ახალგაზრდა თაობის ეკონომიკური ფასეულობა

თანამედროვე სახელმწიფოს არსებით დეტერმინანტებს წარმოადგენს განათლება, მეცნიერება, ციფრული პროცესები, ადამიანური რესურსი.

ბოლო პერიოდში, საქართველოს მთავრობა ახალგაზრდა თაობაში მნიშვნელოვან ინვესტირებას ახორციელებს (განათლების დაფინანსებით, მეწარმეობის დაწყების სტიმულირებით, სტაჟირების პროგრამებით, გრანტების, სტიპენდიებით და სხვა), თუმცა ინვესტირების მიუხედავად, პოლიტიკურ და მმართველობით რგოლში ახალგაზრდების ჩართვა მათ ინტერესებში არ შედის. ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ინვესტირება და საგანმანათლებლო პოლიტიკა არც გულისხმობს „ინვესტიციების დაბრუნებას“ და ახალგაზრდა ადამიანური რესურსის გამოყენებას.

ქვეყნაში ეკონომიკური პოლიტიკის პროფილს ასახავს მიდგომები და პრირიტეტები, რომელსაც იყენებენ ახალგაზრდა აკადემიური რესურსის მხარდაჭერის, სოციალური უზრუნველყოფის, კარიერული ზრდის, მმართველობით  რგოლებში მათი როლისა და პროფესიული აქტივობის მიმართულებით.

აღიარებულია, რომ ეკონომიკური განვითარების მიღწევას წლები სჭირდება, რაც ეფუძნება ეკოსისტემას, სტრატეგიულ მიდგომებს, ბიზნეს მოდელებს, საბაზრო ინფრასტრუქტურას, ნორმატიულ სამართლებრივ გარემოს, აქტივებსა და რესურსებს. თუმცა, მოცემულ ფაქტორთა სპექტრში, გადამწყვეტ ძალას ლიდერები წარმოადგენს, რომელთა საკადრო პოლიტიკა ასახავს ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარების მასშტაბს.

დღეს, ეკონომიკა წარმატებულად არ ფასდება. რომლის მიზეზი პესიმისტურ და ძველ პოლიტიკაშია, რადგან ვერ ქმნის აქტივობის, კეთილდღეობის ზრდის, უკეთესი მომავლის შექმნის, ოპტიმიზმის პირობას. ეკონომიკური პოლიტიკა ვერ ქმნის ეკოსისტემას, რომელიც დარგების სწრაფ განვითარებას შეუწყობდა ხელს.

არსებითია ითქვას, რომ ახალგაზრდების რესურსი „ეწირება“ არაეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკას. საქართველოში, ფაქტობრივად არ ხდება ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზება, მათი რესურსის სახელმწიფო მშენებლობაში ჩართვა, იგნორირებულია ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა ძალა და ფასეულობა.

სამწუხაროდ, პოლიტიკურ და მმართველობით სივრცეში, ახალგაზრდა კადრების მარგინალიზაცია და არახელსაყრელ პირობებში ყოფნა, იწვევს მათი რეფორმატორული და ინოვაციური პოტენციალის დაბლოკვას. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების ეკონომიკაში, ახალგაზრდა თაობის პოტენციური სარგებელი 1 ტრლნ დოლარზე მეტია.

საქართველოში, 25-45 წლის  ასაკის თაობა შეადგენს მოსახლეობის მეოთხედზე მეტს, რომლის პოტენციალი და აქტივობის შედეგები არსებით კავშირშია ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კეთილდღეობასთან. როგორია მათი „გასაქანი“ ისეთია მათი აქტივობის შედეგი. შესაბამისად, ახალგაზრდა თაობის ძირითადი ნაწილი გამოირჩევა დაბალი ფინანსური ავტონომიით, უძრავ ქონებაზე დაბალი მოთხოვნის სტრუქტურით, პერმანენტული განვითარების არახელსაყრელი პირობებით. ამ ფონზე არც ახალგაზრდა აკადემიური რესურსი იმყოფება მოწინავე ფლანგზე, შესაბამისად ქვეყანაში დაბალია მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, სუსტია ინოვაციური ბიზნეს აქტივობა, მცირეა ეკონომიკის მოცულობა, არაკონკურენტუნარიანია დარგები, გაურკვეველია რეფორმების გატარების დრო.

ახალგაზრდა აკადემიური რესურსის ინდუცირებული ეკონომიკური ეფექტები, პროდუქტიულობა, შემოქმედებითი უნარი, ენერგია და იდეები, ტექნოლოგიური და ციფრული მზაობა არის თანამედროვე და ძლიერი სახელმწიფო სისტემის ფორმირების საფუძველი. ამასთან, ახალგაზრდების უპირატესობა განხილული უნდა იქნას შემდეგი მიმართულებით:

  • სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის ინოვაციური და აკადემიური ძალა: ინოვაციური პროექტები, ციფრული გარემოსთან ადაპტაციის უნარი, სიახლეებზე ორიენტირება და უშრეტი ენერგია;
  • დინამიური და  სტრატეგიული რესურსი.  ახალგაზრდა აკადემიურ რესურსს აქვს ძალა შეცვალოს სახელმწიფო  სისტემის სახე, გაზარდოს ეკონომიკური აქტივობა, აამაღლოს სოციალური მდგომარეობა, გააძლიეროს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გავლენა. შექმნას აქტივობის ტალღა, რაც ჯამში არის ეკონომიკის გაძლიერების, დარგების რეფორმირებისა და რეგენერაციის, ბიუჯეტისა და შემოსავლების ზრდის მამოძრავებელი. მათი რესურსის გამოყენების ზრდა მიზეზშედეგობრივ კავშირშია ქვეყნის გლობალური პერსპექტივების ზრდასთან;
  • დემოკრატიის, ანგარიშვალდებულების, ღია საზოგადოების, მორალური და ეთიკური პრინციპების ზრდის მოცემულობა;
  • ევროპული სივრცის შესაბამისი განათლება, გლობალური გამოწვევების შესაბამისი უნარ-ჩვევები, „ევროპული დემოკრატიის არქიტექტურაზე“ დაფუძნებული აზროვნება;
  • ქალაქების ზრდა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ახალი ბიზნეს მოდელების წარმოქმნა, ახალი პროდუქტისა და მომსახურების  ზრდა;

არსებულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ ვერ გადადგა უთანასწორობის შემცირების ქმედითი ნაბიჯები. საჭიროა აღინიშნოს, რომ ძველმა პოლიტიკურმა გარემომ „გასაქანი მისცეს“ ახალგაზრდა თაობის ეკონომიკური და პოლიტიკური შესაძლებლობების გაფართოებას. რაც ქვეყანას მისცემს ეკონომიკის ამოძრავებისა და რეგიონულ კონტექსტში  წამყვანი ქვეყნის სტატუსს.

მამრთველობით და პოლიტიკურ სივრცეში, თაობათა უთანასწორობა იწვევს პროცესების კოროზიას, პროგრესის შეფერხებას, ქვეყნის კონკურენტუანრიანობის შემცირებას და უსიცოცხლო გარემოს ფორმირებას. ქვეყანაში, ახალგაზრდა ოჯახები საჭიროებს მიზნობრივ პოლიტიკას: ფინანსური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერით. ასევე, მეცნიერების, განათლებისა და ციფროვიზაციის ლობირებით. ამასთან, ზემოაღნიშნული გამოწვევების დაძლევის საფუძველს წარმოადგენს ახალგაზრდა აკადემიური რესურსის საფუძველზე ფორმირებული ახალი პოლიტიკური ძალა.

დაბოლოს, ახალგაზრდა თაობისათვის მყარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობა, საკვანძო მოვლენაა. ქვეყნის სიძლიერის ბაზისს და ფასეულ აქტივს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობა, მათი ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების ზრდა, მათი რესურსის სახელმწიფოებრივი მიზნებით აქტიურად გამოყენება. ჯამში, ადამიანური რესურსის გამოყენება დამოკიდებულია არა პოლიტიკურ სურვილსა და საუბრებზე, არამედ მმართველობით უნარსა და პოლიტიკურ მზაობაზე. 

ეკონომიკა ეკონომუკური განვითარება ფორბსბლოგი

წინა სტატია

CSR vs ფილანტროპია
19 სექტემბერი, 2017

შემდეგი სტატია

მზე დასავლეთიდან ამოდის
21 სექტემბერი, 2017
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა