ფინანსური სექტორის მნიშვნელობა ეკონომიკისთვის

1858 წელს ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა უილიამ გლადსტონმა ეკონომიკისთვის ფინანსური სექტორის მნიშვნელობას შემდეგი ფრაზით გაუსვა ხაზი: "Finance is, as it were, the stomach of the country, from which all the other organs take their tone."

უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომისტთა ერთ ნაწილს არ მიაჩნია ფინანსებისა და ეკონომიკური ზრდის ურთიერთკავშირი მნიშვნელოვნად. მაგალითად რობერტ ლუკასი (1988) აღნიშნავდა, რომ ეკონომისტები გადაჭარბებით აფასებენ ფინანსების როლს ეკონომიკურ ზრდაში. უფრო მეტიც ჯოან რობერტსონი (1952) ამტკიცებდა: „where enterprise leads, finance follows“. ამ შეხედულების თანახმად ეკონომიკური განვითარებაა ის ძალა რომელიც ქმნის მოთხოვნას სხვადასხვა ტიპის ფინანსურ სერვისზე, და ამის შემდეგ ფინანსური სექტორი ჰყვება ტემპს და პასუხობს არსებულ მოთხოვნას.

ფინანსური სისტემა აერთიანებს ფინანსურ ბაზრებს, ინსტრუმენტებს და ინსტიტუტებს.  იმ ეკონომისტების აზრით ვინც ფინანსების როლს მნიშვნელოვნად თვლის, გამართულად ფუნქციონირებადი ფინანსური სექტორი ასრულებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას თამაშობს რა მსესხებლებსა და გამსესხებლებს შორის შუამავლის როლს, რაც ხელს უწყობს ფინანსური რესურსების ეფექტიან გადანაწილებას და ახალისებს ეკონომიკურ ზრდას. ფინანსური შუამავლების და ფინანსური ბაზრების ფუნქციას წარმოადგენს ფინანსური რესურსების გადამისამართება „დამზოგველებიდან“ „მხარჯველების“ მიმართულებით, რომელთაც გააჩნიათ ფინანსური რესურსების ნაკლებობა სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად.

ფინანსური სექტორის მნიშვნელობის განხილვისას ხაზი უნდა გაესვას სექტორის მნიშვნელობას ლიკვიდობის უზრუნველყოფის საკითხში. ლიკვიდობასა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის კავშირი მომდინარეობს ფაქტიდან, რომლის თანახმად ბევრი მაღალპროდუქტიული ინვესტიცია საჭიროებს გრძელვადიან ფინანსურ რესურსზე წვდომას, მაგრამ რისკის არამოყვარული „დამზოგველები“ ძირითადად არ არიან მსესხებლებზე თავიანთი დანაზოგების გრძელვადიანი კონტროლის დელეგირების მოსურნე. 

დაიმონდი და დიბვიგი (1983) თავიანთ ნაშრომში აჩვენებენ როგორ შეუძლიათ ფინანსურ ბაზრებს არალიკვიდური აქტივები (როგორიცაა არალიკვიდურ წარმოების პროცესში გრძელვადიანი კაპიტალური დაბანდებები) ლიკვიდურ ვალდებულებებად (ფინანსური ინსტრუმენტები) გარდაქმნან. გამართულად ფუნქციონირებად და მაღალ ლიკვიდურ ფინანსურ ბაზრებზე დამზოგველებს/გამსესხებლებს შეუძლიათ ფლობდნენ აქტივებს ან ბონდებს რომლებიც სწრაფად შეიძლება გარდაიქმნას ფულად ექვივალენტად.

მეორე მნიშვნელოვანი როლი რომელიც ფინანსურ სექტორს აქვს არის აქტივების რისკის მახასიათებლების ტრანსფორმაცია. ამას ფინანსური ბაზარი ორი გზით უზრუნველყოფს, პირველი, ხელს უწყობს რისკის დივერსიფიკაციას და მეორე, ხსნის ინფორმაციის ასიმეტრიულობის პრობლემას, რომელსაც, სხვა შემთხვევაში შეიძლება ხელი შეეშალა სამეურნეო ფაქტის დადგომისთვის.

თუ არსებობს დამზოგველებიდან მსესხებლების მიმართულებით ფინანსური რესურსების გადანაწილების ხარჯი, ფინანსურ სექტორს შეუძლია შეამციროს აღნიშნული ხარჯი, აქტივების დივერსიფიცირებული პორტფელის საშუალებით. გარდა ამისა ფინანსურ შუამავლებს შეუძლიათ შეამცირონ მსესხებლებსა და გამსესხებლებს შორის ინფორმაციის ასიმეტრიულობით გამოწვეული ინფორმაციისა და ტრანზაქციის დანახარჯი. საკრედიტო ბაზრებზე ინფორმაციის ასიმეტრიულობა წარმოიქმნება, რადგან მსესხებლები თავიანთი საინვესტიციო პროექტების შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ ვიდრე გამსესხებლები.

ფინანასური სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კაპიტალის რეალოკაციის და შესაბამისად ეკონომიკის მუდმივი რესტრუქტურიზაციის ბაზისის შესაქმნელად. თანამედროვე სამყაროში კარგად განვითარებული ფინანსური ბაზრის არარსებობა მნიშვნელოვანი ნაკლოვანება იქნება ნებისმიერი ეკონომიკისთვის, რადგან კაპიტალზე ხელმისაწვდომობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ინოვაციების და ეკონომიკური ზრდისთვის. 

წინა სტატია

დრო, ყველაზე ღირებული, მაგრამ ნაკლებად დაფასებული რესურსი
23 სექტემბერი, 2016

შემდეგი სტატია

მომხმარებელზე მორგებული ინოვაციები
04 ოქტომბერი, 2016
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა