გაქცევა VS კრიზისების მართვა

"კრიზისია საქართველოში", - ამბობს რჩევის მისაღებად  მოსული კლიენტი და აგრძლებს: "ასე თავის მართლება არ მჩვევია, მით უმეტეს, როდესაც საქმე ბიზნესს ეხება, მაგრამ არ ვიცი, რას ვაკეთებ არასწორად? როდის ავცდი მომხარებლის საჭირობებს? როდის გადავედი წვალებაზე, იმის ნაცვლად, რომ ბიზნესი გამეზარდა და წარმატებით დავმტკბარიყავი?"

ყოფილხართ ასე? თუ ჯერ არ ყოფილხართ, დამერწმუნეთ, ყველაფერი წინ გაქვთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში რაც გიყვარს, რასაც სიხარულით აკეთებ, ნელ-ნელა შეიძლება იქცეს რუტინად, წვალებად; ადგილი სადაც გიხაროდა მისვლა - ციხედ და ერთადერთი სურვლი დაგრჩეს  -  გაიქცე...

მოკლედ, ასეა ჩვენი ცხოვრება... როცა მოსწავლე ხარ და გამოცდები ახლოვდება, გინდა გაიქცე... როცა სამსახური გბეზრდება, გინდა თავქუდმოგლეჯილი გაიქცე და აღარ დაბრუნდე. 

ჰოდა ხშირად, ძალიან ხშირად, ხდები საკუთარი თავის მიგრანტი....  თუ გარბიხარ, იმ გარემოს კი არ ტოვებ, სადაც შენთვის ყოფნა უსიამოვნო და ზედმეტი ტვირთის მატარებელია, არამედ გაურბიხარ საკუთარ თავს და შენ ნაწილს უპატრონოდ ტოვებ წარსულში. მერე გადის დრო და გიწევს უკან დაბრუნდე საკუთარი თავის წამოსაკრეფად... ცხოვრება ხდება ერთი დიდი დაუმთავრებელი ამბავი წარსულში, სინანული, რომ არასდროს ყოფიალხარ „at right time, right place”, რომ არ გიმართლებს, რომ აწმყო ხელიდან გისხლტება. არ შეგეშინდეს! ეს ყველას გვემართება.. გაქცევა იმდენად ფუნდამენტური ინსტინქტია - თავდაცვის საუკეთესო მექანიზმი, რომ ცდუნებას გაუძლო, ძნელია.

ყოველთვის, როცა ასეთი შეგრძნებები გებადება, გეშინია და რაციონალობის მიღმა მოქმედებ. იქ, სადაც ემოცია ჭარბობს, ბევრად უფრო საზიანო ხდები საკუთარი თავისთვის. თუ განვითარებული მოვლენების ამ თანმიმდევრობას აცნობიერებ, შესაძლოა, წინასწარშემუშავებული სცენარით იმოქმედო. ეს ამცირებს დესტრუქციის რისკსს და შედეგიც ნაკლებ ფატალურია.

ცოტა რთულია რეცეპტის დადება, მაგრამ კრიზისების მართვა შესაძლებელია. ხოდა დავიწყოთ ამ მოვლენების  ნაბიჯ-ნაბიჯ გაცნობიერება და ყველაფერი გამოვა:

  • ფოკუსირდი საკუთარ თავზე
  • შეეცადე განსხავვებული პერსპექტივით დაინახო მოვლენები
  • არ მოიტყუო თავი
  • შეეგუე იმას, რისი შეცვალაც არ შეგიძილია
  • შეცვალე შენ სასარგებლოდ
  • გახსოვდეს, რომ ცხოვრებაში მთავარი წონასწორობაა, რომელიც უნდა აღიდგინო

პერსონალური კრიზისების მართვა თუ შეგიძლია, თუ შეგიძლია, რომ უფრო ნაკლებად დაშვადე, როცა ეცემი, გამოდის, რომ ყველა სხვა კრიზისს შედარებით მარტივად და ნაკლები დანახარჯით გაუმკლავდები. ჩვენი რესურსები, რომელსაც დაცემის ეტპზე მყოფნი წამოდგომაში ვიყენებთ, შეზღუდულია და რაც უფრო მეტ რესურსს ვდებთ ამაში, მით უფრო ნაკლები გვრჩება მომავლისთვის. ამიტომ გაითვალსიწინეთ,  როცა კომპანიას მართავ, როცა შენი ბიზნესი კრიზისშია, სრულიად შენ რაციონალურ გადაწყვეტილელებზე, თანმიმდევრულ ტაქტიკებზეა დამოკიდებული, როგორ გამოძვრები ამ სიტუაციიდან. გაქცევა არ არის გამოსავალი. გამოსავალია, შეძლო სიტუაციის ობიექტურად აღქმა და ცვლილებების განხორციელება.

არასდროს წახვიდეთ ემიგრაციაში საუთარი თავიდან და არსებული პრობლემებისგან. დროულად დაიწყეთ ცვლიელების მენეჯმენტი J

წინა სტატია

ინვესტიცია და რისკი
07 ივლისი, 2016

შემდეგი სტატია

ცოტა რამ დემოგრაფიის შესახებ...
20 ივლისი, 2016
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
ყველაზე პოპულარული სტატიები Forbes.ge-ზე. იანვარი-მაისი 2019
რეიტინგი | ივნ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა