"დავიბადე 1993 წლის 3 დეკემბერს. 2012 წელს დავამთავრე ამერიკული აკადემია თბილისში და ამჟამად ვარ ნორთისტერნის უნივერსიტეტის (Northeastern University, Boston, Mass, USA) ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი".

ლიდერობის რეცეპტი

ლიდერობის რეცეპტი

1995 წელს დანიელ გოლმანმა გამოაქვეყნა წიგნი – “ემოციური ინტელექტი”, რომელიც ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერი გახდა და წელიწადნახევრის მანძილზე 40 ენაზე გამოქვეყნდა. „ემოციურმა ინტელექტმა“ მენეჯმენტის ალტერნატიული რეცეპტი წარმოადგინა.

გოლმანმა, კვლევის შედეგად, ლიდერობისთვის აუცილებელი უნარები სამ ჯგუფად დაყო: ტექნიკური (ფინანსები და ბიზნესგეგმარება), შემეცნებითი (ანალიტიკური აზროვნების უნარი) და უნარები, რომლებიც ავლენენ ემოციური ინტელექტის დონეს. მონაცემების ანალიზის შედეგად, გოლმანმა აღმოაჩინა, რომ ტექნიკური და შემეცნებითი უნარები მნიშვნელოვანი უნარებია ლიდერისთვის, მაგრამ ემოციური ინლელექტი ორჯერ უფრო მნიშვნელოვანია. შედეგები არაინტუიტიურია – თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა დაფუძნებულია ტექნიკური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე – და თურმე ლიდერობისთვის აუცილებელი ელემენტი ემოციური ინტელექტია, რომელსიც არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში არ ისწავლება. რა განაპირობებს ემოციურ ინტელექტის ასეთ მნიშვნელობას?

ემოციური ინტელექტი ხუთი განზომლებით იზომება: თვითაზროვნება, თვითრეგულირება, მოტივაცია, ემპათია (თანაგრძნობა) და ურთიერთობის უნარჩვევები.

•          თვითაზროვნება საკუთარი ემოციების, უნარების, მიზნებისა და ღირებულებების შეცნობის უნარია. ადმიანები, რომლებსაც გააჩნიათ ზემოთხსენებული აღქმა არიან თავდაჯერებულები, რეალურად აღიქვამენ საკუთარ შესაძლებლობებს, ეძებენ კონსტრუქციულ კრიტიკას და არ ეშინიათ იხუმრონ საკუთარ თავზე.

•          თვითრეგულირება არასასიამოვნო ემოციებისა და იმპულსების კონტროლის და გადამისამართების უნარია. ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ საკუთარ თავს, თანამედროვე ბიზნესგარემოში კონკურენტუნარიანები არიან – მათ არ ეშინიათ ცვლილებების, ღირსებით უდგებიან ყოველდღიურ საქმიანობას და შედეგად მათთვის ადვილია სხვა ადამიანების ნდობის მოპოვება.

•          მოტივაცია, როგორც ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი განზომილება, განმარტებულია როგორც სწრაფვა წარმატებისკენ, რომელიც განპირობებულია შინაგანი მოთხოვნილებით და არა გარემო ფაქტორებით. მოტივირებულ ადამიანებს, უყვართ თავიანთი საქმიანობა და ახალი გამოწვევები, გააჩნიათ დაუშრეტელი ენერგია, რომელიც მიმართულია პროგრესისკენ და წარუმატებლობის შემთხვევაშიც აქვთ მოვლენების ოპტიმისტური აღქმა.

•          ემპათია (თანაგრძნობა) სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობის შესწავლას და გადაწყვეტილების მიღების დროს მათი გათვალისწინების უნარია. ადამიანები, რომებსაც აქვთ თანაგრძნობის უნარი, მარტივად შეუძლიათ სხვა ადამიანების ნიჭის აღმოჩენა და მათი კიდევ უფრო განვითარება, შეუძლიათ სხვადასხვა კულტურების აღქმა და კონტექსტის გააზრება.

•          ურთიერთობის უნარჩვევები სოციალური უნარია, რომელიც ეხმარება ლიდერებს, ურთიერთობების მართვაში იმ მიზნით, რომ შესაძლებელი იყოს ჯგუფის სწორი მიმართულებით განვითარება. ადამიანებს, რომლებიც ასეთი უნარით ხასიათდებიან, უადვილდებათ ცვლილებებ, აქვთ დიდი სოციალური ქსელი, ოსტატურად ადგენებ საჭირო სამუშაო და არაფორმალურ ჯგუფებს, აქვთ დამაჯერებლობის უნარი.

საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ემოციური ინტელექტის შესწავლა და განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული კვლევები ამტკიცებენ, რომ არსებობს ემოციური ინტელექტის გენეტიკური კომპონენტი, ფსიქოლოგიური კვლევების მიხედვით, ემოციური ინტელექტის გამომუშავება შესაძლებელია. ერთი აზრი ცხადია – ემოციური ინტელექტის უნარი იზრდება ასაკთან ერთად – სწორედ ამას შეიძლება ვუწოდოთ ემოციური სიმწიფე.

ასე რომ, თუ გინდათ რეალურ წარმატებას მიაღწიოთ, მუდმივად მართეთ და სრულყავით თქვენი ემოციური ინტელექტი.

P.S. გოლმანის კვლევას ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისით გავეცანი. დამატებითი ინფორმაციისთვის მიპოვეთ ფეისბუკზე და დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ მთელ სტატიას.

გააზიარე