როგორ გამდიდრდა ჯეფ ბეზოსი

ჯეფ ბეზოსი პლანეტის უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება ამჟამად, Forbes’ Real Time Billionaire Rankings-ის მიხედვით, 110 მილიარდ დოლარს შეადგენს და 4 მილიარდი დოლარით უსწრებს სიმდიდრით მსოფლიოში მეორე ადამიანს - ბილ გეითსს.

ჯეფრი პრესტონ ბეზოსი, იგივე ჯეფ ბეზოსი, 1964 წლის 12 იანვარს დაიბადა აშშ-ში, ნიუ მექსიკოს შტატში, ქალაქ ალბუკერკიში. მისი დაბადების მომენტში, დედა 17 წლის სკოლის მოსწავლე იყო, მამას კი ველოსიპედების მაღაზია ჰქონდა. ჯეფის მამა გვარად იორგენსენი იყო. თუმცა, მისი მშობლები მალე დაშორდნენ ერთმანეთს და როდესაც ის 4 წლის იყო, დედამ კუბელ ემიგრანტზე მიგელ ბეზოსზე იქორწინა. ჯეფმა ახალი გვარი მიიღო - ბეზოსი.

მოგვიანებით ბეზოსის ოჯახი ფლორიდაზე, მაიამიში გადასახლდა, სადაც ჯეფი სკოლაში სწავლობდა და ამავე დროს, მაკდონალდსში მზარეულად მუშაობდა. სკოლა წარმატებით დაასრულა, განსაკუთრებით მეცნიერება და ტექნოლოგიები აინტერესებდა.

1982-1986 წლებში ჯეფ ბეზოსმა უმაღლესი განათლება პრინსტონის უნივერსიტეტში მიიღო, სპეციალობით ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები. უნივერსიტეტიც წარჩინებით დაასრულა.

უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ჯეფმა რამდენიმე კომპანიისგან მიიღო სამსახურის შემოთავაზება, მათ შორის იყო “ინტელი”, თუმცა ბეზოსმა მუშაობა ტელეკომუნიკაციების პატარა სტარტაპკომპანია “ფიტელში” დაიწყო, სადაც საერთაშორისო ვაჭრობის ქსელის შექმნა ევალებოდა.

სამსახურში ბეზოსს სწრაფად აწინაურებდნენ თანამდებობებზე, თუმცა 1988 წელს საბანკო სექტორში გადავიდა პროდუქტების მენეჯერად. 1990-1994 წლებში კომპანია “დ.ე. შოუ&კოში” მუშაობდა. კომპანია ბიზნესისთვის საჭირო კომპიუტერულ-მათემატიკური მოდელების განვითრებით იყო ძირითადად დაკავებული. 30 წლის ასაკში ჯეფი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

ამავე კომპანიაში მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე მაკენზი ბეზოსი. მათი ქორწინება 26 წელი გაგრძელდა. შეეძინათ 3 ბიჭი, მეოთხე შვილი, პატარა გოგო კი ჩინეთიდან აიყვანეს.

1993 წელს ბეზოსმა გადაწყვიტა წიგნების ონლაინ (ინტერნეტ) მაღაზია დაეარსებინა. სამსახურიდან წამოვიდა და 1994 წლის 5 ივლისს საკუთარ ავტოფარეხში გახსნა კომპანია “კადაბრა”, რომელსაც დახლოებით ერთ წელიწადში სახელი შეუცვალა და “ამაზონი” დაარქვა.

თავისი დანაზოგითა და მშობლების დახმარებით, ჯეფმა “ამაზონში” 300 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩადო, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორების აზრით, “ამაზონის” გაკოტრების შანსი საკმაოდ მაღალი იყო.

“ამაზონის” დაარსებიდან სამ წელიწადში ბეზოსმა საფონდო ბირჟაზე აქციები გამოიტანა გასაყიდად. კრიტიკის მიუხედავად, მას სჯეროდა, რომ ინტერნეტის გაფართოების კვალდაკვალ “ამაზონი” წიგნებით მოვაჭრე უდიდეს კომპანიებსაც კი გადაუსწრებდა. აქციების გაყიდვით კომპანიამ 57 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. აქციების გაყიდვის შედეგად, ბეზოსი მილიონერი გახდა.

1998 წლიდან “ამაზონმა” წიგნების გარდა სხვა ნივთებითაც დაიწყო ვაჭრობა. 2000 წელს კომპანიამ 2 მილიარდი დოლარის სესხი აიღო ბანკებისგან. 2002 წელი “ამაზონისთვის” რთული იყო, შეიძლება ითქვას გაკოტრების პირას გაიარა. თუმცა, კრიზისი მალე გადაიტანა და 2003 წელს 400 მლნ დოალრის მოგება ნახა.

2007 წელს ბეზოსმა ამაზონ ქინდლი გამოუშვა, პირველი ელექტრონული წიგნი.

2013 წელს მან გავლენიანი გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი” შეიძინა 250 მლნ დოლარად.

2013 წელს ამაზონი მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერნეტმაღაზია გახდა. 2018 წელს ამაზონმა 2 მილიარდი დოლარის მოგება ნახა.

2014 წლის სექტემბერში ჯეფის ქონება 30.5 მილიარდი დოლარი იყო. 2016 წლის ოქტომბერში კი 67 მილიარდი დოლარი.

ჯეფ ბეზოსმა ბილ გეითსს სიმდიდრით 2017 წლის ივლისში გადაუსწრო, როცა მისი ქონება 90 მილიარდ დოლარს გაუტოლდა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა. ამავე წლის ნოემბერში, მისი ქონება 100 მილიარდ დოლარს გადასცდა.

2019 წლის აპრილში ჯეფი მეუღლეს დაშორდა. დაშორების შედეგად, მას “ამაზონის” წილის 75% დარჩა, ხოლო მის ყოფილ მეუღლეს მაკენზის 25%, რაც დაახლოებით 36 მილიარდი დოლარის ტოლფასია.

წინა სტატია

არჩევანის თავისუფლების სადარაჯოზე ჰონგ-კონგიდან თბილისამდე
02 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

თბილისის 2019 წლის ფინანსურად ყველაზე წარმატებული 3 რესტორანი
05 დეკემბერი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა