კრიტიკული აზროვნება - XXI საუკუნის ლიდერის მთავარი უნარი

-         როგორ გავზარდო თანამშრომლების მოტივაცია?

-         როგორ მოვიძიო ახალი კლიენტები?

-         როგორ დავგეგმო გაყიდვების სტიმულირება?

-         რომელი მიმართულებით ჯობია ახალი მომსახურების შემუშავება?

-         როგორ გავზარდო კლინტების მომსახურების ხარისხი?

ბიზნესის სფეროში ყოველდღიურად ბევრი შეკითხვა ჩნდება და შესაბამისად ასიათასობით გადაწყვეტილების მიღება ხდება, რომელიც შეეხება გლობალურ და კონკრეტულ სფეროებს. ზოგიერთი გადაწყვეტილება აუმჯობესებს კომპანიის მდგომარეობას და ზრდის მოგების მაჩვენებლებს, ზოგი კი ამცირებს კომპანიის წინსვლას და განვითარებისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

დღევანდელ წარმატებულ ლიდერებს გააჩნიათ უნარები: შეაფასონ როგორც არსებული მდგომარეობა ასევე დაინახონ რეალური შესაძლებლობები. ხოლო როდესაც კონკრეტული პრობლემების წინაშე დგებიან, მის გაადწყვეტას არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი პერსპექტივით უყურებენ. ასევე შესწევთ უნარი გაიხედონ მომავლისკენ და განსაზღვრონ კომპანიის პოზიცია გრძელვადიან პერსპექტივაში.

კომპანიის სტრატეგიული მართვა მოითხოვს ხუთი სახის აზროვნების მეთოდს, რომლის ეფექტურ გამოყენებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კომპანიის მომავალი წარმატება:

კრიტიკული აზროვნება - გარემოს ობიექტური შეფასების მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ყოველმხრივ მოძიებული ინფორმაციის გაანალიზებაზე და ყოველი ნაბიჯის კონკრეტულ შეფასებაზე.

განხორციელებადობის აზროვნება - იდეების და გეგმების გაანალიზება და ორგანიზება იმ ფორმით, რომ მის განხორციელებას საფრთხე არ შეექმნას.

კონცეპტუალური აზროვნება - აბსტრაქტულ იდეებს და საფრთხეებს შორის კონცეტუალური კავშირების მოძიება, რომელიც შემდეგ გროვდება და საერთო სურათს შესაქმნელად ერთიანად განიხილება.

ინოვაციური აზროვნება - გულისხმობს ახალი იდეების გენერირებას, რომელიც ორგანიზაციისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ინტუიციური აზროვნება - გადაწყვეტილებების მიღების გზა, როდესაც გარკვეული ცოდნის ან გამოცდილების გარეშე გვიწევს კონკრეტული ქმედებების განხორციელება. თუმცა დაფუძნებულია ანალოგიურ ან მისთან დახლოებული ცოდნის და გამოცდილების საფუძვლებზე.

კრიტიკული აზროვნების უნარი ეხმარება ლიდერებს მოიძიონ და გაანალიზონ ინფორმაცია, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და ყოველდღიურ რეჟიმში მართონ მისი განხორციელების ეტაპები. მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები მიიღონ ძალიან სწრაფად, რადგან ცვლილებები იმდენად დინამიურ გარემოში ხდება, რომ დაგვიანებული რეაგირება შესაძოა მცდარ გადაწყვეტილებად იქცეს.

კომპანიის ხელმძღვანელები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ კრიტიკული აზროვნების განვითარებას კომპანიის წარმატების მიღწევის პროცესში. „ამერიკის მენეჯმენტის ასოციაციის“ კვლევაში, რომლის დროსაც 2100 წარმატებული მენეჯერი გამოიკითხა  წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად (68%) სწორედ კრიტიკული აზროვნება აღიარეს. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გამოკითხვამ ასევე აჩვენა რომ შემდეგი 5-6 წლის განმალობაში მენეჯერებისთვის კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება (75% აღიარებს), რაც წარმატების მიღწევის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი რომელიც მართვის დროს იყენებს კრიტიკული აზროვნების მეთოდს, საკმაოდ სწრაფად ახდენს ორგანიზაციაში მისი როგორც ორგანიზაციული კულტურის დანერგვას. ის ჩვეულებრივ ხდება მეთოდი, რომელსაც ხელმძღვანელის გარდა ქვედა რგოლის მეჯენერებიც იყენებენ.

უნარები რომელიც აუცილებელია კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის:

  • მოსაზრებების და ფაქტების ერთმანეთისგან განსხვავების უნარი;
  • სხვადასხვა მოსაზრებების მუდმივი ძიება;
  • თემის აქტუალობისთვის არგუმენტების შეფასების უნარი;
  • ინფორმაციის მოძიების სხვადასხვა (არცალმხრივი) წყაროს გამოყენება;
  • გადაწყვეტილებების მიღებისთვის სხვადასხვა მეთოდების, მოდელების და ვიზუალური მასალის გამოყენება.

უნარებთან ერთად აუცილებელია კონკრეტული ქმედებები, რომელიც ხელს უწყობს სწორი და ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში:

  • არ უნდა მიიღოთ ნაადრევი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები;
  • არგუმენტების განხილვა აუცილებელია ყოველი მხრიდან, მრავალმხრივი პოზიციიდან;
  • ინფორმაციის შეფასებისთვის აუცილებელია კონკრეტული ინფორმაციის შეფასების კრიტერიუმების დადგენა და მისი მუდმივი შეფასების პროცესი;
  • შეგეძლოს უკან დახევის პოზიციის პერიოდული გამოყენება;
  • გაითვალისწინო სხვა ადამიანების პოზიცია;

კონკრეტული უნარების ქონა და ზემოთ აღნიშნული ქმედებების გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლებელია შემდეგი შედეგების მიღწევა:

  • მიიღებთ კარგად გააზრებულ გადაწყვეტილებებს, რომელიც დაფუძნებულია მყარ არგუმენტებზე;
  • შესაძლებელია გადაწყვეტილებების ცვლილება ახალი გარემოებების ან ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში;
  • მხოლოდ მტკიცებულებებზე დამყარებული ინფორმაციის გათვალისწინება და მისი გადაწყვეტილების პროცესში გათვალისწინება;
  • იდეები და გეგემები წარმოდგენილი იქნება ლოგიკური თანმიმდევრობით და კონკრეტული დასკვნებით.

დღევანდელ კონკურენტულ გარემოში უზარმაზარი საინფორმაციო ველებიდან მოიძიო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები, მასში დაინახო მნიშვნელოვანი და ყველაზე ფასეული, კომპანიის მომავალი შესაძლებლობები, 21 საუკუნის ლოდერების ყველაზე ფასეული უნარებია, რომლის გარეშეც კომპანიის გრძელვადიანი წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

 

ინფოგრაფიკი: მარიამ ფერიშვილი

წინა სტატია

ევროკავშირის ბაზარი - ახალი შესაძლებლობა და გარანტირებული შედეგი
01 აპრილი, 2014

შემდეგი სტატია

რა უნდა წახალისდეს - შემოსავლის ზრდა თუ შემოსავლის კლება?
16 აპრილი, 2014
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა