პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმოხილვა

უცხოური ინვესტიციები ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდის მიღწევის ერთ-ერთი გზაა. უცხოური ინვესტიცია ზრდის ქვეყანაში არსებული კაპიტალის მარაგს, რაც უფრო მაღალ მწარმოებლურობასა და დასაქმების მაღალ დონეს უზრუნველყოფს. უცხოური ინვესტივიები განვითარებად ქვეყნებს ასევე საშუალებას აძლევს გაეცნონ და გამოიყენონ უახლესი ტექნოლოგიები, რომელიც განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში იწარმოება და გამოიყენება.

2016 წლის პირველი კვარტალის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელდა 376.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი კვარტალის მდგომარეობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მაქსიმალური ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2008 წელს განხორციელდა 537.7 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის, ომის გამო 2009 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საგრძნობლად შემცირდა (114 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მომდევნო წლებში კვლავ ზრდა დაიწყო.

განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, ინვესტორი ქვეყნების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: აზერბაიჯანი (136.9 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (56.5 მლნ. აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (44.2 მლნ. აშშ დოლარი), კორეა (32.1 მლნ. აშშ დოლარი) და ნიდერლანდები (21.5 მლნ. აშშ დოლარი). 2016 წლის პირველი კვარტალის უცხოური ინვესტიციების მოცულობის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა კორეულმა ინვესტიციამ, ვინაიდან კორეამ წელს პირველად განახორციელა ასეთი დიდი მოცულობის ინვესტიცია საქართველოში. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, თუ ბოლო 10 წლის მონაცემებს გადავხედავთ, ისინი ინვესტორი ქვეყნების პირველ ხუთეულში ყოველთვის შედიოდნენ. ბოლო ათი წლის ჯამური მონაცემებით, ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 12% ნიდერლანდებზე მოდის, 11% აზერბაიჯანზე, 10% გაერთიანებულ სამეფოზე, ხოლო 7-7% თურქეთსა და აშშ-ზე.

მნიშვნელოვანია ისიც, თუ ქვეყანაში არსებული რომელი სექტორებია ყველაზე მიმზიდველი ინვესტორებისათვის და შესაბამისად რომელი სექტორები ვითარდება უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობით. 2016 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, განხორციელებული ინვესტიციების ნახევარზე მეტი (53%) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის. ინვესტორთათვის მეორე ყველაზე მიზიდველი სექტორი საფინანსო სექტორია, მასზე 2016 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ინვესტიციების 15% მოდის, ხოლო მესამე ადგილს ენერგეტიკის სექტორი იკავებს (11%).  

ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი ინვესტორთათსვის ყველაზე მიმზიდველი არა მხოლოდ 2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემებითაა, არამედ ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი სწორედ ტრანსპოტრისა და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის. მნიშვნელოვანი პირდაპირი უნცხოური ინვესტიციებია განხორციელებული ასევე ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორებშიც. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ბევრი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში ჩაიდო, განხორციელებული ინვესტიციების ყველაზე მაღალი ზრდის ტემპით სამშენებლო სექტორი ხასიათდება.

რაც შეეხება რეგიონალურ განვითარებას, 2016 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი წილი (63%) დედაქალაქზე მოდის, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18% აჭარის რეგიონში განხორციელდა, ხოლო 15% სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.  

წინა სტატია

რისკების მართვა: როგორ შევაფასოთ რეალური საფრთხეები?
17 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

უმუშევრობა, რომელიც არ ჩანს
06 ივლისი, 2016
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა