"დავიბადე 1984 წლის 11 აგვისტოს, ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი."

ევროკავშირის ბაზარი - ახალი შესაძლებლობა და გარანტირებული შედეგი

ევროკავშირის ბაზარი - ახალი შესაძლებლობა და გარანტირებული შედეგი

მოკლევადიან პერსპექტივაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 1,7%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 4,3%-ით. მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტის 9%-ით, ხოლო იმპორტის 4,4%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტის 12%-ით, ხოლო იმპორტის 7,5%-ით ზრდა –  ეს ციფრები მოყვანილია ECORYS და CASE-ის 2012 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევიდან, რომელიც შეეხება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესაძლებლობის შედეგებს საქართველოსთვის.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ნაწილია.  ქართულ ბიზნესს ახლო მომავალში ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზარი გაეხსნება.  უახლოესი მომავლი კი, როგორც უკვე დაანონსდა. ვიმედოვნოთ რომ არაუგვიანეს მიმდინარე წლის ივნისია. სკეპტიკოსებისთვის (თუ შეგნებულად სხვა ორბიტის მოტრფიალეთათვის) კი რამოდენიმე არგუმენტი შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუ რა რეალური შესაძლებლობები ჩნდება ქართული ბიზნესისათვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგად:

  • DCFTA-ის შემთხვევაში გასაღების ბაზრის სტაბილურობა და მსყიდველობითუნარიანობა, არის მინიმუმ ორი დამატებითი ფაქტორი, რაც უცხოელი ინვესტორების საქართველოთი მეტ დაინტერესებას გამოიწვევს.
  • DCFTA-ი ქვეყანას საშუალებას მისცემს მოახდინოს ფიზიკური კაპიტალის განახლება თანამედროვე სტანდარტებით, ადამიანური კაპიტალის განვითარება, ტექნოლოგიური ცოდნის განვითარება, ბუნებრივი რესურსების უკეთ გამოყენების ტექნოლოგიების ათვისება.
  • DCFTA-ი ეტაპობრივად უზრუნველყოფს ქართული ბიზნესის ახალ რელსებზე გადასვლას. ამ ნაწილში იგულისხმება პროდუქციისა და მომსახურების წარმოების განახლებული სტანდარტების დანერგვა, უკეთესი ხარისხის მიღების მიზნით. მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარებების შესაძლებლობების მოძიება ქართველი ბიზნესმენებისათვის, რომელიც მათ იმ საკითხების ეფექტიანად და სწრაფად დაძლევაში შეუწყობს ხელს, რომელიც შეეხება ევროკავშირის წესებისა და ნორმების ამოქმედებას, რაც საჭიროა ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტირების დროს.
  • რეალურად, DCFTA-ი სტიმულია იმ ქართველი მეწარმეებისათვის, რომელებიც მზად იქნებინ აწარმოონ საქონელი და მომსახურება უფრო მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებით.  მაღალი ხარისხის პროდუქცია კონკურენტული ფასების პირობებში მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე შესასვლელად იქნება მზად. ფაქტია, რომ DCFTA-ი ქართველი მეწარმეების მიერ საექსპორტო ბაზრების ათვისებისათვის სერიოზული გამოწვევაა და ამასთან, მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყანაში კონკურენციის განვითარებისათვის.

გააზიარე