ბიზნესი საზოგადოებაში - ახალი მოდელები

მოგესალმებით, დღეს მინდა ვისაუბროთ სასწავლო კურსის შესახებ, რომელსაც გვთავაზობს ონლაინ პლატფორმა Coursera. კურსი ეხება ბიზნესის კეთების ახალ მოდელებს და მისი სახელწოდებაა New Models of Business in Society. მისი ავტორია R. Edward Freeman და კურსს წარმოადგენს ვირჯინიის უნივერსტეტის დარდენის ბიზნეს სკოლა.

R. Edward Freeman არის ბიზნესის ადმინისტრირების პროფესორი, ვირჯინიის უნივერსტეტის დარდენის ბიზნეს სკოლის Institute for Business in Society-ის აკადემიური დირექტორი. ასევე Business Roundtable Institute for Corporate Ethics-ის აკადემიური დირექტორი და მრავალი უნივერსტეტის მოწვეული პროფესორი. ასევე ცნობილი წიგნის : Stakeholder Theory: The State of the Art-ის ავტორი.

R. Edward Freeman ჩვენ კიდევ მრავალჯერ შეგვხვდება, რადგან ის არის მრავალი ინიციატივის ავტორი, რომლებიც ეხმიანება კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას. თუმცა, ამჯერად ამ კურსზე მინდა გესაუბროთ.

კურსი იწყება 11 სექტემბერს და გრძელდება 4 კვირა. თუმცა, თუ თქვენთვის სერთიფიკატის მიღება თვითმიზანი არ არის (ჩემსავით), მაშინ დრო შეგიძლიათ თავად გაანაწილოთ.

პირველ კვირას ავტორი გვთავაზობს იმის გარკვევას თუ რა პრობლემები აქვს ბიზნესს დღევანდელ დღეს და რატომ უნდა მოხდეს მოდელის ცვლილება. განხილულია თანამედროვე ბიზნესის გაგების 4 ნაკლი : Four Flaws in the Dominant Story. პირველი : ბიზნესის არსი  არის მხოლოდ მოგების მიღება; მეორე : ბიზნესი ეთიკა  არის წინააღმდეგობრივი; მესამე : ადამიანები არიან მარტივი არსებები,რომლებიც მოტივირებულები არიან მხოლოდ ფულით; მეოთხე : რომ მსოფლიო შეიცვალა.

მეორე კვირა ეთმობა კორპორაციული ფილანტროპიის (ქველმოქმედების) და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მსგავსება-განსხვავებების გაგებას. (ამ თემას განსაკუთრებულ ბლოგს მივუძღვნი მოგვიანებით). განხილულია ისტორია და თანამედროვე სიტუაცია.  გარდა ამისა, ავტორი მოგვიწოდებს დავფიქრდეთ და ვიზრუნოთ გარემოზე, დავფიქრდეთ თუ სად მთავრდება თითოეული ჩვენგანის (არა მხოლოდ კომპანიების) პასუხისმგებლობა. გარდა გარემოს მდგრადობისა, ასევე უნდა ვიფიქროთ მორალურ და ეთიკურ მდგრადობაზე.

მესამე კვირა ეძღვნება Conscious Capitalism - ის არსის გაგებას. ეს არის ბიზნეს სტრატეგია, როლის დროსაც კომპანია ირჩევს სარგებელი მოუტანოს როგორც ადამიანებს , ასევე გარემოს როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ დონეზე. ეს ცნება დაკავშირებულია  conscious consumerism და socially responsible investing -თან. შემდეგ საუბარია დაინტერესებულ მხარეებზე, რომლებსაც ავტორი ასე განმარტავს: “ ჯგუფი ან პიროვნება, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს კომპანიის მიზნების შესრულებაზე ან მოექცეს კომპანიის მიზნების გავლენის ქვეშ“. (დაინტერესებულ მხარეთა თეორიაზე ჩვენ წინა ბლოგში ვისაუბრეთ).

მეოთხე კვირას ავტორი განიხილავსსოციალურმეწარმეობას და შემოაქვს ახალი ცნება „დაინტერესებულ მხარეთა მეწარმეობა“ , რომელსაც ასე განმარტავს : „დაინტერესებულ მხარეთა მეწარმეებმა იციან, რომ მათი ორგანიზაციები მოქმედებენ საზოგადოებაში. ისინი არ არიან სადმე თავისუფალ საბაზრო გარემოში და არ ახორციელებენ რომელიღაც სამთავრობო პროგრამებს. ისინი მოქმედებენ საზოგადოებაში,სადაც მათ ჰყავთ განსაზღვრული დაინტერესებული მხარეები და გააჩნიათ განსაზღვრული მიზნები. მათ ესმით, რომ უნდა გააჩნდეთ ისეთი ბიზნეს მოდელი, რომელიც დააკმაყოფილებს დაინტერესებულ მხარეთა ინტერესებს და გამოიმუშავებს მდგრად ფონდებს...ის მოიცავს როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალურ მეწარმეობას ერთად“ .

კურსის ბოლოს ავტორი მოგვიწოდებს ვიფიქროთ საკუთარ როლზე,მნიშველობა არ აქვს ჩვენ ვართ მომხმარებელი,ინვესტორი თუ თანამშრომელი და იმ მოთხოვნებზე,რომლებსაც ჩვენ ვუყენებთ იმ კომპანიებს, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ. გავაცნობიეროთ ჩვენი ჩართულობა და როგორც დაინტერესებულ მხარეთა ქსელის მონაწილემ, გავხადოთ ბიზნესი უკეთესი.

ეს კურსი თავისთავში აერთიანებს მრავალ ცნებას, რომლებზეც დგას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეპცია. თუმცა, ჩემი აზრით, განსაკუთრებით საინტერესოდ განმარტავს “ დაინტერესებულ მხარეთა მეწარმეობის“ რაობას და მის მნიშვნელობას.  თუ ეს თემები გაინტერესებთ, ცოტაოდენი დრო დაუთმეთ ამ კურსს, არ ინანებთ.

ბიზნესი Coursera Edward Freeman

წინა სტატია

CSR და დაინტერესებულ მხარეთა თეორია
05 სექტემბერი, 2017

შემდეგი სტატია

კომპეტენციების "ტესტდრაივი" კარიერული წინსვლისთვის
11 სექტემბერი, 2017
აუდიტის ბაზრის ამომავალი ვარსკვლავი
კომპანიები | აგვ, 14, 2017
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
Golden Fleece Token - პირველი ქართული კრიპტოვალუტა!
ინტერვიუ | აგვ, 15, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა