Facebook-ი საკუთარ საზღვრებს გასცდა

მარკეტინგის სფეროს სპეციალისტების მუდმივ თავსატეხს წარმოადგენს ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხონ კონკრეტული სამიზნე ჯგუფისთვის, მარტივი გზით და მცირედი დანახარჯებით, რომელიმე მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მაგალითად გავინტერესებს მივაგნოთ მოგზაურობის თემით დაინტერესებულ საშუალო ასაკის, დასაქმებულ მომხმარებლებს, რომელთაც შესაძლებელია მივაწოდოთ რეკლამა ახალი, ფასდალკებული სამოგზაურო პაკეტის შესახებ. ამის შესაძლებლობას კომპანია Facebook, ახალი ტექნოლოგიით იძლევა: მარკეტინგის სფეროში ის ახალი, სერიოზული ნაბიჯისკენ ემზადება, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მთელი ინტერნეტ რეკლამის წილობრივ გადანაწილებაზე.

ამჟამად, ინტერნეტ რეკლამის მესამედს კომპანია Google აკონტროლებს, რომლიც ძირითადი მოთმაშეა აღნიშნულ ბაზარზე. Facebook მხოლოდ მეორეა. თუმცა, როგორც ამ კომპანიის, ასევე სხვა მოთამაშეების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია აღნიშნული ბაზრის მიმართ, რომელიც უკვე  მილიარდობით მომხმარებელს აერთიანებს და მნიშვნელოვანი ზრდის პერსპექტივა ჯერ კიდევ გააჩნია.

Facebook-ის ახალი პროექტი „ატლასი“ შესაძლებლობას იძლევა არამარტო სოციალურ ქსელში, არამედ მთელ ინტერნეტ სივრცეში გამოყენებული იქნას პერსონალური რეკლამა, რომელიც იძლევა სეგმენტაციის საშუალებას როგორც ასაკის, ასევე სქესის, ინტერესების და ასევე სხვა დეტალური, პერსონალური ინფორმაციის გადამუშავების საშუალებით.

პროგრამის მთავარი უპირატესობაა უფრო მიზანმიმართული რეკლამის მიწოდება სამიზნე ჯგუფისთვის. რეკლამა რომელიც გათვლილია საშუალო ასაკის და კონკრეტული სქესის მომხმარებლებზე, შესაძლებელია უფრო ზუსტ, კონკრეტულ  სამიზნე ჯგუფს მიეწოდოს. ამ მეთოდის გამოყენება ზრდის რეკლამის ეფექტურობას და  მატერიალური რესურსების დაზოგვის საშუალებას იძლევა. ეს უკანასკნელი კი სოციალური მედიასივრცის გამოყენების ერთერთი მთავარი უპირატესობაა.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ,,ატლასი’’ შესაძლებელია მნიშვნელოვან ალტერნატივად იქცეს Google, Yahoo, Apple-ის და სხვათა სარეკლამო საშუალებების წინააღმდეგ.

თუმცა აღნიშნიშნული მომსახურების განხორციელების შესაძლებლობა სერიოზულ ეჭვებსაც ბადებს: Facebook-ის მხრიდან მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, მიღებული რაიმე ბმულზე დაწკაპუნებით, ჩვენს შესახებ შექმნილ სამუდამო საცავებში ხვდება. კომპანიაში კი ყოველთვის აცხადებდნენ, რომ მომხმარებლების იდენტობის შესახებ ინფორმაცია არასდროს გაუციათ.

წინა სტატია

დი მეინ ფრაიორითი ოფ ჯორჯია
02 ოქტომბერი, 2014

შემდეგი სტატია

მოსკოვური თბილისობა : სად ვიყიდებით და რა ფასად?
07 ოქტომბერი, 2014
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა