5 მოგებიანი არჩევანი ბიზნესის დაწყებისთვის

როდესაც ვფიქრობთ ახალი ბიზნესის წამოწყების შესახებ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის გლობალური ტენდენციები, რომელიც ასახავს მისი განვითარების ტემპს მსოფლიოში. აქტუალური ბიზნესსფეროები დროთა განმავლობაში იცვლება და იმისთვის, რომ გაიზარდოს წარმატების ალბათობა, მიმდინარე ტენდენციებზე დაკვირვება აუცილებელია. ილიაუნის ბიზნესისსკოლაში ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოკვლეულ იქნა ათობით სფერო, რომელსაც აქვს განვითარების პერსპექტივა. გამოიკვეთა ხუთი მიმართულება, რომელიც ზრდის სწრაფი ტემპით ხასიათდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე:

1. მწვანე მშენებლობა

გლობალურიტენდენციების მიხედვით 2016 წლისთვის კომერციული ნაგებობების 50%-ზე „მეტი მწვანე“ ტექნოლოგიით იქნება ნაშენები, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას, არამედ ენერგო რესურსების მნიშვნელოვან დაზოგვას. გარემოს დამცველების აქტივობებისა და სახელმწიფო რეგულაციებიდან გამომდინარე, საშეღავათო  პირობები მნიშვნელოვნად ზრდის ,,მწვანე’’ ტექნოლოგიებზე მოთხოვნას. გაზრდილი მოთხოვნა შეეხება, როგორც მწვანე ტექნოლოგიების დანერგვას არსებულ ნაგებობებში, ასევე ახალი მშენელობების დროს მის გამოყენებას. გამომდინარე გლობალური ტენდენციებიდან მასზე მოთხოვნის გაზრდა ასევე მოხდება საქართველოს ბაზარზეც.

2. კორპორატიული ჯანმრთელობის სფერო

ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით იზრდება მოთხოვნა კორპორაციებითვის შეთავაზებულ სხვადასხვა გამაჯანსაღებელ პროცედურებზე, როგორიცაა სავარჯიშო დარბაზი, საცურაო აუზი და ა.შ. სპორტული კომპლექსების მხრიდან გიზარდა კორპორატიული შეთავაზებები, თუმცა აღნიშნული სფერო ჯერ კიდევ მზარდია. ტრადიციული გამაჯანსაღებელი პროცედურების გარდა, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მონიტორინგის სისტემების დანერგვა, ჯამრთელობის საგანამათლებლო ღონისძიებების გამართვა და სხვა.ჯანდაცვის ორგანიზაციებს ეს ნიშა ჯერ კიდევ აუთვისებელი აქვთ.

3. კიბერ-უსაფრთხოება

არსებული ინფორმაციის განთავსება სულ უფრო მეტად ხდება ელექტრონულ მატარებლებზე. მონაცემები მომხმარებელთა შესახებ, ფინანსური თუ შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების განთავსება ელექტრონულ ფორმას იღებს, მისი დაცულობა კი კომპანიის ერთ-ერთ პირველად საზრუნავს წარმოადგენს. ზარალი რომელიც შესაძლოა მიადგეს კომპანიას კიბერ უსაფრთხოების ზომების არასწორად მიღებისას შეუფასებელია. 2016 წლისთვის ინფორმაციის 90%-ზე მეტი ელექტრონულ ფორმას მიიღებს, შესაბამისად მისი დაცულობის აქტუალობა კიდევ უფრო გაიზრდება. ეს ტენდენცია საქართველოშიც აქტუალურია. ფინანსური ინსტიტუციები, ბანკები, სადაზღვევო ორგანიზაციები და სხვა მსხვილი კომპანიები ინფორმაციულ საცავს ელექტრონული ფორმით ფლობენ და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მრავალი ბიზნესისთვის განვითარების კარგი პერსპექტივაა.

4. თარგმანის მომსახურება

დღეს მნიშვნელოვნად იზრდება კომპანიების რაოდენობა, რომელიც საკუთარი ქვეყნის გარდა სხვა გლობალურ ბაზრებზეც ოპერირებენ. კომპანიების სხვადასხვა ბაზრებზე ფუნციონირებისთვის აუცილებელია ადგილობრივი ბაზრისთვის შესაბამის ენაზე მომზადებული მასალები: დოკუმენტაცია, მარკეტინგული მასალები, სოციალური მედიისთვის მასალები და ა.შ. დღეს მსოფლიოში 7 000-ზე მეტ ენაზე საუბრობენ შესაბამისად კომპანიის დოკუმენტაციის ადგილობრივ ენაზე თარგმნა პირველად აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს, რომლის ზრდა 2010 წლიდან 2020 წლამდე, მსოფლიო შრომის ბიუროს ინფორმაციით 42%-ით გაიზრდება.

5. პერსონალის განათლება

ტექნიკური პროგრესის დაჩქარებული ტემპებით განვითარება იწვევს შესაბამისი განათლების კადრებზე მოთხოვნილებას, რომელსაც გარდა ზოგადი განათლების სპეციალური უნარებიც გააჩნიათ. ახალი სფერობის გაჩენასთან ერთად გაიზრდება მოთხოვნა უფრო ვიწრო სპეციალობის კვალიფიკაციებზეც. მაგალითად, გარდა ზემოთ აღნიშნული კიბერ-უსაფრთხოების სპეციალისტებისა გაიზრდება მოთხოვნა ციფრულ ექსპერტებზე, რომლებიც დაკავებული იქნებიან ინფორმაციის დაკარგვის შემთხვევაში მათი მოძიების და აღდგენის მომსახურებით. შესაბამისად მასიური ზოგადი განათლებიდან ორიენატაციის გადატანა მოხდება უფრო მიკრო და სპეციალურ პროფესიებზე, რაც, თავის მხრივ, გაზრდის მოთხოვნას ახლი სფეროების სწავლებებზე.

წინა სტატია

HORECA - ახალი მზარდი ბიზნესსექტორი
23 ივნისი, 2014

შემდეგი სტატია

ბიზნესის მართვა “უზნაძის ეფექტით”
26 ივნისი, 2014
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა