“დავამთავრე New England College ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხით. ამჟამად ვარ ილიაუნის ბიზნესის სკოლის მკვლევარი და ლექტორი. ასევე ვარ საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმისა და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის კონსულტანტი. ჩემი ინტერესის სფეროებია ინფორმაციული კულტურა,კერძოდ - ბრენდინგი, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები და სხვა”

ბრენდი - კომპანიის “დნმ”

ბრენდი - კომპანიის “დნმ”

ბრენდი – კომპანიის დიფერენციაციის უნიკალური კოდია. ეს კოდი ისევე ცოცხალია, ისევე გავლენიანია, ისევე უნიკალურია, როგორც ადამიანის “დნმ”-ი. ბრენდინგი ძლიერი იარაღია, რომელსაც შეუძლია მთელი ინდუსტრიული ლანდშაფტის შეცვლა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბრენდი დომინირებს კომპანიის ფინანსური შეფასებისას. თანამედროვე მსოფლიოში, McDonald’s–ის ბრენდი 37.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც შეადგენს კომპანიის ზოგადი საბაზრო ღირებულების 71%–ს. ხოლო მაგალითად Disney–ის კორპორაციის ბრენდი 29.3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, რაც შეადგენს კორპორაციის საბაზრო ღირებულების 68%-ს.

ბრენდი – ეს არის მომხმარებელთა მიერ მიღებული შთაბეჭდილებათა ნაკრები, რომლის შედეგად ადამიანის ცნობიერებაში იქმნება გარკვეული აზრობრივი წარმოდგენები, რომელიც მთლიანად ეფუძნება პიროვნების ფუნქციურ, ემოციურ და სულიერ აღქმას. შეძენილი წარმოდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებელთა თვალში. ის უბრალოდ იმიჯი არაა, რომელსაც მერკეტოლოგები ან სარეკლამო სააგენტოები ქმნიან, არამედ ის მყიდველის ზოგადი წარმოდგენაა ორგანიზაციის თანამშრომლებზე, მის საქმიანობაზე, პროდუქციაზე თუ მომსახურებაზე, რომლებიც, თავის მხრივ, დამახასიათებელი და განუმეორებელია თითოეული ორგანიზაციისთვის. შესაბამისად, ბრენდინგი მდგრადი და ეფექტური მეთოდოლოგიაა, რომელიც ემსახურება მომხმარებლის ცნობიერებაში ორგანიზაციის შესახებ დადებითი და სასურველი წარმოდგენის შექმნასა და შენარჩუნებას.

მე-20–ე საუკუნის მეორე ნახევარში აქტიურად დაიწყო ბრენდინგის იდეის ათვისება. აღნიშნული პროსეცი დაკავშირებული იყო სრულიად ბუნებრივ გარემოებებთან, კერძოდ – დიდი მოცულობის მსგავსი/ერთგვაროვანი პროდუქციის და მომსახურების ასორტიმენტის გაჩენამ, ტექნოლოგიურმა განვითარებამ, ჭარბმა ინფორმაციულმა ნაკადმა მეტწილად განაპირობა ბრენდინგის მეთოდოლოგიის დანერგვა სხვადასხვა სფეროებში.

დღეს ბრენდინგი იძენს კულტურისთვის დამახასიათებელ თვისებებს, ანუ ის ფორმულირებას უკეთებს ღირებულებათა სისტემას/იერარქიას, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს ადამიანის ქცევის და მოქმედების წესს. საგულისხმოა, რომ ბრენდი თავად ორგანიციის კომპასია, რომელიც განაპირობებს დაწესებულების ორიენტირებს, ზნეობრივი და ინტელექტუალური ჩვევების სისტემას და კომპანიის თვალთახედვის კუთხეს.

გააზიარე