"დავიბადე 1993 წლის 3 დეკემბერს. 2012 წელს დავამთავრე ამერიკული აკადემია თბილისში და ამჟამად ვარ ნორთისტერნის უნივერსიტეტის (Northeastern University, Boston, Mass, USA) ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი".

თუ რაღაც გაფუჭებული არ არის...

თუ რაღაც გაფუჭებული არ არის...

ბერტ ლანსმა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის ჯიმი კარტერის მრჩეველი და ადმინისტრაციის წევრი იყო, თქვა: “თუ რაღაც გაფუჭებული არ არის, არ გააკეთო (“If it ain’t broke, don’t fix it)“. ეს ფრაზა ზუსტად აღწერს იმ დამოკიდებულებას, რომელიც მენეჯერებს აქვთ სამუშაო ეთიკისა და ნორმების მიმართ. ლიდერები კი, აბრაამ ზალეზნიკის, ჰარვარდის პროფესორისა და ფსიქოანალიტიკოსის მიხედვით, სხვანაირად უყურებენ საკითხს: მათთვის, თუ რაღაც არ არის გაფუჭებული, ეს არის საუკეთესო მომენტი რაღაცის გაკეთების. (“When it ain’t broke may be the only time you can fix it.”).

თეორიასა და პრაქტიკაში მენეჯერი და ლიდერი ორი განსხვავებული სიტყვაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არასწორად, სინონიმურად იხმარება. ლიდერებსა და მენეჯერებს შორის განსხავება ოთხ საკითხშია მნიშვნელოვანი: დამოკიდებულება მიზნების მიმართ, შეხედულებები სამუშაო გარემოზე, დამოკიდებულება სხვების მიმართ და საკუთარი თავის აღქმა.

დამოკიდებულება მიზნების მიმართ – მენეჯერების მიზნები აუცილებლობით არის გამოწვეული და არა შინაგანი ცვლილებების სურვილით, ხოლო ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია შეცვალონ სხვების დამოკიდებულება იმის მიმართ, თუ რა არის შესაძლებელი და სასურველი, რის შედეგადაც ისინი ცვლიან ორგანიზაციის მიმართულებას. მენეჯერებისთვის მიზნები ობიექტური, ბლანკზე ჩამოწერილი მისწრაფებებია, ხოლო ლიდერებისთვის მიზნები პირადი და პროაქტიური აზრების ჩამოყალიბების საშუალებაა.

შეხედულებები სამუშაო გარემოზე – მენეჯერები საუკეთესოები არიან კომპრომისების მოძებნაში, ისინი თავს არიდებენ რისკს და ცდილობენ დააბალანსონ ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები სამუშაო სივრცეში. ლიდერები მეორეს მხრივ, ცდილობენ ახალი პერსპექტივის შემოტანას, შესაძლებლობების გაზრდას და არ ერიდებიან რისკს, როდესაც შესაძლებლობები იმედის მომცემია.

დამოკიდებულება სხვების მიმართ – მენეჯერებს უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ინარჩუნებენ მინიმალურ ემოციურ დაინტერესებას და ყურადღებას აქცევენ პროცესებს, ლიდერებს კი უყვართ იდეები, აქცევენ ყურადღებას გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და არა მათ პროტოკოლს.

საკუთარი თავის აღქმა – მენეჯერები აღიარების შეგრძნებას უკვე არსებული სტრუქტურებისა და პროცესების გამყარებაში პოულობენ და მიაჩნიათ საკუთარი თავი ორგანიზაციის წევრად, ლიდერები კი განსხვავებულად უყურებენ საკუთარ როლს ორგანიზაციაში. ლიდერებს უყვართ ჭიდილი ადამიანურ და ბიზნესურთიერთობებში და მისგან სიამოვნებას იღებენ, ისინი თავს აღიქვამენ, როგორც ორგანიზაციის ავტონომიურ ნაწილად.

ლიდერები არ ჯობიან მენეჯერებს და არც მენეჯერები ჯობიან ლიდერებს. ისინი სხვადასხვაგვარი ადამიანები არიან. ვერ გადაგიწყვეტიათ თქვენი პირადი თვისებები და დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ შეესაბამება მენეჯერისას თუ ლიდერისას? იფიქრეთ და დაასრულეთ წინადადება, “თუ რაღაც გაფუჭებული არ არის…” ამ წინადადების ბოლო ნაწილმა შეიძლება ახალი პერსპექტივა დაგანახოთ.

 

 

გააზიარე