“Search” - ყველაზე დიდი გამოწვევა ტურიზმის ინდუსტრიისთვის

ამსტერდამის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ევროპის ტურისტული ბაზრის კვლევის თანახმად, ინტერნეტში ტურისტულ ინფორმაციას ეძებს და ტურისტულ მომსახურებებს ონლაინ ჯავშნის ევროპელი ტურისტების 80%. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინტერნეტის სამომხმარებლო ბაზარი მოიცავს ტურიზმის სამომხმარებლო ბაზრის ყველა ასაკობრივ ჯგუფს - 18-დან 90 წლამდე ადამიანებს. შესაბამისად, ინტერნეტ საძიებო სისტემა, ანუ “Search” გახდა ყველაზე დიდი გამოწვევა ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიისთვის.

დღესდღეობით, ონლაინ მოძიების და დაჯავშნის შესაძლებლობამ რადიკალურად შეცვალა ტურიზმის გლობალური ტენდენციები. იგი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას  მარტივად და სწრაფად მოიძიოს და დაჯავშნოს მისთვის სასურველი ტურისტული პროდუქტი თუ მომსახურება. შესაბამისად, ის მოიხმარს იმ პროდუქტს, რომელიც მსგავსი კომფორტის საშუალებას უქმნის. აქედან გამომდინარე, ინტერნეტ საინფორმაციო და დაჯავშნის სისტემებში წარმომადგენლობითობა კომპანიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, თუ მას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე შეღწევა და დამკვიდრება სურს. სწორ დროს, სწორ ადგილზე განთავსებულ ტურისტულ ინფორმაციას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს და გაზარდოს პროდუქტსა თუ მომსახურებაზე მოთხოვნა კომპანიის სასარგებლოდ.

მნიშვნელოვანია, ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში ჩართულმა კომპანიებმა განსაზღვრონ: 1) რამდენად სრულფასოვნად იყენებენ იმ შესაძლებლობების სპექტრს, რასაც ინტერნეტი სთავაზობს; 2) უზრუნველყოფენ თუ არა ისინი მომხმარებლისთვის სრულფასოვან ინფორმირებულობას მათი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ინტერნეტის საშუალებით; 3) ახდენენ თუ არა ისინი ამ ინფორმაციის მიწოდებას სხვაზე მარტივად, სწრაფად და ეფექტიანად.

სამწუხაროდ, ქართული კომპანიები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის კომპანიები, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ინტერნეტის საშუალებით გაყიდვების სტიმულირებას. დაჯავშნის სისტემებზე ზედმეტია საუბარი, როდესაც ხშირად ვებ-გვერდსაც კი ვერ ვპოულობთ, სადაც კომპანიის შეთავაზებებს გავეცნობოდით.  ბლოგის მიზანია, გააცნოს მოგზაურობის დაგეგმვის თანამედროვე ტენდენციები ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში ჩართულ კერძო სექტორს, რაც მათ დაეხმარება სწორად დაგეგმონ საერთაშორისო ინტერნეტ საინფორმაციო სისტემებში წარმომადგენლობითობა.

წარმოგიდგენთ საერთაშორისო ვებ-გვერდებს, რომლებიც The eBusiness Guide-ის 2014 წლის ოქტომბრის რეიტინგული მაჩვენებლების მიხედვით ტურისტების მიერ ყველაზე ხშირად მონახულებადია, რაც გაგიადვილებთ თქვენი ტურისტული პროდუქტის თუ მომსახურებისთვის ეფექტიანი საინფორმაციო უზრუნველყოფის ფორმირების პროცესს:

1 | Booking,com

ნებისმიერი ტიპის განთავსების საშუალების მოძიების და დაჯავშნის სისტემა.

ჰყავს დაახლოებით 40,000,000 ვიზიტორი თვეში.

2 | TripAdvisor

კვების ობიექტებისა და სასტუმროების მოძიების სისტემა.

ჰყავს დაახლოებით 38,000,000 ვიზიტორი თვეში.

3 | Yahoo! Travel

ტურისტული ღირშესანიშნაობებისა და ტურების საძიებო სისტემა.

ჰყავს დაახლოებით 36,000,000 ვიზიტორი თვეში.

4 | Expedia

ტურ-პაკეტების და ტურისტული შეთავაზებების საძიებო და დაჯავშნის სისტემა.

ჰყავს დაახლოებით 25,000,000 ვიზიტორი თვეში.

5 | Priceline

ტურისტულ მომსახურებებზე ფასდაკლებების მოძიების და დაჯავშნის სისტემა.

ჰყავს დაახლოებით 20,000,000 ვიზიტორი თვეში.

6 | Hotels

სასტუმროების მოძიების და დაჯავშნის სისტემა.

ჰყავს დაახლოებით 16,000,000 ვიზიტორი თვეში.

7 | Travelocity

ტურ-პაკეტების და ტურისტული შეთავაზებების საძიებო და დაჯავშნის სისტემა.

ჰყავს დაახლოებით 14,000,000 ვიზიტორი თვეში.

8 | Kayak

სატრანსპორტო და განთავსების საშუალებების მოძიების და დაჯავშნის სისტემა.

ჰყავს დაახლოებით 13,000,000 ვიზიტორი თვეში.

9 | Orbitz

სატრანსპორტო და განთავსების საშუალებების მოძიების და დაჯავშნის სისტემა.

ჰყავს დაახლოებით 11,000,000 ვიზიტორი თვეში.

10 | Hotwire
ტურისტულ მომსახურებებზე ფასდაკლებების მოძიების და დაჯავშნის სისტემა.

ჰყავს დაახლოებით 8,500,000 ვიზიტორი თვეში.

11 | HomeAway
ოჯახური ტიპის განთავსების საშუალებების საძიებო და დაჯავშნის სისტემა.

ჰყავს დაახლოებით 8,250,000 ვიზიტორი თვეში.

12 | TravelZoo
ტურ-პაკეტების და ტურისტული აქტივობების საძიებო და დაჯავშნის სისტემა.

ჰყავს დაახლოებით 7,000,000 ვიზიტორი თვეში.

13 | AirBnB
ბინების, კოტეჯების და საოჯახო სასტუმროების მოძიების და დაჯავშნის სისტემა.

ჰყავს დაახლოებით 6,000,000 ვიზიტორი თვეში.

14 | LonelyPlanet

ტურისტული ღირშესანიშნაობების და აქტივობების საძიებო სისტემა.

ჰყავს დაახლოებით 4,000,000 ვიზიტორი თვეში.

15 | Viator

ინდივიდუალური ტურისტული კონსულტაციებისა და ტურების საძიებო სისტემა.
ჰყავს დაახლოებით 3,000,000 
ვიზიტორი თვეში.
 

ყველა ზემოთ აღნიშნული ვებ-გვერდის წარმატების მიზეზი და მომხარებელთა ნდობის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია ერთი მარტივი ფაქტორით - მომხმარებლების შეფასებებით. მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება თუ რას ფიქრობს ამა თუ იმ პროდუქციაზე სხვა მომხმარებელი, რომელმაც უკვე გამოსცადა ის. ვინაიდან, აღნიშნული საიტები წარმოადგენენ საძიებო სისტემებს, მათი მიზანი არ არის ნეგატიური ინფორმაციის დამალვა (როგორც ამას კომპანიების უმრავლესობა აკეთებენ საკუთარ სოციალურ პროფილებზე). ეს საიტები, მომხმარებელს აძლევენ შესაძლებლობას ნახონ პროდუქციის შესახებ როგორც დადებითი ასევე უარყოფითი შეფასებები, რაც მათ ოპტიმალური არჩევანის გაკეთებაში ეხმარებათ.

დასასრულს, ინტერნეტისა და სოციალური შეფასებების საშუალებით მომხმარებელი გახდა ინდუსტრიის ცენტრალური მოთამაშე. კომპანიას უწევს მაქსიმუმის გაკეთება, რათა მომხმარებელმა დადებითი შეფასებები გაავრცელოს მისი პროდუქციის შესახებ ინტერნეტ სივრცეში, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის ტურისტული ბაზრის და ყველა ტიპის სამომხმარებლო სეგმენტის წარმოამადგენელი არის თავმოყრილი. ამ გლობალური ტენდენციის უგულვებელყოფა კოპანიის მხრიდან არარაციონალურია და დროა ქართულმა კომპანიებმაც გააცნობიერონ მისი მნიშვნელობა.

წინა სტატია

მოსკოვური თბილისობა : სად ვიყიდებით და რა ფასად?
07 ოქტომბერი, 2014

შემდეგი სტატია

ეფექტური ოპერაციები, ბაზრის წილი, ხარისხი თუ ლოიალური მომხმარებელი?
05 ნოემბერი, 2014
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა