გლობალური გამოწვევა ენერგომომარაგებაში და მოწინავე სახელმწიფოების პასუხი მათ მოსაგვარებლად

ეჭვგარეშეა, რომ ცივილიზაციამ, ტექნოლოგიურმა და ზოგადად, ინტელექტუალუმა განვითარებამ უზარმაზარი პოზიტიური ეფექტები მოახდინა ადამიანთა ცხოვრებაზე.

ჩვენ ისეთი სასიამოვნო ცხოვრებისეული შესაძლებლობებით შეგვიძლია ტკბობა, რაზეც, მაგალითად, მე-19 საუკუნეში ოცნებაც არ შეეძლოთ. ჩვენ შეგვიძლია 65 წლის ასაკში, პენსიაში გასულებმა ჩავალაგოთ ჩემოდანი და მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაუროთ, ბუნების თვალწარმტაცი ხედებით დავტკბეთ, ბუხრის წინ ღვინოსა და ეგზოტიკურ საჭმელებს შევექცეთ და მოვუსმინოთ მუსიკას. ნამდვილად სასიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ შესაძლებლობები ყოველთვის ასეთი მრავალფეროვანი არ ყოფილა. ამერიკის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით ადამიანთა საშუალო სასიცოცხლო ციკლი, იგივე, მე-19 საუკუნეში, მხოლოდ და მხოლოდ, 49 წელი იყო. თანამედროვე სამყაროში, ინოვაციების სიუხვემ და სხვადასხვა დარგის ერთობლივმა, სწრაფმა განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ ადამიანთა სასიცოცხლო ციკლი 78 წლამდე გაზრდილიყო. თუმცა, ჯანდაცვის სისტემის შექმნამ, საკვები პროდუქტების ხელმისაწვდომობამ და ადამიანთა აქტივობების ინდუსტრიალიზაციამ გააჩინა უამრავი საკითხი, რომელთაც დაფიქრება და მოგვარება სჭირდებათ, იმისთვის რომ კაცობრიობამ კვლავ განაგრძოს კომფორტოლ პირობებში ცხოვრება. მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანთა რაოდენობა უწყვეტად იზრდება, რაც ნიშნავს რომ პარალელურად იზრდება მოთხოვნა სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის მიწოდებაზე.

მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა

უფრო ნათელი რომ გახდეს ადამიანთა სიმრავლის შესახებ ზემოხსენებული თემა, შეგვიძლია მოვიყვანოთ კონკრეტული რიცხვები მათი ვიზუალიზაციისა და აღწერისთვის. დღეის მდგომარეობით, ადამიანთა პოპულაცია 7.7 მილიარდს უდრის. დიახ, ეს რიცხვი ნამდვილად ასეთი გრძელია - 7,700,000,000 ადამიანი ცხორვობს მსოფლიოს გარშემო და ეს რიცხვი ყოველწლიურად 1.07%-ით იზრდება, რაც, ნიშნავს რომ 2100 წლისთვის მსოფლიოს გარშემო 11,800,000,000 ადამიანი იცხოვრებს. ზრდის ტენდენციის უკეთ აღსაქმელად საინტერესო იქნება აღინიშნოს, რომ ქრისტეშობიდან  პირველ წელს მსოფლიო მოსახლეობა სულ რაღაც 200,000,000 ადამიანს უდრიდა. მათმა რიცხვა მე-19 საუკუნის ბოლოს 1.6 მილიარდს მიაღწია. ხოლო უდიდესი ზრდა რაც კი ოდესმე ჩვენს პლანეტას გამოუცდია სულ რაღაც ერთ, მე-20 საუკუნეში მოხდა. ტექნოლოგიების განვითარებამ, ინდუსტრიალიზაციამ, მეცნიერების უკეთ შესწავლამ შესაძლეელი გახადა რომ ერთ საუკუნეში ადამიანთა პოპულაცია 21%-ით გაზრდილიყო.

გაზრდილი პოპულაცია და ლიმიტირებული რესურსები

ადამიანთა პოპულაციის მკვეთრმა ზრდამ ბუნებრივია, განაპირობა ისეთ რესურსებზე მოთხოვნის მატება, როგორიც არის საკვები, საცხოვრებელი, ელექტრო-ენერგია და ა.შ. მეორე მხრივ, ის ბუნებრივი რესურსები, რომელსაც ადამიანები მოიხმარენ, განსაკუთრებით ნიადაგის სიღრმეში არსებული წყაროების რაოდენობა ლიმიტირებულია და ზოგიერთი მათგანი მიუახლოვდა თავის ისტორიულ მინიმუმს.

ზოგადად, ბუნებრივი რესურსები, რომელთა მოპოვებაც ბუნებიდან ხდება კატეგორიზდება ორ ნაწილად, ესენია ლიმიტირებული და არალიმიტირებული წყაროები. თავის მხრივ, ფიზიკის მეცნიერებიდან გამომდინარე, არალიმიტირებული ენერგიის წყარო შედარებითი ცნებაა და ამ შემთხვევაში, არალიმიტირებულად მოვიხსენიებთ ისეთ ბუნებრივ რესურსს, რომელთა მოპოვებაც შესაძლებელია მანამ, სანამ დედამიწა თავის სასიცოცხო ციკლს არ ამოწურავს. შესაბამისად, არალიმიტირებული ენერგიის წყაროებად შეიძლება მიჩნეულ იქნას მზე, ქარი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეუზღუდავია ბუნებრივი რესურსი, რომელსაც მიწის სიღრმეში არ სჭირდება გათხრა ან გადამუშავების პროცესთა მთელი ჯაჭვის ჩატარება, რომ მოხდეს მისი ტრანსფორმაცია პრაქტკული დანიშნულების საბოლოო სამომხმარებლო პროდუქტამდე მისაყვანად. ხოლო, ლიმიტირებულია ის რესურსები, რომელთა მოპოვებაც ხდება დედამიწის ზედაპირსა და მის სიღრმეში.

წყალი

ბუნებრივი რესურსები აღწერა შეიძლება დავიწყოთ, ერთი შეხედვით, შეუზღუდავი რაოდენობით არსებულ ნივთირებით წლით, იმის სადემონსტრაციოდ, რომ ყველა ბუნებრივი რესურსი საჭიროებს გააზრებულ, გეგმიურ გამოყენებას. წყალი დედამიწის ზედაპირის 71% ფარავს  და აღნიშნული თანაფარდობა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არ გულისხმობს მოცულობის შეფარდებას. დედამიწის მოცულობასთან შედარებით ამ ბუნებრივი რესურსის რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე ეს შეიძლება წარმოიდგინოთ. დღესდღეისობით, 1400 მილიონი კუბური კილომეტრი წყალი ფარავს დედამიწის ზედაპირის და აღნიშნული მაჩვენებლის მხოლოდ 1% არის გამოსაყებენლად ვარგისი, ხოლო დარჩენილ 99%-ს სჭირდება გადამუშავება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბუნებრივი რესურსების გადამუშავება მოითხოვს დამატებითი ფინანსური სახსრების გენერაციას, რაც იწვევს სამომხმარებლო პროდუქტის გაძვირებას და წვდომაზე შეზღუდვას საბოლოო მომხმარებლისთვის. როგორც ამბობებენ, არაფერია უფასო და პროდუქტისა თუ მომსახურების მომხმარებლამდე მიტანაში, მინიმუმ, ადამიანური სამუშაო ძალაა ჩართული, რომ არაფერი ვთქვათ ძვირადღირებული ტექნოლოგიების შესყიდვისა და კვლევა განვითარების სამუშაოების ხარჯების დაფარვაზე.

გაზი

წყლის მსგავსად, გაზი ფართოდ გამოყენებად რესურსია და ის არა-განახლბადი ენერგიის წყაროა. მას შემდეგ, რაც გაზის რეზერვი მააღწევს ქვედა ზღვარს საჭირო გახდება ჩამნაცვლებელ პროდუქტებზე აქტიური ზრუნვა. აღნიშნული რესურსი გამოიყენება სხვადასხვა დარგში როგორიც არის ელექტრო ენერგიის გენერაცია, გათბობა, სატრანსპორტო საშუალებების საწვავისთვის და ა.შ.

დადასტურებული სტატისტიკური მონაცემებით 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში 187 000 კუბური კილომეტრი გაზია ხელმისაწვდომი, რომლის ძირითადი მომწოდებლები არიან ირანი, რუსეთი, ყატარი, თურქმენეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. მეორე მხრივ, ბუნებრივი გაზის მოხმარების ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც 3528 კუბურ კილომეტრს უდრის წელიწადში, მსოფლიო მოსახოლეობას 52.8 წელი აქვს დარჩენილი, ვიდრე მისთვის ხელმისაწვდომ გაზის რესურსებს არ ამოწურავს.

ნავთობი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ფართოდ გამოყენებადი ბუნებრივი რესურსი არის ნავთობი. რომელსაც ყოველწლიურად 1,687 მილლიონ ბარელს მოვიხმართ და აღნიშნული მოხმარების ტენდეციის გათვალიწსინებით, გაზის მსგავსად, მისი ამოწურვა 2050 წლისთვის არის ნავარაუდევი.

მდგრადი განვითარება, როგორც გამოსავალი

საბედნიეროდ, ზემოთ აღწერილი პრობლემების უმეტესობათა მოსაგვარებლად არსებობს გამოსავალი მდგარი განვითარების პოლიტიკის სახით. რა თქმა უნდა, მდგარი ტექნოლოგიები თავისი განვითარების ფაზაშია, რომლებიც მოითხოვენ დახვეწასა და უფრო ეფექტიანი ფორმების შემუშავებას, თუმცა, დღევანდელ რეალობაში, ის არის ერთადერთი, რეალური და მეტ ნაკლებად, ხელმისაწვდომი ალტერნატივა ბუნებრივ რესურსებსა და ენერგიის წყაროებზე ადამიანთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორც მიმდიარე ეტაპზე, ისე მომავალი თაობებისთვის. ვინაიდიან, მდგრადი განვითარეის კონცენფიის მთავარი ამოსავალი წერტილი, სწორედ, რესურსებზე წვდომის თანაბარი უფლებების შენარჩუნებაა.

დღესდღეისობით, სახეზე გვაქვს რამდენიმე მოწინავე ქვეყანა რომლებიც ლიდერები არიან მდგრადი განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით, რომლებიც მუდიმვ რეჟიმში მუშაობენ, რათა რაც შეიძლება მეტი ენერგიის გენერაცია მოახდინონ მდგრადი ტექნოლოგიებითა და უფრო ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი შეზღუდული რაოდენობით ხელმისაწვდომ ბუნებრივ რესურსებზე. აღნიშნული სახელმწიფოები იყურებიან მომავლისკენ და ემზადებიან ისეთი პრეცენდენტებისთვის, როდესაც ბაზარი ყველა მოთამაშეს უალტერნატივო გამოწვევის წინაშე დააყენებს და მათ მოუწევთ განახლებადი მომარაგების ენერგიის წყაროებზე გადართვა. ბუნებრივია, მსგავსი პრობლემის დადგომისას ლიდერ ქვყენებს მზად ექნებათ ის ინფრატრუტურა, რაც საჭიროა ენერგიის მომარაგების ახალ სისტემაზე გადასვლისთვის.  აღნიშნულ სტრატეგიას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს თუ არა პროფესიონალური, კომპეტენტური  მენეჯმენტი,  რის ნაკლებობასაც მრავალი წინაღობისა და ეკონომიკური ზიანის მოტანა შეუძლია ნებისმიერი კომპანიისა თუ ქვეყნის ეკონომიკისთვის, რომ არაფერი ვთქვათ მომხმარებლის დისკომფორტზე.

დიდი ბრიტანეთი

საუკუნეების განმავლობაში გაერთიანებული სამეფო ყოველთვის იყო ლიდერი მრავალი მიმართულებით და მდგრადი განვითარების ეკომონიკის და შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარების საკითხიც არ არის გამონაკლისი. ბრიტანეთი ქარიანი რეგიონია, შესაბამისად, ქარის ტურბინების პოპულარობა გასაკვირი არ არის. სწორედ, აღნიშნული ტექნლოგია წარმოადგნეს მისი მდგრადი ენერგიის უმთავრს წყაროს. ბრიტანეთის მიერი მწვანე ტექნლოგიების ათვისების ტემპის გათვალისწინებით, სულ მალე შოტლანდიისა და ირლანდიის უკლებლივ ყველა ოჯახი მომარაგდება ქარის ტურბინების ფერმების მიერ გენერირებული ელქტრო ენერგიით.  

თუმცა, დიდი ბრიტანეთი არამხოლოდ საკუთარი მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნავს, არამედ აქტიურად არის ჩართული სხვა სახელმწიფოების დახმარებაში, რომ მათაც შეძლონ ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად საჭირო მდგრადი იარაღების ათვისება. ბრიტანეთის მთავრობის მიერ 2030 წლისთვის გაწერილი განვითარების სტრატეგიის მიხედვით სუფთა ენერგიის წყაროების ხელშეწყობა ნომერი პირველი პრიორიტეტია,  როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გლობალურ დონეზე. გამოცდილი მოთამაშე გეგმავს 2 მილიარდი ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ინევესტირებას ეკო-მეგრობრული ენერგიის წყაროების ინოვაციების კვლევასა და განვითარებაში.  პროექტის მიზანია, რომ არალიმიტირებული წყაროებით აკუმლირებული ელექტროენერგია ხელმისწავდომი გახდეს მსოფლიოში არსებული უღარიბესი სახელმწიფოებისთვისაც კი.

გერმანია

გერმანიის შემთხვევა, მდგრადი განვითარების პოლიტიკის იმპლემენტაციისა და მწვანე ენერგო წყაროების მიმართულებით, ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მაგალითია. პარადოქსი არის ის, რომ აღნიშნულ ქვეყანა არ არის  მზიანი დღეების სიუხვით გამორჩეული და მზისგან ელექტრო ენერგიის წარმოებისთვის ნამდვილად არ არის სახარბიელო პირობები. თუმცა, ქვეყანა მაინც ახერხებს თავისი ელექტროენერგიის საჭიროებების 85%-ის გენერაციას, სწორედ, მზის პანელების საშუალებით და ისინი უახლოეს მომავალში გაჩერებას სულაც არ გეგმავენ.

ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ ერთ-ერთი წამყავნი ქვყენაა, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით მზის პანელები აქვს დაყენებული. დამატებით, ისინი მუშაოებენ ენერგიის გენერაციის ისეთ საშუალებების განვითარბაზე როგორიც არის ქარის ტურბინები და ითვლებიან, მეორე ყველაზე დიდ მომწოდებლელად მსოფლიო მასშტაბით. მსგავსი პოლიტიკისა და პრიორიტეტების ფარგლებში, წინასწარი ვარაუდით, ამერიკა შეძლებს გრემოს დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას მომდევნო 15 წელიწადში.

გამოცდილების გაზიარება

მიუხედავად იმის, რომ მდგრადი ეკონომიკის პოლიტიკის და ტექნოლოგიების იმპლემენტაცია მოითხოვს მნიშვნელოვან საინვესტიციო კაპიტალს, ის არ არის მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების და სახელმწიფოების ფუფუნების საგანი. უფრო და უფრო მეტმა განვითარებადმა სახელმწიფომ დაიწყო მდგრადი ტექნოლოგიების ადაპტირება, რათა უზრუნველყონ თავიანთი მოქალაქეების ენერგიის საჭიროების დაკმაყოფილება და გახადონ ის ხელმისაწვდომი დისტანციურად შორს მყოფი რეგიონებისთვისაც.

წამყვანმა, ეკონომიკურად განვითარებულმა სახელმწიფოებამ აიღეს ინიციატივა და მუშაობენ ისეთი პრობლეების მოგვარების გზებზე, რომლებსაც სჭირდება სწრაფი ალტერნატივების მოძიება. მდგრადი ენერგომომარაგების საკითხებს სჭირდებათ მყისიერი გადაწყვეტა, იმისთვის რომ მაქსიმლაურად გამოირიცხოს დისკომფორტი, ეკონომიკური კატაკლიზმები და ვინ იცის, სამხედრო კონფლიქტებიც კი.

წინა სტატია

სამი სამიტი მექაში
03 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

როდესაც ველზე ვეფხვები იბრძვიან...
10 ივნისი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა