ქალები ბიზნესში - გზა ლიდერობისკენ

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “გრანთ თორნთონის” საერთაშორისო ბიზნეს რეპორტი ბიზნესში დასაქმებულ ქალებს მიეძღვნა და საინტერესო აღმოჩენებიც გამოკვეთა.  კვლევამ აჩვენა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მეტი ქალია წარმოდგენილი ტოპ მენეჯმენტის პოზიციებზე.  თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ტენდენცია მსოფლიოს მასშტაბით დიდად არ შეცვლილა გასული ათწლეულის მანძილზე. შესაბამისად, “გრანთ თორნთონის” კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადებულ რეპორტში (“ქალები ბიზნესში: გზა ლიდერობისკენ”) 12 რეკომენდაციათა შორის ერთ-ერთი, სწორედ, ამ მიმართულებით კვოტების გადახედვას ეხება.

“გრანთ თორნთონის” კვლევის შედეგების მიხედვით, რუსეთში, ბიზნესში უმაღლესი პოზიციების 40%-ს ქალები იკავებენ. ეს მსოფლიოს მასშტაბით უმაღლესი პროცენტული მაჩვენებელია და თითქმის აორმაგებს გლობალურ საშუალო მაჩვენებელს (22%). ტოპლისტში შემდეგია საქართველო (38%), პოლონეთი (37%), ლატვია (36%), ესტონეთი (35%) და ლიტვა (33%).

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ისეთი ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს, როგორებიცაა: ისტორია, კულტურა და დემოგრაფია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქალთა მეწარმეობის და ბიზნესში მათი აქტიური ჩართულობის კულტურა კომუნისტური პერიოდის მემკვიდრეობაა, რომელიც თანასწორ შესაძლებლობათა იდეას ეფუძნებოდა. სწორედ, ეს ისტორიული მემკვიდრეობაა ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ბიზნეს პროცესებში ქალთა აქტიური ჩართულობის. ქალები რეგიონში ტოპ პოსტებს იკავებენ სერვისის ინდუსტრიებშიც. ისეთი ტრადიციული სექტორების გარდა როგორიცაა: ჯანდაცვა და ტურიზმი, ქალები აგრეთვე ლიდერობენ ფინანსურ და ტექნოლოგიურ სექტორებშიც.

რა შეიძლება დანარჩენმა მსოფლიომ ისწავლოს აღმოსავლეთ ევროპისგან? “გრანთ თორნთონის” ექსპერტებმა კვლევის შედეგად მომზადებულ რეპორტში რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავეს. მათ შორისაა ქალთა როლის შესახებ საზოგადოებრივი რეგულაციების ცვლილება და გენდერული დისბალანსის აღმოფხვრა. სწორედ, ეს ფაქტორებია დარეგულირებული აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

ქალების მიერ ტოპ მენეჯმენტში თანამდებობების დაკავების მხრივ გლობალური მაჩვენებელი 22%-ია. ის მცირედ განსხვავდება 2004 წლის მონაცემთან (19%) და მცირედ ჩამოუვარდება გასული წლის მონაცემს 24%. სიის ბოლოსაა წარმოდგენილი იაპონია 8%, რომელსაც წინ უსწრებს გერმანია (14%) და ინდოეთი (15%). ევროკავშირის ქვეყნებში ამ მხრივ მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესებულია 26%. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების მაჩვენებლებს შორის. ევროკავშირის ქვეყნებიდან ლიდერობენ საფრანგეთი (33%), შვედეთი (28%) და საბერძნეთი (27%). ამავდროულად, ლათინურ ამერიკაში მონაცემი 18%-ზე დაეცა და ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ბოლო პერიოდის მონაცემებთან შედარებით.

წლების მანძილზე ბიზნესში გენდერული ბალანსის თემაზე სულ მუდამ ლაპარაკობენ, მაგრამ ამ მხრივ ცოტა რამ თუ გაკეთებულა. გარდა იმისა, რომ ბალანსის დაცვა უბრალოდ მორალის საკითხია, მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენელთა დაბალანსება უმაღლეს პოზიციებზე თავად ბიზნესისთვისაც მომგებიანია. თუ ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკა ნიჭიერი მოსახლეობის მხოლოდ ნახევარს იყენებს, ის თავადვე ისპობს ზრდის პერსპექტივას.

ეს რეალური გამოწვევაა არა მხოლოდ ბიზნესებისთვის, არამედ მთავრობისთვის, საზოგადეობისა და ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის. საზოგადოება უნდა მოერგოს ცხოვრებისა და მუშაობის ახლებურ მოდელს. კერძოდ, მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს სტიგმა იმის შესახებ, რომ კაცები უნდა დარჩნენ სახლში და არ იმუშაონ იმ მიზეზით, რომ საოჯახო საზრუნავი აქვთ. მთავრობას შეუძლია ამის წახალისება ორივე სქესის წარმომადგენელთათვის დეკრეტული შვებულების შემოღებით და ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნით, რათა ქალებს ჰქონდეთ კომფორტული სამუშაო პირობები. ამის ფარგლებში, შესაძლოა მოხდეს კვოტების მიცემა ქალებისთვის უმაღლესი მმართველობის ორგანოებში.  

მხარდაჭერა კვოტების მომატების საკითხში

“გრანთ თორნთონის” კვლევის მიხედვით, ბიზნეს ლიდერები გამოხატავენ მზადყოფნას ქალებისთვის კვიტების მომატებასთან დაკავშირებით. გლობალურად, უმაღლეს პოსტებზე მყოფი როგორც მამრობითი ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები (47%) ემხრობიან კვოტების თემას, რათა ქალებს მიეცით მეტი შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 37% შეადგენდა.

კვოტების თემა ამ მხრივ ძალიან ქმედით ინსტრუმენტს არ წარმოადგენს, მაგრამ მიიჩნევა რომ ეს მოცემული მომენტისთვის (ტენდენციაში პროგრესი არ შეიმჩნევა) საუკეთესო საშუალებაა. კვოტების შემოღების თემის აქტიური მხარდაჭერა იმაზე მიანიშნებს, რომ ბიზნესებს სურთ ეს ცვლილება, მაშინაც კი თუ ეს ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს.

მიუხედავად არსებული ტენდენციისა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ კვოტების მხარდაჭერის საკითხი აღმოსავლეთ ევროპაში გლობალურ მონაცემთან შედარებით დაბალია 30%. ამ რეგიონის წარმატებული მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქალებმა ტოპ მენეჯმენტში დაიკავონ ადგილი და ჰქონდეთ წარმატებული კარიერა გაკვეთილია დანარჩენი მსოფლიოსთვის. ის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გლობალურ საზოგადოებაში კულტურული ცვლილებების საჭიროებას, რაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საკანონმდებლო ზომების მიღება ამ მიმართულებით.

“გრანთ თორნთონის” კვლევის საფუძველზე მომზადებული რეპორტი “ქალები ბიზნესში: გზა ლიდერობისკენ” გამოყოფს 12 რეკომენდაციას საზოგადოებისთვის, სამთავრობო და ბიზნეს წრეებისა და ქალებისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ქალების კარიერული წინსვლის ხელშეწყობა. იხილეთ სრული რეპორტი.

წინა სტატია

ინფოგრაფიკა – საინვესტიციო გეგმები გლობალურად და საქართველოში
02 მარტი, 2015

შემდეგი სტატია

შრომის ბაზარი საქართველოში
10 მარტი, 2015
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა