თუ ტექნოლოგიური სტარტაპ-იდეა გაქვს, მაშინ ეს უნდა იცოდე

დამეთანხმებით, არავის შეუძლია ასწავლოს ის ყველაფერი, რაც სტარტაპის, ტექნოლოგიური ბიზნეს წარმატებისათვის არის საჭირო, თუმცა ვთანხმდებით, რომ რაღაცის სწავლა შესაძლებელია. სწორედ ეს რაღაც წარმოადგენს იმ ზოგად რჩევებს და არსებულ პრაქტიკებს, რომელზეც თქვენ შეგიძლიათ დაფიქრდეთ და საკუთარ კითხვებსა და იდეებს გასცეთ პასუხი. 

საქართველოში ადგილობრივი სტარტაპ, ტექნოლოგიური ბიზნეს მენტორი და მრჩეველი ბევრი არ გვყავს, თუმცა წარმოადგენს კი ეს დიდ დაბრკოლებას? 

არსებობს Silicon Valley-ის ცნობილი სახელები - Marc Andreessen (Netscape creator/general partner of Andreessen Horowitz), Paul Graham (YC founder), Reid Hoffman (LinkedIn co-founder), Peter Thiel (PayPal co-founder), DHH და Jasion fried(Basecamp), რომლებმაც არა მარტო წარმატებული კომპანიები შექმნეს, არამედ ინვესტიციები ჩადეს ისეთი კომპანიების ფეხის ადგმის პერიოდში, როგორიცაა Facebook, Twitter, Uber, Airbnb, Dropbox და სხვანი. მაგრამ, ერთი ყველაზე დიდი განსხვავება ამ ადამიანებსა და სხვა წარმატებულ ადამიანებს შორის არის ის, რომ მათ უყვართ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. 

შეგვიძლია ამ ხალხს მოვუსმინოთ? ვისწავლოთ ამ ხალხისგან? მივიღოთ რჩევა? საქართველოდან? უფასოდ? დაგვაფიქრებენ? 

- დიახ, ეს შესაძლებელია.

თუმცა მამამდე, მინდა გითხრათ, რომ წარმატებული შედეგების მისაღწევად თქვენ: 1. აუცილებლად უნდა ისწავლოთ ის რაღაცეები, რასაც სხვა არ/ვერ სწავლობს, 2. შეხედოთ საკითხებს სხვადასხვანაირად ან 3. უკეთესად გაანალიზოთ ინფორმაცია და ქმედებები - იდეალურ გარემოში სამივე.

შევეცადე იმ რესურსების მცირედი, მაგრამ საუკეთესო ნაწილი თქვენთვის შემეკრიბა, რომელსაც ბოლო 5-6  წლის განმალვობაში გავეცანი და ვიფქრობ დასაწყისისათვის და დასაფიქრებლად ღირებული იქნება თქვენთვის. 

სტატიები, ვიდეო ლექციები და ელ. წიგნები იმის შესახებ, თუ რა გჭირდებათ წარმატებული ტენოლოგიური სტარტაპისათვის დაწყებული გუნდის ჩამოყალიბებით, ისეთი პროდუქტის შექმნით, რომელიც მოხმარებლებს ეყვარება, გაყიდვისა და მარკეტინგის სტრატეგიებით, ინვესტიციების მოზიდვის მიდგომებით, სწორი კულტურის შექმნით გაგრძელებული. 

რამდენიმე სტატია დასაწყისისთვის

ონლაინ (უფასო, მაგრამ #1) კურსები

ბლოგები/სტატიების ნაკრებები

ელ. წიგნები/ ბლოგლისტები

წიგნები

  • Zero to One
  • Rework
  • Hackers and Painters
  • The Innovator's Dilemma
  • The hard things about hard things

რამდენიმე კარგი ჩვევა

  • პერიოდულად Producthunt.comისა და Crunchbase.com-ის სიახლეები გამოიწერეთ მეილზე და გეცანით ახალ სტარტაპებს & ინდუსტრიებს.
  • გამოიყენეთ Getpocket აპლიკაცია სტატიების კითხვისათვის, რომელიც საშუალებას იძლევა offline რეჟიმში ყოფნის დროსაც იკითხოთ თქვენ მიერ შენახული სტატიები.(მაგ: ავტობუსსში, მეტროში და სხვა თითქოსდა დაკარგული დროის პერიოდში)
  • და ბოლოს არც ისე რთული დასაწყისია არა? სწავლა რთული არ არის, მთავარია სურვილი და ამ ორ წინადადებაზე დაფიქრება: You play like you practice & Aggregation of marginal gains

წარმატებები, 

გაუზიარე შენებსაც. 

დაეხმარო ადამიანებს უფრო კარგად განახორციელონ საკუთარი იდეები, ყველასთვის სასარგებლოა.

წინა სტატია

გლობალური არჩევანი-არადანი
18 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

რა დროს ლექსია...
04 მარტი, 2019
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა