სალიზინგო მომსახურების უპირატესობები

ლიზინგი დაფინანსების ალტერნატიული საშუალებაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში ძირითადი აქტივების დასაფინანსებლად. კლასიკური განმარტებით, ლიზინგი წარმოადგენს მომსახურებას, რომლის ძირითადი მიზანია ტექნიკის ან აღჭურვილობის გრძელვადიანი იჯარით მომხმარებლისათვის გადაცემა საბოლოო გამოსყიდვის უფლებით, სარგებლობის შეუზღუდავად. საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ ლიზინგს სტანდარტული სესხისგან განსხვავებით ბევრი უპირატესობა გააჩნია, კერძოდ ლიზინგის სერვისი მეტად ხელმისაწვდომია, დაფინანსების მისაღებად არ მოითხოვება გირაო (სალიზინგო აქტივი წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს), აქვს მოქნილი გადახდები და სალიზინგო კომპანია უზრუნველყოფს მომწოდებლებთან სრულ მხარდაჭერას.  

სალიზინგო მომსახურება განსაკუთრებით საინტერესოა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის, როგორც განვითარების საწყის ეტაპზე (იგივე start-up), ასევე გაფართოების სტადიაზე მყოფი მეწარმეებისთვის. სალიზინგო პროცედურა საკმაოდ მარტივი და მოქნილია. მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ აქტივს (მანქანა–დანადგარს, აღჭურვილობას), სალიზინგო კომპანია კი იძენს მოთხოვნილ აქტივს და გადასცემს სარგებლობაში მომხმარებელს, სარგებლობის შეუზღუდავი უფლებით, იმის მიხედვით თუ რა სალიზინგო მომსახურება შეარჩია მომხმარებელმა, ხელშეკრულების ბოლოს ხდება აქტივის საკუთრებაში გადაცემა ან ჩანაცვლება ახლით, ან დაბრუნება.

ლიზინგის განსაკუთრებული უპირატესობა, ასევე, მის მრავალფეროვან სერვისშია. არსებობს ძირითადად სამი ტიპის სალიზინგო მომსახურება: ა) ფინანსური ლიზინგი, ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც გულისხმობს აქტივის საბოლოო გამოსყიდვას, ანუ ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, აქტივი გადადის კლიენტის საკუთრებაში; ბ) უკუ–ლიზინგი, როდესაც სალიზინგო კომპანია იძენს კლიენტისაგან აქტივს, სანაცვლოდ აძლევს თანხას და უბრუნებს ამავე აქტივს სარგებლობის უფლებით; და გ) საოპერაციო ლიზინგი, როდესაც კლიენტი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, უკან აბრუნებს აქტივს და ჩაანაცვლებს მას ახლით.

საოპერაციო ლიზინგი, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ კომპანია სს „ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ სთავაზობს თავის მომხმარებლებს, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს განვითარებულ ქვეყნებში, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კლიენტს შეუძლია მუდმივად ჰყავდეს განახლებული ტექნიკა ან ავტომობილი, და რაც ყველაზე, კომფორტულია, მას არ უწევს ძველი აქტივის რეალიზაციითა და შეკეთებით თავის შეწუხება და დამატებითი ხარჯების გაწევა. საოპერაციო ლიზინგის გამოყენების შემთხვევაში, მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ავტომობილი 2 წლის ვადით, ვადის გასვლის შემდეგ, განაახლოთ ან შეცვალოთ ის უფრო ახალი მოდელით, ხოლო თქვენი ძველი ავტომობილი სალიზინგო კომპანიას დაუბრუნოთ.

ლი­ზინ­გის სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია ეკო­ნო­მი­კის წინ­ს­ვ­ლას­თან. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტის­ტი­კით, იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ლი­ზინ­გის სექ­ტო­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, უმუშევრობის დო­ნე საკ­მა­ოდ და­ბა­ლია, ვიდ­რე იქ, სა­დაც ის გან­ვი­თა­რე­ბის სტა­დი­ა­შია. ასევე, პირდაპირ კავ­შირ­შია გა­მარ­თუ­ლი სა­ლი­ზინ­გო სის­ტე­მა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან.

განვითარებად ქვეყნებში ძირითადი კაპიტალის განახლებისათვის საჭირო ინვესტიციების 3-15% ლიზინგით ფინანსდება, განვითარებულ ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 30%-ს აღწევს. საქართველოში, რომელიც წარმოადგენს განვითარებად ქვეყანას, ლიზინგით ფინანსდება მთელი აქტივების დაახლოებით 2%, დანარჩენი 98% ძირითადი საშუალებების შეძენისას სარგებლობს საბანკო ან მიკროსაფინანსო სესხით ან საკუთარი ფინანსური სახსრებით.

მათთვის კი ვისაც სურს მარტივად გაიგოს თუ რას წარმაოდგენს ლიზინგი და როგორ შეიძლება მისი გამოყენება, გთავაზობთ მარტივ საინფორმაციო ვიდეოს, რომელიც USAID–ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) და ქართული სალიზინგო კომპანიების თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა.

წინა სტატია

ტურისტული ინფორმაციის სანდო წყაროები ევროპელებისთვის
19 სექტემბერი, 2014

შემდეგი სტატია

მითები და რიტუალები ბიზნესში
25 სექტემბერი, 2014
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა