"დავიბადე 1971 წელს. ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი".

სოციალური ქსელები და მარკეტინგული კამპანიები

სოციალური ქსელები და მარკეტინგული კამპანიები

მომხმარებლების მხრიდან “Facebook”-ის პლატფორმის ასეთი პოპულარობა განაპირობებს ქართველი მარკეტოლოგების უწყვეტ ინტერესს მის მიმართ.

“Facebook”-ის პლატფორმა იდეალური შესაძლებლობაა სიახლეები კომპანიის, მომსახურების, ან პროდუქტების შესახებ ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც ლოკალური ბაზრებისთვის, ასევე კომპანიის ამოცანებიდან გამომდინარე, გლობალური ბაზრებისთვისაც.

კომპანიის სურვილი, მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია, დიდ მატერიალურ დანახარჯებს და ტექნიკურ მხარდაჭერას მოითხოვს. გლობალურ ბაზრებზე, მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება რამდენიმე წლის წინ მხოლოდ გიგანტ ბრენდ კომპანიებს შეეძლოთ, „კოკა კოლა“, „ჟილეტი“, „სამსუნგი“ და ა.შ. მათი კამპანიები არა პერიოდულ, არამედ პერმანენტულ ხასიათს ატარებდა და  ძირითადად კომპანიის იმიჯის ამაღლებას, ან ახალი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა. მომხმარებელთან მუდმივი კავშირი და  მათი მხრიდან უკუკავშირის არსებობა (მათი მოსაზრებების, კომენტარების, შეფასებების სახით) არახელმისაწვდომი და საოცნებო იყო.

დღეს სოცოალური ქსელების გარეშე არსებობა უკვე წარმოუდგენელია. წარმოიდგინეთ ბიზნესის განვითრებისთვის რამხელა შესაძლებლობას იძლევა ინტერნეტ მარკეტინგი, რომელიც მილიარდიანი ბიუჯეტის და მხოლოდ რადენიმე ათასიანი ბიუჯეტის მქონე კომპანიებს თანაბარ სასტარტო პირობებს უქმნის.  მცირე ბიუჯეტიან კომპანიას აქვს შესაძლებლობა საკუთარი პროდუქციის ან მომსახურების შესახებ, ძალიან მცირედი დანახარჯებით მიაწოდოს ინფორმაცია  გლობალურ ბაზრებზე არსებულ მილიონობით მომხმარებელს.

სოციალური ქსელების გარეშე ახლად შექმნილი კომპანია, არსებულთან შედარებით არათანაბარ პირობებში ექცეოდა, ვინაიდან არსებულს უკვე გააჩნდა მომხმარებელთა მონაცემთა ბაზა, გაცილებით მეტი საბრუნავი და მარკეტინგისთვის განკუთვნილი საშუალება. ახალი კომპანიისვის აღნიშნული პრობლემების გადალახვა ზოგჯერ წარმოუდგენელ წინააღმდეგობად იქცეოდა და ალბათ რამდენი ახალი კომპანიის გაკოტრების მიზეზიც გამხდარა.

ამჟამად ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია სწორი დაგეგმარება და ტექნიკური შესაძლებლობების სწორი გამოყენება.

როდესაც “Facebook”-ის მომხმარებელი „ალაიქებს“ თქვენს გვერდს, მისი მოლოდინია მეტი ინფორმაცია მიიღოს თქვენს შესახებ, თქვენი პროდუქტების და მომსახურების შესახებ. მას თქვენი ბრენდის მიმართ უკვე გააჩნია პოზიტიური გამოცდილება და ახლა სურს მეტი შეიტყოს. ინფორმაციის მიღებაში არ იგულისხმება თქვენი ბრენდის შესახებ სიღრმისეულად გასაანალიზებელი ფაქტების მოძიება. ინფორმაცია უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი, მარტივად აღქმადი და ვიტუალურად ესთეტიური.

რატომ „ალაიქებენ“ და რატომ ეცნობიან ბრენდების შესახებ ინფორმაციას მომხმარებლები?

ეძებენ ფასდაკლებებსმომხმარებლების უდიდეს ნაწილსსურს მიიღოს გარკვეული ბენეფიტები. მოლოდინი იმისა, რომ მიიღებს კუპონებს, ფასდაკლების კოდებს და ა.შ. აიძულებს დაინტერესებულ მომხმარებლებს იყვნენ თქვენი კომუნის აქტიური წევრები.

საკუთარი გამოცდილების გაზიარება – როდესაც მომხმარებლებს კონკრეტული ბრენდის მიმართ გააჩნიათ პოზიტიური ან ნეგატიური გამოცდილება, ცდილობენ ის მეგობრებს, კომენტარების სახით გაუზიარონ. მათ აქვთ იმედი, რომ ისინიც გაიზიარებენ ამ გამოცდილებას, ამ გზით კი ინფორმაციის გავრცელება ახალ მომხმარებლებზე მოხდება. პოზიტიური ან ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია ზვავივით, დიდი ტემპით მოხდეს, მისი მაშტაბების წინასწარ განსაზღვრა კი შეუძლებელია.

გამოხატონ საკუთარი ლოიალობა – ბრენდით კმაყოფილი მომხმარებელი ხშირად უერთდება ბრენდის “Facebook” გვერდს. ელოდება განახლებებს და გამოხატავს ბრენდის მიმართ მხარდაჭერას.

გართობის სურვილი – როდესაც თვენი “Facebook”-ის გვერდის განახლებები ხდება იშვიათად და თავს უყრის მხოლოდ მოსაწყენ და შემთხვევით ინფორმაციას, დიდი ალბათობით გარანტირებული გაქვთ „ფანების“ დაკარგვა. როდესაც თქვენი გვერდის საშუალებით მომხარებელს შეუძლია გაერთოს, მიიღოს სიამოვნება მახვილგონივრული იუმორით და სხვა შიგთავსით, გარანტირებული გაქვთ, რომ ყოველდღიურად დაბრუნდებიან თქვენს გვერდზე. ეს კი თქვენი კომუნის გაზრდის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

სჭირდებათ კითხვებზე პასუხი – თქვენს კომუნას გააჩნია უამრავი შეკითხვა, იშვიათად უჩნდებათ სურვილი დარეკონ „ცხელ ხაზზე“, ელოდონ ჯერ ოპერატორს და შემდეგ საკუთარ კითხვაზე პასუხს. “Facebook”-ი კი საუკეთესო საშუალებაა კონკრეტული კითხვების დასამელად. იკარგება ნაკლები დრო და ვიღებთ უფრო მეტ შედეგს.

იდეალურია ორგანიზაციის  “Facebook” გვერდი მაშინ, როდესაც მომხმარებლები კითხულობენ ახალ  ამბებს და  წერენ კომენტარებს, აზიარებენ ინფორმაციას, მონაწილეობენ  ხმის  მიცემის პროცესში,  გამოკითხვების  ჩატარებისას, ტვირთავენ საკუთარ ფოტოებს, ვიდეო მასალას და ა.შ.

გააზიარე