"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."

რისკების მართვა: როგორ შევაფასოთ რეალური საფრთხეები?

რისკების მართვა: როგორ შევაფასოთ რეალური საფრთხეები?

სად არის რეალური საფრთხე და როგორ აღვიქვამთ ჩვენ მას? – ეს არის ფუნდამენტური კითხვა, რომელზეც დაშენებულია სადაზღვეო კომპანიების ბიზნესი. რისკები რომელიც რეალურად შეიძლება დადგეს და რომელიც გვგონია, რომ დადგება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მიუხედავად იმისა, რომ რისკების მართვაში საკამოდ გავიწაფეთ და თეორიულ მიდგომების გადმოტანა ცხოვრებაში კარგად ვისწავლეთ, მაინც ძალიან სერიოზული განსხვავებაა ობიექტურ შეფასებებსა და ჩვენს დამოკიდებულებებს შორის სავარაუდო მოვლენების დადგომის გააზრებისას.

მაგალითად, ერთ-ერთი კვლევაში რესპონდენტებს სთხოვდნენ, შეეფასებინათ  გარდაცვალების  მიზეზები, რომელიც შემდეგნაირად იყო დაწყვილებული: 1. დიაბეტი და ასთმა 2. უბედური შემთხვევა (მაგალითად ავტოკატასტროფა) და უეცარი შეტევა (მაგალითად გულის). შემდეგ კვლევის შედეგები შეადარეს სამედიცინო სტატისტიკას და აი რა მივიღეთ:

  • რეალური სტატისტიკა: უეცარი შეტევით გარდაცვლება  ორჯერ აღემატება უბედური შემთხვევით გარდაცვლილების რაოდენობას.
  • ადამიანების აღქმა:  რესპონდენტების 80% გონია, რომ უბედური შემთხვევით გარდაცვალება უფრო ხშირია. 
  • რეალური სტატისტიკა: ასთმა 20-ჯერ მეტ სიკვდილიანობას იწვევს ვიდრე სტიქიური უბედურება.
  • ადამიანების აღქმა: რესპონდენტები ფიქრობენ, რომ სტიქიური უბედურება ბევრად მეტ სიკვდილიანობას იწვევს. 
  • რეალური სტატისტიკა: ბოტულიზმით 52-ჯერ უფრო ხშირად  კვდებიან ადამინები ვიდრე დამწვრობით.
  • ადამიანების აღქმა: დამწვრობა ბევრად მეტი ადამიანის სიკვდილს იწვევს  ვიდრე ბოტულიზმი. 
  • რეალური სტატისტიკა: დაავადებით გარდაცვალება 18-ჯერ უფრო ხშირია ვიდრე უბედური შეთხვევით სიკვდილიანობა.
  • ადამიანების აღქმა: დაავადებით სიკვდილიანობა უტოლდება უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობას. 
  • რეალური სტატისტიკა:  შეფარდება უბედური შემთხვევით სიკვდილიანობასა და დიაბეტით გარდაცვალებას შორის არის 1:4.
  • ადამიანების აღქმა: უბედური შეთხვევით სიკვდილიანობა 300-ჯერ აღემატება დიაბეტით გარდაცვლილთა რაოდენობას.

ეს მაგალითები გვაძლევს საშუალებას გავაცნობიეროთ, რომ სამყარო ჩვენს თავებში არ არის რეალობის პირდაპირი რეპლიკაცია.  ჩვენ რომ რაციონალურად ვუდგებოდეთ რისკის საკითხს, სადაზღვეო ბიზნესის კონიუნქტურა დღეს ძალიან განსხვავებული იქნებოდა. მაგრამ ადამიანები არ ვართ თავისუფალი გარე გამაღიზიანებლებიდან მიღებული არარელევანტური ინფორმაციისგან. ჩვენ რეალობას ქმნის ის მესიჯები რომელსაც მედია და სხვდახვა სოციალური ქსელი გვაწვდის.  ეს ინფორმაცია ემოციური ნიშნით ლაგდება ჩვენს ცნობიერებაში და გვიმახინჯებს რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარს.  ასოციაციური მეხსიერება იხრება „რას ვგრძნობ“ -ის მიმართ ვიდრე „რას ვფქირობ“ .

სწორედ ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებები, რისკების მართვის მიმართ  ბევრად უფრო ემოციურია  ვიდრე რაციონალური. თანაც არ დაგვავიწყდეს,  როცა რისკებზე ვსაუბრობთ, მთავარი მამოძრავებელი აქ შიშის გრძნობაა. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ეს შიშები მოვიშოროთ ან მინიმუმ „ჯანსაღ შიშებად“ ვაქციოთ . როგორც იტყოდნენ „გააღვიძეთ რაციონალური ძაღლი თქვენში და ემოციურ კუდს არ მისცეთ საშუალება მართოს თქვენი აგდაწყვეტილებები“. 

გააზიარე