10 რჩევა დამწყები ბიზნესკონსულტანტებისთვის

საქართველოში ბიზნეს კონსალტინგი დაახლოებით 10 წლის ისტორიას ითვლის. კონკუნრეცია არც ისე მძაფრია და ბევრი თავისუფალი ნიშაც არსებობს.  მომგებიანობის მარჟა საშუალოს უახლოვდება და ალბათ, სწორედ ამიტომ, ახალი მოთამაშეებიც ნაკლებად ჩნდებიან ბაზარზე.  სამწუხაროდ, არსებული კომპანიები მაღალი რეპუტაციით არ გამოირჩევიან და დიდი მოთხოვნაც არ არის მათზე. ეს ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ საქართველოში დარგობრივი ექსპერტიზის აღქმა დაკნინებულია. მოთხოვნის დაბალი დონე კი ეკონომიკურ სიდუხჭირეზე მიუთითებს. კონსულტაციაში ფულის გადახდა ფუფუნება უფროა, ვიდრე წარმატების აუცილებელი პირობა.

სულ რამდენიმე თვეა , რაც ამ სიტუაციას როგორც კონსულტანტი ისე ვაკვირდები. ძალიან საინტერესო ტენდენციები და თავისებურებები აღმოვაჩინე, რომელიც  გამოგადგებათ, თუ  ამ მიმართულებით გეგმავთ კარიერას.

გთავაზობთ, ათ რჩევას. ეს რჩევევბი დაგეხმარებათ ჩამოყალიბდეთ წარმატებულ პროფესიონალ კონსულტანტად :

1. არასდროს შეწყვიტოთ სწავლა.  არ მოერიდოთ სიახლეებს და ახალi მეთოდოლოგიების გამოყენებას.

2. ყველა პროექტს მიუდექით ინდივიდუალურად. ერიდეთ სტანდარტიზაციას და არ გახდეთ მასობრივი პროდუქტის მწარმოებლები. ეს გაგიღრმავებთ კრეატიულობის დონეს და არ გაგინელებთ საქმის მიმართ ინტერესს.

3. გახსოვდეთ, წარმატებული კონსულტანტი კარგი მსმენელია.

4. კლიენტები და პროექტები აღიქვით გრძელვადიანი პერსპექტივით. შეთავაზეთ ხარისხიანი მომსახურება, რომ მოუნდეთ თქვენთან დაბრუნება.

5. დააოკეთ თქვენი ეგო. გახოსვდეთ,  თქვენ გიხდიან  კლიენტის წარმატებაში და არა იმაში, რომ კლიენტს საკუთარი უპირატესობა და პოზიციის სისწორე დაუმტკიცოთ. 

6. ხშირად, თქვენთან მოსულმა კლიენტმა ზუსტად არ იცის , რა უნდა. მნიშვნელოვანია, აღიქვათ მთლიანი სურათი და თავად შესთავაზოთ დახმარება კონკრეტულ მიმართულებაში.

7. არ მოერიდოთ, უარი თქვათ პროექტზე, რომელიც ჩანასახშივე განწირულია კრახისთვის.

8. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რასაც კლიენტი ამბობს. მოუსმინეთ მას ყურადრებით. გაანალიზეთ კლიენტის საჭიროებები, იდეები, დამოკიდებულებები.

9. გააკეთეთ იმაზე მეტი ვიდრე კლიენტი ელის. ეს ერთი-ორად ზრდის კმაყოფილების შეგრძნებას.

10. კლიენტის წარმატება თქვენი წარმატებაა. ემპსთია და ლოიალური დამოკიდებულება დამკვეთის ბიზნესის მიმართ ზრდის სანდოობას.  დაინტერესდით თქვენი მომსახურების შედეგად განვითარებული მოვლენებით და იყავით ერთგული გულშემატკივარი.

ბოლოს, ისევ ქართულ რეალობას რომ მივუბრუნდეთ და ამ დარგის სამომავლო პროგნოზირება გავაკეთოთ, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს და გვჯეროდეს, რომ  ჩვენი საქმის მიმართ დამოკიდებულებით , წარმატებული პროექტებით,  კმაყოფილი მომხმარებლებით შევძლებთ სანდოობის გაზრდა და მოთხოვნის სტიმულირება.

P.S. რჩევები ინდივიდუალურია. წესები არ არსებობს. წარმატების რეცეპტი დამოკიდებულებებშია. გახადეთ თქვენი ყოველდღიური რუტინა ინტერესით სავსე და ისიამოვნეთ აღებული პასუხისმგებლობებით.

წინა სტატია

მარკ, თუ შეიძლება, გაგაკრიტიკებთ
27 აპრილი, 2014

შემდეგი სტატია

როგორ ვებრძოლოთ უმუშევრობას. უმსხვილესი დამსაქმებლები საქართველოში
13 მაისი, 2014
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა