რა კავშირშია სოციალური ტელევიზია სოციალიზმთან, ინტერნეტ ტელევიზიასთან და ვებ ტელევიზიასთან

ჩემს პირველ ბლოგში - ”ტელევიზორის ყურება ახლებურად” შეგპირდით, რომ მომავალში სოციალური ტელევიზიაზე ვისაუბრებდი. დღეს სწორედ ეს არის ჩემი ბლოგის თემა. ბევრი თვლის, რომ სოციალური ტელევიზია იგივეა, რაც ინტერნეტ ტელევიზია (Internet TV), ინტერნეტ პროტოკოლ ტელევიზია (Internet Protocol TV) ან ვებ-ტელევიზია (Web TV). სულაც არა.  ინტერნეტ ტელევიზია საშუალებას იძლევა უყუროთ საყვარელ შოუს მედია პლეერის საშუალებით ან მისი კომპიუტერში ჩამოტვირთვის შემდეგ; პროტოკოლ ტელევიზია არის სისტემა, რომელიც ინტერნეტს იყენებს სატელიტის ან კაბელის ნაცვლად; ვებ-ტელევიზია კი   საშუალებას გაძლევთ უყუროთ ვებ ტელე შოუებს და პროგრამებს ონლაინ რეჟიმში.

რა თქმა უნდა, ბლოგის სათაური დამაინტრიგებელია, მაგრამ სოციალურ ტელევიზიას, ისევე როგორ ზემოთ ჩამოთვლილ ტელევიზიის სახეებთან,   არ აქვს კავშირი  სიტყვა სოციალიზმთან. სოციალური ტელევიზია არის ტელევიზიისა და სოციალური მედიის გაერთიანება და უზრუნველყოფს ადამიანებს შორის კომუნიკაციას ტელევიზორის ყურებისას. ამ დროს უმეტესად  ხდება ხოლმე მიმდინარე პროგრამის განხილვა ინტერნეტის, როგორც მედიუმის მეშვეობით. ის არის ადამიანების კავშირის და ურთიერთობების ახალი, განსხვავებული გზა. ბევრი მას ტელევიზიის მომავლადაც თვლის.   მას ონლაინ ტელევიზიას ან ინტერაქტიულ ტელევიზიასაც უწოდებენ. ეს იგივეა, რაც ტელევიზორს შენს ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად უყურო. თუმცა, ამ შემთხვევაში შენ მათ ეკონტაქტები ინტერნეტის მეშვეობით და არ აქვს მნიშვნელობა ისინი ქვეყნის სხვა ნაწილში თუ შენს მეზობელად არიან.

სოციალური ტელევიზია იყენებს  ”მეორე ეკრანს” (ლეპტოპი, სმარტფონი, ან ტაბლეტი), რომელიც საშუალებას იძლევა ვებზე დაპოსტოთ თქვენი აზრი ტელეშოუს შესახებ ან  ონლაინ  ესაუბროთ თქვენს მეგობრებს  პროგრამაზე მისი ყურების პროცესში. სოციალური ტელევიზიით  თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ფეისბუქ გვერდი ან გახდეთ იმ ჯგუფის წევრი, რომელიც თქვენი საყვარელი შოუსთვისაა შექმნილი; მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა  და ვებზე მიმდინარე  განხილვებში, რომელიც რა თქმა უნდა, თქვენს საყვარელ პროგრამას ეხება; მონაწილეობა მიიღოთ სხვადასვა ხმის მიცემის პროცედურებში, როგორც ონლაინ ასევე ტექსტური მესიჯის გაგზავნით; გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს თუ რას უყურებთ და პირველებმა იცოდეთ უახლესი ტრენდული ტელე შოუების შესახებ; მისცეთ თქვენი ხმა რეალითი შოუს თქვენს საყვარელ მონაწილეს და ა.შ. 

ცხოვრება წინ მიდის და ვითარდება სხვადასხვა ქსელებით, პოსტებით, ჩატებით, დამეგობრებით, თამაშებით და სპორტით, რომლებიც ძალიან სოციალურია და უბიძგებს ტელევიზიის მწარმოებლებსა და გასართობი ინდუსტრიას სოციალურ ტელევიზიაზე გადართვისკენ, რაც მოიტანს ინოვაციებსა და გაზრდის კონკურენციას ამ დარგში. ხოლო  ის ფაქტი რომ ტელევიზორის ყურება ორმხრივი კომუნიკაციის ფორმა ხდება ახალ თავსატეხს უჩენს ტელე - პროდიუსერებს და სარეკლამო კომპანიებს, რადგან მათ უხდებათ ფიქრი  თუ სად და როგორ ვუყურებთ ჩვენ ტელევიზორს.

წინა სტატია

ეკონომიკური დემოკრატია
22 მაისი, 2014

შემდეგი სტატია

ბიზნესი სოციალურ მედიაში
09 ივნისი, 2014
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა