“დავამთავრე New England College ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხით. ამჟამად ვარ ილიაუნის ბიზნესის სკოლის მკვლევარი და ლექტორი. ასევე ვარ საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმისა და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის კონსულტანტი. ჩემი ინტერესის სფეროებია ინფორმაციული კულტურა,კერძოდ - ბრენდინგი, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები და სხვა”

გამოცდილებითი მარკეტინგი

გამოცდილებითი მარკეტინგი

“გამოცდილებითი მარკეტინგი”-  ბიზნეს კომუნიკაციის ერთერთ ახალ ფორმას წარმოადგენს, რომელიც მთლიანად მომხმარებლის დადებით გამოცდილებებზე და შთაბეჭდილებებზეა ორიენტირებული. ტრადიციული სარეკლამო საშუალებები (რადიო, ტელევიზია, ჟურნალ-გაზეთები) მხოლოდ ვერბალურად, აუდიალურად და ვიზუალურად ახერხებენ კომუნიკაციის ჩამოყალიბებას მომხმარებელთან. გამოცდილებითი მარკეტინგის საშუალებით კომპანია ორიენტირებულია ადამიანის ხუთივე გრძნობების გააქტიურებისკენ: მხედველობა, სმენა, გემო, ყნოსვა და შეხება.

შესაბამისად, “გამოცდილებითი მარკეტინგი” ჰოლისტიკური მიდგომაა, რომელიც მოიცავს მარკეტინგის აქტივობების მრავალფეროვან სპექტრს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარი მიზანია შეიქმნას რაც შეიძლება ბევრი დასამახსოვრებელი და ემოციურად დამუხტული მომენტები, რაც თავის მხრივ განაპირობებს მომხმარებელთა ნდობას, ლოიალობას და სამომავლო შეძენის პრეფერენციას.

გამოცდილებითი მარკეტინგის შესახებ პირველი დებულებები ჯოზეფ პაინმა და ჯეიმსმა გამოაქვეყნეს თავიანთ წიგნში “გამოცდილებითი ეკონომიკა”, რომლის თანახმადაც თანამედროვე სამყარო გაცილებით ჰომოგენური და ერთფეროვანი გახდა, მნიშვნელოვნად გამძაფრდა კონკურენცია კომპანიებს შორის. ავტორთა თქმით, სწორედ ამ ძირითადმა გარემოებებმა აიძულა კომპანიები დიფერენციის ახალი გზები მოეძებნათ. ამგვარად, ბრენდების მთავარი ამოცანა გახდათ რაც შეიძლება ბევრი დასამახსოვრებელი, ემოციური და ინტერაქტიული ღონისძიებების შეთავაზება.

თანამედროვე ბიზნეს სამყაროში, გამოცდილებითი მარკეტინგი საკმაოდ დიდ პოპულარობას იძენს. კომპანიები აქტიურად იყენებენ აღნიშნულ მიდგომას თავიანთ სარეკლამო სტრატეგიებში.

რა ტენდენციები უნდა გავითვალისწინოთ 2014 წლისთვის?

1.     რაოდენობრივი თუ ხარისხობრივი მონაცემები

გამოცდილებითი მარკეტინგი ნამდვილი, ავთენტური ურთირთობების საშუალებით ყალიბდება. საჭირო ხდება რეალური მომხმარებლების დეტალურად შესწავლა და მათთან ინდივიდუალური ურთიერთობების აგება და განვითარება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ სწორედ ესეთი ტიპის პირადი ურთიერთობები მოუტანენ კომპანიებს წარმატებას. შესაბამისად, მარკეტოლოგებმა აქცენტები ხარისხობრივ მონაცემებზე და მათ გამოყენებაზე უნდა გააკეთონ.

2.     თაობა “Y”  გამოცდილებით მარკეტინგს ანიჭებს უპირატესობას

მარკეტოლოგებისთვის ერთერთი ყველაზე საინტერესო დემოგრაფიულ სეგმენტს თაობა “Y” წარმოადგენს (1980-2000). ბოლო მონაცემების მიხედვით, აღნიშნული სამომხამრებლო სეგმენტის 78% უპირატესობას ისეთ ბრენდებს ანიჭებს, რომლებიც მათ ინდივიდუალურ ურთიერთობებს და კომუნიკაციის ინტერაქტიულ საშუალებებს სთავაზობენ.

3.     საკომუნიკაციო არხების ინტეგრაცია

თანამედროვე ციფრულ სამყაროში, კომუნიკაცია გაცილებით ინტეგრირებული და მრავალმხრივი ხდება. სოციალური მედია მთავარ საკომუნიკაციო საშუალებად გვევლინება. ამგვარად, პიარი, მარკეტინგი, გაყიდვები უფრო აქტიურად დაიწყებენ მომხმარებელთა ჩართავს თავიან საკომუნიკაცო სტრატეგიებში და სარეკლამო კამპანიებში. შესაბამისად, ორმხირივი, ცოცხალი ურთიერთობებისთვის, რომელიც მომხმარებლის დადებით გამოცდილებაზეა აგებული, საჭირო ხდება შემოქმედებითი და ხარისხობრივი მიდგომა როგორც სარეკლამო, ასევე სტრატეგიული კუთხით.

გააზიარე