ფეხბურთი ვისთვის სპორტი და ვისთვის ცხოვრების აზრი

8 ივლისს უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა ფეხბურთის ინდუსტრიაში. გერმანიამ ნახევარფინალში 7:1 დაამარცხა ბრაზილიის ნაკრები. ამაზე ალაბთ ბევრი და გაცილებით უფრო კომპეტენტური სტატია დაიწერება.

 მე კი 2012 წლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის პროექტი მახსენდება. ლაშა ბექაურმა სპორტის მენეჯმენტში დაიცვა დიპლომი. იმ დღეს ჩემთვის  საფეხბურთო სამყაროში სტრატეგიული მენეჯმენტის ახალი კარი გაიღო. თეზისი ითვალისწინებდა ანალიტიკური კვლევის ინსტრუმენტების გამოყენებით საფეხბურთო ტენდეციების პროგნოზირებას. შედეგები მარწმუნებს, რომ მიუხედავად იმისა, სად ვართ, რომელ ინდუსტრიაში და რა ბიზნესში, გამოცდილი მოდელები და სისტემური მიდგომა  საუკეთესო საშუალებას გაძლევს, წინასწარ განსაზღვრო მომავალში განვითარებული  მოვლენები.  დღეს ჩემთვის გერმანული ფეხბურთი სტარტეგიული გადაწყვეტილებების დემონსტირებას ახდენს  თავის შედეგებით.

1980-იან წლებში ამბობდნენ: „ფეხბურთს თამაშობს ბევრი, მაგრამ იმარჯვებენ გერმანელები.“  ბოლო ერთი წელია, ფეხბურთის გულშემატკივრები გერმანელების აშკარა უპირატესობაზე საუბრობენ. თითქოს ცალსახაა მათი წარამტების გასაღები, მაგრამ რატომღაც კოპირებას ვერავინ ახდენს.  აი, ჩემნაირი დილეტანტისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში ძნელია, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელების გახსნებაც კი. ეს არის არა კონკრეტულ ლიდერზე აწყობილი სისტემა, არამედ გუნდური ერთობაა, სადაც კოლექტიური გუნდურობა უპირობო ლიდერობას განაპირობებს.  

მაგრამ ამჯერად თავს ავარიდებ ლიდერობას, მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეების ანალიზს, ფორტუნას და გერმანული ადგილობრივი საფეხბურთო სისტემის კულტურაზე შევჩერდები.  ის რაც რეალურად განაპირობებს მის კონკურენტულ უპირატესობას.

ყველამ ვიცით, რომ ინგლისური პრემიერ-ლიგა დომინანტია. მაგრამ თუ შევადარებთ ბოლო წლების ფინანსურ ნაკადებს პრემიერ-ლიგის და ბუნდეს-ლიგის, ვნახავთ , რომ  ერთადერთი რაშიც ინგლისური ინსტიტუცია უსწრებს გერმანულს, არის ტელეტრანსლიაციებიდან მიღებული ფულადი შემოდინებები. სხვა შემთხვევაში გერმანია უფრო მყარად პოზიციონირებს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბების და შესაბამისად ფეხბურთის კლასტერის ჩამოყალიბებასა და  განვითარებაში.  მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო ქმნის გამჭვირვალე და ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს. მაგალითად, გუნდების ლოგოები არ იყიდება, რაც ინტერესთა კონფილქტის თავიდან აცილების საუკთესო საშუალებაა.  სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პლატფორმის შექმნა ხელს უწყობს სპონსორებისა და გუნდების გრძელვადიან თანამშრომლობას, შესაბამისად  სტაბილურ შემოსავალს და მყარ კონკურენტულ უპირატესობას.

ახლა  ისევ მატჩს უნდა მივუბრუნდე და ბრაზილიის ქომაგებს გული დავუმშვიდო. სტრატეგიულ მენეჯმენტში არსებობს თავდაცვითი და შეტევითი სტრატეგიების  უდიდესი კლასიფიკაცია. ამ სტრატეგიების მნიშვნელობა ტაქტიკურ დონეზე განაპირობებს ორგანიზაციის წარმატებას. ფეხბურთშიც ასეა. წუხელ თავდაცვითი და შეტევითი სტრატეგიები - ბრაზილიის „აქილევისის ქუსლი“ იყო. ბრაზილიის ნაკრების ორმა უპირობო ლიდერმა მატჩი გამოტოვა.  ასეთი აქტივის დანაკლისი ფსიქოლოგიურ, მორალურ და ფიზიკური წნეხის ქვეშ აქცევს გუნდს. დააბრალეთ ქომაგებო, თქვენი წარუმატებლობა ნეიმარის მესამე მალას და სილვას ორ ყვითელს.

ეს ჩემპიონატი კი გერმანიისაა.

წინა სტატია

თანამედროვე მარკეტინგის 5 წესი
30 ივნისი, 2014

შემდეგი სტატია

საქართველოს ეკონომიკა ევროასოცირების ფონზე
15 ივლისი, 2014
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას აქვეყნებს
რეიტინგი | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა