გაძვირებული გაზის სამომხმარებლო ეფექტი

აღმოჩნდა, რომ ლართან მიმართებაში დოლარის გამყარებამ უწყვეტი გაზმომარაგების საფრთხე შექმნა, შესაბამისად ყაზტრანსგაზი აძვირებს გაზს 15 თეთრით, საქართველოში მოქმედი ყველა იურიდიული პირისთვის, ახალი ტარიფი ძალაში 2015 წლის 1 მარტიდან, ფაქტიურად ხვალიდან შევა.

ქვეყანაში არსებული (თითქმის) ყველა ექსპერტი მცირე საწაროების დახურვას, საქართველოში წარმოებული პირველადი მოხმარების პროდუქციის გაძვირებას, გაუმართლებლად გაზრდილ ხარჯებს და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო რესურსის დეფიციტს პროგნოზირებს. მთავრობის წევრები კი ბიზნეს გადაწყვეტილებების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე საუბრობენ.

ვინ საუბრობს მომხმარებლის შესახებ? ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი აცხადებს, რომ სამინისტრო მაქსიმალურად ეცდება ტარიფის ზრდა არ შეეხოს მოსახლეობას.

იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ, რა სამომხმარებლო ეფექტი ექნება გაზის ტარიფის გაძვირებას, განვიხილოთ რამდენიმე კატეგორია:

1. წარმოება და სამომხმარებლო კალათში შემავალი, საქართველოში წარმოებული პროდუქცია - ვითავლისწინებთ რა ქართველი მწარმოებლების განცხადებებს წარმოების პროცესის შესახებ, რომლის თანახმადაც გაზმომარაგების ხარჯი პროდუქტის თვითღირებულებაზე მოქმედი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, შეგვიძლია თამამად ვთქვათ - ქვეყანაში გაძვირდება პური, შაქარი და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი. ეს თავისთავად შეეხება ყველა მოსახლეს უკლებლივ, ამიტომ მოსახლეობის მიმართ გამოჩენილი მზრუნველობის მიუხედავად, თითოეული ჩვენთაგანის მიერ გაწეული სასურსათო დანახარჯი გაიზრდება.

2. ტურიზმი/მომსახურება - თუ დაღლილი სამუშაო დღის შემდეგ, მეგობრებთან ერთად კაფეში გსურთ განიტვირთოთ, იცოდეთ რომ ამ კაფეს ძალიან მალე გათბობის და კერძის მომზადების ხარჯი გაეზრდება და ამ ხარჯს თქვენ გადაიხდით. ეს პრობლემა სახელმწიფოებივი საკითხი გახდება, ვინაიდან მსგავსი ხარჯი გაეზრდება ქვეყანაში არსებული ყველა ტურისტულ ობიექტს - სასტუმროებს, რესტორნებს, კაფე ბარებს და სხვა. დიახ, შესაძლოა მსოფლიო სასტუმროს ბრენდები ამას მარტივად გაუმკლავდნენ, თუმცა წარმოიდგინეთ მცირე ზომის საოჯახო ჰოსტელი ან მეგობარი სტუდენტების მიერ გახსნილი სწრაფი კვების ობიექტი - როგორ უნდა დაფარონ მათ ეს ხარჯი? რამდენად მიმზიდველი იქნება ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტისთვის ძვირადღირებული სასტუმროს ნომრები? რამდენად აქტიური იქნება შიდა ტურიზმი და რამდენი მოსახლე მისცემს თავს უფლებას, უქმეები კახეთში ან ზღვისპირას გაატაროს? საქსტატის ინფორმაციით, 2014 წელს, დარეგისტრირებული ბიზნეს ერთეულების ოდენობა ამ სფეროში 10,000-ს აღემატება.

3. მომსახურება/ჯანმრთელობა/სილამაზე - რომ არაფერი ვთქვათ ესთეტიკურ ცენტრებსა და გამაჯანსაღებელ სერვისებზე, სილამაზის სალონების ოდენობა, შესაძლოა ისეთივე ტემპით შემცირდეს, როგორც გაიზარდა. მათ მიერ, უწყვეტ რეჟიმში მოხმარებული ბუნებრივი აირი გაძვირდება, ისევე როგორც გაძვირდა წყალი.

ჩამონათვალი შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს. ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებას საშუალოდ 10-15%-ით გააძვირებს, ამან კი შესაძლოა საშტატო ერთეულის შემცირება, უმუშევრობის ზრდა და სხვა უსიამოვნო პროცესები გამოიწვიოს.

ნუ შეშინდებით, ყველა იმ მეწარმეს, რომელსაც საბანკო სესხი დოლარის ვალუტაში აქვს აღებული და მისი ხარჯი გაზის გაძვირებამდეც გაიზარდა, ყველა სტარტაპს, რომელიც ნულოვანი მოგების წერტილამდე მისვლას და ბაზარზე არსებობას ცდილობს, ყველა საოჯახო სასტუმროსა თუ სარდაფებში გახსნილ თონეს, პარლამენტის წევრმა, ზურაბ ტყემალაძემ გამოსავალი შესთავაზა: ,,გადადით წარმოების თანამედროვე, ენერგოდამზოგ ტექნოლოგიებზე.’’ - ეს ხომ ასეთი მარტივია.

ენერგომარეგულირებელი კომისია არსებულ საკითხს რამდენიმე დღეში განიხილავს. დაველოდოთ შედეგებს.

ნინო ენუქიძე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა

წინა სტატია

საბანკო სექტორში მიმდინარე მოვლენების მიზეზშედეგობრივი კავშირი
30 იანვარი, 2015

შემდეგი სტატია

განათლება და დასაქმება საქართველოში
08 თებერვალი, 2015
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა