გაიღვიძე, სანამ ცოცხალი ხარ

“ევოლუციურ სისტემებში მდგრადი კონკურენტული უპირატესობა არ არსებობს. არსებობს უსასრულო რბოლა, სადაც იქმნება დროებითი უპირატესობის წყაროები”, - ერიკ ბაინჰოკერი

მდგრადი კონკურენტული უპირატესობა, ეკონომიკის მდგრადი განვითარება, პროდუქტების, პროექტების, მოდელების მდგრადობა - აი რაზე მუშაობს მთელი მსოფლიო. ვეძებთ გზებს, სტრატეგიებს, რომ თავი უფრო მყარად ვიგრძნოთ გრძელვადიან პერიოდში და მშვიდად გვეძინოს. მაგრამ გარემო ბევრად  სწრაფად იცვლება, ვიდრე ჩვენ  ვრეაგირებთ. ძნელია, ფეხი აუწყო ინოვაციებს თუ თავად არ ქმნი მათ. შეიძლება თქვენს კომპანიაში ყველაფერი კარგად მიდიოდეს, პერფორმანსის კლასიკური მაჩვენებლები დადებით სიგნალებს იძლეოდეს, მოგებაზეც გადიოდეთ და გაყიდვებიც გეზრდებოდეთ. მაგრამ თუ ამ მოძველებული მიდგომებით აწონ-დაწონით თქვენი კომპანიიის წარმატებას, ერთ დღეს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უკვე მკვდრების სიაში წერიხართ.

ჰარვარდის პროფესორმა ჯონ ველსმა მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ დაწერა წიგნი სათაურით “სტრატეგიული IQ”. როგორც ის ამბობს, თუ “კომპანიაში  ცვლილებების დონე ჩამორჩება გარემოს განვითარების ტემპებს, მაშინ ეს კომპანია განწირულია და ადრე თუ გვიან დაიღუპება”.  კრიზისის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, სწორედ ეს ასიმეტრიაა. კომპანიების უმრავლესობას უჭირს კრიზისიდან თავის დაღწევა.  ამ დროს დასასრული ნელი და მტკივნეულია. ეს ტრუიზმია და ახალს არაფერს ვამბობ. აქ ღირებულება კრიზისიდან გამოსვლის გზებშია ან ისეთი კომპანიის შექმანში, რომელსაც კრიზისამდე არ მიყავს საქმე. ალბათ ხვდებით, რომ ადაპტაციის უნარზე უნდა ვისაუბრო, როგორც გამოსავალზე. ეს უნარი თანდაყოლილი არცერთ კომპანიას აქვს. ის უნდა გამოიუმშავო გამოცდილების, know-how–სა და ცოდნის შედეგად. სტრატეგიული მენეჯემენტის სპეციალისტები ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარს სტრატეგიულ IQ-ს ვარქმევთ. კომპანიებს ამ პრინციპით ვაჯგუფებთ და რეკომენდაციებსაც ასე გავცემთ: შექმენით smart კომპანიები და ნუ დაემსგავსებით მტრედებს (მტრედები ერთი უცნაური თვისებით გამოირჩევიან: ერთხელ დასწავლულის განახლება და შეცვლა არ შეუძლიათ). არ გეგონოთ, რომ მტრედებივით მხოლოდ პატარა და არაფრისმქმნელი კომპანიები იქცევიან. ამის კარგი მაგალითია კოდაკი: ათ წელში შვიდი რეორგანიზაცია და მცდელობა აკეთო მცდარი რაღაცეები უფრო ეფექტურად - ეს არაფერია თუ არა დაბალი სტრატეგიული ინტელექტი.

დაბალი სტრატეგიული ინტელქტის მქონე კომპანიების სამი ტიპი შეიძლება გამოვყოთ: 1. ბრმები - არასდროს ჰქონიათ სტრატეგია და დიდად არც ადარდებთ ეს ამბავი. ამიტომ გზააბნეულებივით ხან რას მიედებიან ხან რას.  2. ბედნიერი “იგნორისტები” - კომპანიები , რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ სტრატეგიაზე, სიტყვებს ჰაერში ისვრიან და რეალურად აზრზე არ არიან, რას  გულისხმობენ.  3. სტრატეგიული ამნეზიის მქონე კომპანიები - ოდესღაც კარგი სტრატეგიის მქონე ორგანიზაციები, რომლებსაც დაავიწყდათ თავისი სტრატეგია და ახლა ავტოპილოტზე მუშაობენ.

ხოდა შემთხვევით, თუ ამ სამ ჯგუფში აღმოჩნდით, კარგად გაახილეთ თვალები, დაინახეთ რეალობა და შემოსცხეთ განგაშის ზარები. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუ მოინდომებთ.

კიდევ ერთი რჩევა:  არავის ანდოთ თქვენი სტარტეგიის ფორმირება და განხორციელება. სწრაფად ცვალებად გარემოში გარე რესურსების გამოყენებით ფაქტიურად შეუძლებალია ფეხი აუწყო განვითარების ტემპებს.  კომპანიებმა თავად უნდა დააგროვონ კომპეტენციები და გამუდმებით აიმაღლონ  სტრატეგიულ IQ. არასდროს მოდუნდეთ. რელაქსაციის და დასვენების დრო არ არის. არ დაკმაყოფილდეთ არსებული რეალობით. თვალი გამუდმებით ინოვაციისკენ და განვითარებისკენ გეჭიროთ. აიძულეთ სხვები, მოგბაძონ. გახდით “State-of- Art”, რათა ერთ დღეს არ გაიღვიძოთ და კითხვაზე: თქვენ ცოცხალი ხართ? - არ მოგიწიოთ უარყოფითი პასუხის გაცემა.

წინა სტატია

თვითდასაქმების თავისებურებები საქართველოში
11 დეკემბერი, 2014

შემდეგი სტატია

თიმბილდინგი და კორპორატიული ღონისძიებები
26 დეკემბერი, 2014
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა