ახალი წელი, ახალი ერთგული მომხმარებლები: რა უნდა შეცვალოთ 2015-ში

თუ თქვენ ლოიალურობის პროგრამა თქვენი მომხმარებლებისათვის არ გქონიათ შეთავაზებული 2014-ში  და მანამდე,  ალბათ თვლით, რომ ის არცაა საჭირო. არადა, კარგი ლოიალურობის პროგრამა ბევრად სასარგებლოა, ვიდრე უაზროდ დაგეგმილი ფასდაკლებები. მაშ ასე, რომ აღარ გავაგრძელო, ხუთი დასაბუთებული მიზეზი, რატომაც დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოთ ეს საკითხი თქვენი  ბიზნესის 2015 წლის გეგმებში:

გაყიდვები დროებითია, კარგი ლოიალური პროგრამა კი მუდმივი

საცალო ვაჭრობის სფეროში ჩატარებული კვლევის მიხედვით,  გამოკითხულ მყიდველთა 91%-მა განაცხადა, რომ საჩუქარი და პრომოცია კარგი მიზეზია სუპერმარკეტის შესაცვლელად. 53%-მა ასევე განაცხადა, რომ ფასი ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრელია შეძენისას. მაგრამ სხვა მაღაზიებთან კონკურენციისას “ფასდაკლებები” არ არის საუკეთესო გზა მყიდველების მოსაზიდად, თუ მათთან არ ხარ დაკავშირებული ლოიალურობის პროგრამებით, რაც ნიშავს, რომ მათ უკეთ იცნობთ.
ხშირად, დაგეგმილი მოგების მიღება მომავალი წარმატების კარგი ინდიკატორი არ არის. მაგალითად, ამერიკის ნაციონალური საცალო ვაჭრობის  ფედერაციის პროგნოზით, 2013 წლიდან 2014 წლის ბოლომდე საერთო გაყიდვები 4.1%-ით უნდა გაზრდილიყო, რაც ფრიად დამაიმედებელია, თუმცა, ამ  “ნამცხვრის” დიდ ნაჭერს ძნელად მიიღებს ის, ვინც არ შეცვლის მომხმარებელთან ურთიერთობას. შარშანდელი საახალწლო ფასდაკლებებიდან მიღებული მილიარდები წელს და მომავალშიც შეიძლება სხვაგვარად განაწილდეს. ამ შემთხვევაში,  მომხმარებელთა ლოიალურობა არის საუკეთესო გზა, რომ დაამკვიდრო შოპინგის გამოცდილება, რომელიც ახალ კლიენტებსაც შეგძენთ და ძველებსაც თქვენთან დააბრუნებს სადღესასწაულო სეზონზე.

თუ თქვენ უკვე იყენებთ მომხმარებელთან ლოიალურობის პროგრამებს და მომხმარებელები ისევ და ისევ ბრუნდებიან თქვენთან საყიდლებზე, იცოდეთ, რომ  მხოლოდ ეს არ არის, რაც თქვენს პროგრამას “შეუძლია”: კვლევებმა დაადასტურა, რომ ლოალურობის პროგრამის წევრი  კლიენტები 40%-ით მეტად ხსნიან თქვენს სარეკლამო მეილს უცნობ მომხმარებელთან შედარებით. ამის შემდეგ კი, 20 %-ით დიდია ალბათობაა იმისა, რომ ისინი კვლავ ეწვევიან თქვენს საიტს. უფრო მეტიც, როდესაც ლოიალური პროგრამის მონაწილე კვლავ იღებს თქვენგან მეილს, 10%-ის ალბათობით ის იძენს კიდეც თქვენს პროდუქტს.

ჯერ კიდევ არის დრო მოქმედებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ლოიალურობის პროგრამების დადებითი მხარეების შესახებ ბევრმა იცის, დიდი სუპერმარკეტების თითქმის 70%-ი არ სარგებლობს ამით. მათგან 34%-მა კი აღნიშნა, რომ მომავალ წელსაც არ აპირებენ დანერგონ ისინი. რეთეილერები, რომლებიც იყენებენ მათ, უკვე იმკიან შედეგს; მათგან 97%-მა დადებითი გამოცდილების საფუძველზე გადაწყვიტა გაეგრძელებინა კლიენტებისთვის შეთავაზებები მომავალ წელსაც. თქვენთვისაც დადგა დრო, რომ იმოქმედოთ ვიდრე დაგასწრებენ და გამოიყენებენ ამ ბენეფიტს.

დღეს სოციალური მედია მუშაობს

კვლევამ დაადგინა, რომ ონლაინ ჩართულობის შექმნა სოციალური მედიის საშუალებით ყველაზე ეფექტური გზაა მყიდველების ყურადღების მისაპყრობად. გამოკითხული მყიდველების თითქმის ნახევარმა განაცხადა, რომ ისინი მაღაზიებთან ურთიერთობას სოციალური მედიის საშუალებით ამჯობინებენ. მაგრამ ეს არა მხოლოდ კუპონების შემთხვევაში ამართლებს. სწორი მიდგომაა შექმნა ლოალურობა სოციალური მედია საშუალებებით  კონტენტის მიწოდებით, რომელიც მომხმარებელს აგრძნობინებს რომ მას ექსკლუზიური წვდომა აქვს ყველაფერთან. წაახალისებების შეთავაზება  ლაიქების, ფოლოუებისა და გაზიარებებისათვის მარტივი გზაა  მათ თქვენი ბრენდისადმი ინტერესი გაუღვივოთ და მიიქციოთ არა მხოლოდ მათი, არამედ მათი მეგობრებისა და მიმდევრების ყურადღებაც, რომლებიც თქვენი პოტენციური კლიენტები არიან. ის აგრეთვე ქმნის გარემოს, რომელსაც მომხმარებელები ვეღარ შორდებიან მომავალი პრომოციების მოლოდინში. დააკავშირეთ ყოველივე ხსენებული კარგ კონტენტთან და თქვენ შეძლებთ შექმნათ დიდი და ლოიალური მომხმარებელთა ბაზა სოციალური მედიის მეშვეობით.

ლოიალურობა ქმნის  სამოქმედო მომხმარებელთა ბაზას

თქვენ შეგიძლიათ ბრმად დაიწყოთ პრომოციები და შემდეგ გაანალიზოთ მათი ეფექტურობა, ან მეთოდური მიდგომა აირჩიოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კლიენტების შესახებ გარკვეულ მონაცემთა გათვალისწინება დაგჭირდებათ. გამოკითხული ბიზნესების 65% -მა, რომლებიც ლოიალურობის პროგრამებს იყენებენ,  განაცხადა, რომ ამ პროგრამიდან მიღებულ მონაცემებს სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებითაც აკვირდებოდნენ.

მომხმარებელთა შესახებ  მონაცემებს შეუძლიათ დააკავშირონ თქვენი ონლაინ და ადგილზე, მაღაზიაში მიღებული გამოცდილება. მაგალითად, თუ პროგრამაში მონაწილე კლიენტები მუდმივად ამოწმებენ რომელიმე პროდუქტის ფასს თქვენს საიტზე,  შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გამოიყენოთ და შესთავაზოთ ამ პროდუქტზე ფასდაკლების კუპონი.

მოკლედ, ახალი წელი ახალი შესაძლებლობებია სტრატეგიების შესაცვლელად და დიდი გამოწვევა ცვლილებების განსახორციელებლად. ახალი წლის გარდა, წინ კიდევ ბევრი დიდი დღესასწაულია, რომელიც კარგ სტარტად შეიძლება გამოიყენოთ ერთგულ მომხმარებლთა დიდი ბაზის შესაქმნელად.

წინა სტატია

თიმბილდინგი და კორპორატიული ღონისძიებები
26 დეკემბერი, 2014

შემდეგი სტატია

გრანთ თორნთონის საერთაშორისო ბიზნეს ანგარიში: ოპტიმიზმის ინფოგრაფიკა
23 იანვარი, 2015
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes 400 2018 - ბეზოსი ლიდერია
რეიტინგი | ოქტ, 04, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა