"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."

მომავლის არჩევანი

მომავლის არჩევანი

15 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2017 წლის აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების და არჩეული უნივერსიტეტების  მიხედვით. 

წელს არჩევანის მიხედვით გაანცხადების ჯამურმა რაოდენობამ 533 847 მიაღწია. 64 უნივერსიტეტის 828 პროგრამიდან  თითოეულ აბიტურიენტს 20 არჩევანის გაკეთების საშუალება ქონდა, ჯამში 41 200-მდე სტუდენტობის მსურველი აბიტურიენტი დარეგისტრირდა 49 703 ვაკანტურ ადგილზე.

ვერ გეტყვით, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში როდესაც მიწოდება უსწრებს მოთხოვნას,  რამე პოზიტიურის მაჩვენებელია, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ თავისუფალი ბაზარი მალე დაარეგულირებს ამ ასიმეტრიას.

საინტრესოა, მომავალი თაობა რა პროფესიებზე აკეთებს არჩევანს და რომელ უნივერსიტეტებზე დებს ფსონს:

ტენდენცია უცვლელია და მომავლის პროფესიებში ისევ ბიზნეს ადმინისტრირება ლიდერობს, რომელსაც მსურველთა რაოდენობის მიხედვით სამართალი მოყვება. ამ წელს პროფესიების არჩევაში სამი ახალი ტენდეცია ჩანს: პოპულრული ხდება ტურიზმი, მშენებლობა და ტექნოლოგიები. ამ სამ პროფესიაზე მოთხოვნის ზრდა როგორც ლოკალური ასევე გლობალური  ეკონომიკური პოტენციალის იმპულსებით არის განპირობებული.

ყველაზე პოპულარული აბიტურიენტებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაა, სადაც ჩაბარების 12 444 მსურველი აღმოჩნდა. პირველი არჩევანის მიხედვითაც ილიას ბიზნეს სკოლა ლიდერობს. სულ 1350 ვაკანტურ ადგილზე პირველი არჩევანი 2386 აბიტურიენტმა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ წელს ყველაზე მაღალი კონკურსი ისევ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულებით დაფიქსირდა, გამოცხადებულ ერთ  ვაკანტურ ადგილას 150 პრეტენდენტი მოდიოდა. 

არცერთი მსურველი არ აღმოჩნდა სხვადასხვა უნივერსიტეტის 33 პროგრამის „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა აფხაზურ და ოსურენოვანთა“ მიმართულებით. თუმცა ახლა ამ საკითხს არ ჩავუღმავდები და ამ პროგრამების პოლიტიკური მნიშვნელობიაზე აქცენტს არ გავაკეთებ.

თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ კონკრეტულ საკითხზე: როგორ და რატომ  აკეთებენ ახალგაზრდები პროფესიულ არჩევანს და აქვთ თუ არა რეალური შანსი სპეციალობით დასაქმდნენ? თუ ამჟამინდელ მდგომარეობას გავითავლსიწინებთ , სურათი არც თუ სე სახარბიელოა. ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებულების უდიდესი ნაწილი რითეილ ობიექტებში მუშაობს მოლარე-ოპერატურად, გაყიდვების კონსულტანტად. მათი კარიერული განვითარების სქემა მოლოდინების ნამდვილად არ შეესაბამება.  ერთ სამსახურში მუშაობის საშუალო პერიოდი  სამი თვეა. ეს დრო არ არის საკმარისი კარიერული განვითარების იერარქიის საფეხურებზე წინ წაიწიო, სამსახურის ასეთი ინტენსიური ცვლა ხელს უშლის პროფესიული უნარების განვითარებას  და დარგობრივი ცოდნის გაღრმავებას. ალბათ იმაშიც დამეთანხმებით, რომ  უმაღლესი განათლების კვალიფიკაცია არაა საჭირო ასეთ პოზიციებზე დასაქმებისთვის. ამ რეალობის გათვალსიწინებით, როგორც მომავალ სტუდენტს ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას თავის პასუხისმგებლობა აქვს. ერთის მხრივ , როცა პროფესიას ირჩევ უნდა იფიქრო, რამდენად დიდია შანსი შენი პროფესიით დასაქმდე და მეორეს მხრივ, უნივერსიტეტები გამუდმებით უნდა ახდენდნე მონიტროინგს, რომელი სფეროები ვითარდება და სად აქვს ქვეყანას პოტენციალი , რათა რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი პროგრამა შექმნან და შეთავაზონ სტუდენტებს. ისეთი პრგორამები, რომელიც კონკურენტუანრიანად აქცევთ სტუდენტებს  შრომის ბაზარზე.   

ციფრული ეკონომიკის სამყაროში, სადაც დიდი ხანი არ არის, რაც შევაბიჯეთ,  ახალი სპეციალობები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.  სპეციალობები, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების სიმბიოზის შედეგად ყალიბდება. მულტიდისციპლინურ პროგრამებზე არჩევანის გაკეთება, რომელიც ერთდროულად პროფესიას გძენს და თან გასწავლის როგორ გამოიყენო ის რეალურ ცხოვრებაში, ერთადერთი სწორი გზაა.

ფაქტია, რომ 35 000 ახალი სამუშაო ადგილი ნამდვილად არ იქმნება ყოველწლიურად ამ ქვეყანაში იმ მიმართულებით, სადაც ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალსიტი შეიძლება დასაქმდეს. იმისთვის რომ არ აღმოჩნდეთ მორიგი „ზოდიაქოთი მენეჯერი“, კარგად აწონ-დაწონეთ სად და რატომ აბარებთ.  როგორი მომავალი გექნება დამოკიდებულია დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

გახსოვდეთ, რომ თქვენ გჭირდებათ კონკრტული სპეციალობა; 

გახსოვდეთ, შრომის ბაზარზე დიდი დეფიციტია ვიწროსპეციალობის მქონე პროფესიონალების.

მოარგეთ თქვენი პროფესიული არჩევანი თანამედროვე გამოწვევებს. 

გააზიარე