობების აღქმა გაუმჯობესდება. დღეს, ეს სფერო განვითარების ახალ ეტაპზეა, მაგრამ ბევრ ინოვაციურ პროდუქტს, სერვისს და პროგრამას სთავაზობს მსოფლიოს იმ მოსახლეობას, რომელსაც არსებობისთვის აუცილებელ რესურსებზე წვდომა არ აქვს ბაზრების არაეფექტურობის და, ზოგიერთ შემთხვევაში, გაუმართაობის გამო.

სოციალური ინვესტიციები მხოლოდ თეორიული კონცეფცია არ არის, მაგალითად, „ინვესთედ დეველოპმენტი“ (Invested Development) საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც მხოლოდ სოციალური ინვესტიციებს აკეთებს, სფეროებში, როგორებიცაა მობილური ტექნოლოგიები, ალტერნატიული ენერგიის წყაროები და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს - http://investeddevelopment.com/about/  ან მომწერეთ მე – ფონდის დამაარსებელი ჩემი პროფესორია).

მიპოვეთ Facebook-ზე ან დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ სოციალური მეწარმეობის მომავალზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე, ყოველთვის მაინტერესებს რაღაც ახალის სწავლა. 

წინა სტატია

საბანკო სექტორი 2015 წელს
11 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

მოწევა - მიჯაჭვულობა თუ ფსიქოლოგიური ფაქტორი?
18 თებერვალი, 2016
აუდიტის ბაზრის ამომავალი ვარსკვლავი
კომპანიები | აგვ, 14, 2017
10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმა საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 04, 2017
Golden Fleece Token - პირველი ქართული კრიპტოვალუტა!
ინტერვიუ | აგვ, 15, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა