რა ფრაზებს უნდა იყენებდეს რეალური ლიდერი

რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ სიტყვას? ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ. ვიტყვი მხოლოდ, რომ თქვენი სიტყვები და ფრაზები ყველაზე მეტად  წარმოაჩენს თქვენს ხედვას, ფასეულობებს და შესაძლებლობებს. ფრაზები, თქვენი როგორც ლიდერის შესახებ კონკრეტულ სურათს ქმნის. იმისთვის რომ ეფექტურად ვმართოთ თანამშრომლები, მიუხედავად მათი რაოდენობისა და ორგანიზაციის ზომისა, აუცილებელია ის ფრაზები, რომელიც მათ მოტივირებას უკეთ შესძლებს და სამუშაოზე განხორციელებულ ძალისხმევას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ქვემოთ მოყვანილია ასეთი ფრაზების რამდენიმე მაგალითი, რომლთა გამოყენების შედეგს სწრაფად დაინახავთ.

ასეთია რეალური სიტუაცია

ფრაზა, რომელიც დაეხმარება თანამშრომლებს რეალურად აღიქვას სიტუაცია ორგანიზაციაში. თავისთავად მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში არსებობდეს ინფორმაციის გაზიარების კულტურა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს თანამშრომელთა მხრიდან რეალური სიტუაციის შეფასებას და სამართლიანი მენეჯმენტის შეგრძნების გაჩენას. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ქართული მენეჯმენტის კულტურაში, სწორედ ხელმძღვანელის მხრიდან ნაკლებ კომუნიკაციას ასახელებს. აღნიშნული ფრაზა მეტყველებს ლიდერის გულწრფელ პოზიციაზე, ასევე მისი მხრიდან სიტუაციის ადეკვატურ შეფასებაზე, ის ხელს შეუწყობს მისი იმიჯის გაზრდას და გაზრდის ნებისმერი ორგანიზაციული ქმედებების ძალისხმევას.

ჩვენ გავაქვს გეგმა

ნებიმსიმერი თუნდაც კრიზისული მომენტისთვის თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ კომპანიას გააჩნია გარკვეული გეგმა. გეგმის არსებობა თითქოს ფსიქოლოგიურად დამაშვიდებელ როლს ასრულებს, ანუ ხელმძღვანელმა იცის, რა უნდა გააკეთოს და ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ მას. ნებისმიერ სიტუაციისთვის მიუღებელია, როდესაც თანამშრომლები ხედავენ ხელმძღვანელის დაუბნეულობას და უმწეობას. როდესაც არ აქვს პასუხები ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე. გარწმუნებთ, ასეთ სიტუაციებში შეკრიბეთ თანამშრომლები და გამოუცხადეთ - „ჩვენ გვაქვს გეგმა“ და ნახავთ რა ზემოქმედება ექნება ამ ფრაზას თანამშრომლებზე.

რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?

თუ თქვენ უკვე გაქვეთ კონკრეტული გეგმა და ცდილობთ ყველა თანამშრომლის ძალისხმევა მაქსიმალურად მიმართოთ მისკენ, აუცილებელია მათი მხარდაჭერის მოპოვება. თანამშრომლების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა მოიპოვოთ. ამისთვის კი ერთ-ერთი ეფექტური გზაა მათან პირადი კომუნიკაცია და მარტივი კითხვის დასმა, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად? გარწმუნებთ, ხელმძღვანელის მხრიდან მათი პირადი პოზიციის პერსონალური დაინტერესება, მნიშვნელოვნად გაზრდის ლიდერის პოზიციებს.

გახსოვდეთ ჩვენი ფასეულობები

ძალიან ეფექტური გზაა თანამშრომლების მოსაზრებების გამოყენება კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად. პირველ რიგში, შესაძლოა მართლაც ფასეული ინფორმაციის მოპოვება, ამასთან ერთად, ეს ზრდის ადამიანების მოტივაციას, მათი პოზიციების ხელმძღვანელის მხრიდან გაზიარების გამო. კონკრეტული თანამშრომლის მიღწევების აღნიშვნა სხვა თანამშრომლებთან, როგორც კომპანიის მთავარი ფასეულობა, გარწმუნებთ, ყველაზე მნიშვნელოვან ლიდერად გაქცევთ კომპანიის ისტორიაში.

მე შენი მჯერა

თანამშრომლის მიმართ ნდობის გამოცხადება მნიშვნელოვნად ზრდის ნებიმიერი ამოცანის გადაწყვეტისაკენ მიმართულ ძალისხმევას. ძალიან ბევრი კვლევა არსებობს, რომელიც ადასტურებს, თუ რამდენად ზრდის კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტის ალაბათობას თანამშრომელთა თვითშეფასების გაზრდა. მისი ეფექტი კიდევ უფრო იზრდება, თუ ამის გამოცხადება მოხდება სხვა კოლეგების თანდასწრებით. გულწრფელად ენდეთ თანამშრომლებს და დაელოდეთ მათგან მართლაც გასაოცარ შედეგებს. გამოიყენეთ აღნიშნული ფრაზა და დააკვირდით როგორ გაიზრდება ამოცანების შესრულების ძალისხმევა, ასევე თქვენი, როგორც ლიდერის, შეფასება.

წინა სტატია

რა ღირს მოტივაცია?
17 თებერვალი, 2014

შემდეგი სტატია

ინტერნეტი 2020 წელს. რა გველის?
26 თებერვალი, 2014
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა