ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საქართველოს საფონდო ბირჟა

საქართველოს საფონდო ბირჟა

საქართველოს საფონდო ბირჟის (სსბ) დაარსება USAID-ის დახმარებით განხორციელდა და იგი თავისი არსებობის პერიოდს 1999 წლის 12 იანვრიდან ითვლის. შექმნიდან დაახლოებით ერთ წელიწადში განხორციელდა სსბ-ის ლიცენზირება და მიენიჭა საქართველოში პირველი თვითრეგულირებადი ორგანიზაციის სტატუსი. 2000 წლის მარტიდან კი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მიმდინარეობს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ოპერაციები.

საქართველოს საფონდო ბირჟის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად: „საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) არის ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც პასუხობს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის საბაზისო მოთხოვნებს. იგი სთავაზობს ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს. სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე-დისტანციური წვდომის დახმარებით – საბროკერო კომპანიათა ოფისებში“.

იგივე წყაროს მონაცემებით, 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით სსბ-ის სავაჭრო სისტემაში 128 კომპანიის ფასიანი ქაღალდია დაშვებული, რომელთა სრულმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 0.653 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო დღიურმა ბრუნვამ 35.20 ლარს.

სსბ-ზე ემიტენტების მიხედვით დაფიქსირებული გარიგებების კრებსითი ინფომაცია (აქციები) წლების მიხედვით მნიშვნელოვანი მერყეობით გამოირჩევა. 2007 წლამდე აღინიშნება გარიგებების რაოდენობის ზრდის ტენდენცია, რასაც ვერ ვიტყვით შემდგომ წლებზე, როდესაც დაფიქსირებული გარიგებების რაოდენობა მკვეთრად იკლებს და 2014 წელს მხოლოდ 246-ს შეადგენს.

ემიტენტების მიხედვით დაფიქსირებული გარიგებების კრებსითი ინფორმაცია (აქციები) (პერიოდის ბოლო)

 

წლები

2004

2005

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

გარიგების რაოდენობა

1094

1358

5553

7313

3178

1876

3207

1281

877

513

246

მოცულობა (ფ/ქ) (მლნ)

30.5

32.4

68.4

90.4

83.1

2967.6

1705.6

102.4

59.1

252.7

85.4

ღირებულება (მლნ ლარი)

46.7

62.4

169.1

97.0

256.6

98.9

101.2

19.3

735.6

52.5

47.4

 

მკვეთრი კლების ტენდენცია აღინიშნება სავაჭრო სესიის დროს დადებული გარიგებების მოცულობების რაოდენობისა და ღირებულების მიხედვით.

ემიტენტების მიხედვით სავაჭრო სესიის დროს დადებული გარიგებების კრებსითი ინფორმაცია (პერიოდის ბოლო)

 

წლები

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

გარიგების რაოდენობა

6908

2321

1304

2372

860

339

283

131

მოცულობა (ფ/ქ) (მლნ)

14.6

12.5

12.7

41.6

12.1

10.0

27.2

12.1

ღირებულება (მლნ ლარი)

38.4

10.6

3.1

5.1

2.5

8.8

0.5

0.9

მოცემული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა არსებობს, მაგრამ მისი როლი ფინანსჯური კლასტერის ფუნქციუნირებაში მიზერულია. საქართველოს საფონდო ბირჟა ვერ ასრულებს ფინანსური ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების მნიშვნელოვანი წყაროს ფუნქციას.

ეს იმ ფონზე როდესაც განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში კაპიტალის ბაზარი არის უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი დამზოგველებსა და მხარჯველებს შორის. იგი წარმოადგენს დანაზოგების მობილიზების და მათი მომგებიან საინვესტიციო პროექტებში დაბანდების მთავარ წყაროს, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია.

საქართველოს მსგავს ქვეყნებში კი, სადაც კაპიტალზე ხელმისაწვდომობა შედარებით შეზღუდულია, გამართულად ფუნქციონირებადი და განვითარებული კაპიტალის ბაზრის არარსებობა კიდევ უფრო აფერხებს კაპიტალის ფორმირებისა და ეკონომიკური აქტივობის პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს არ აქვს დიდი დანაზოგების გაკეთების საშუალება, კაპიტალის ბაზრის განვითარების დაბალი დონის პირობებში მათ არც დაზოგვის სტიმული აქვთ, ან ვინც ზოგავს, სახსრებს უძრავ ქონებაში, ძვირფას ლითონებში და სხვა შედარებით დაბალპროდუქტიულ არხებში აბანდებს.

გააზიარე