ტურიზმი, როგორც სიღარიბის დაძლევის მექანიზმი საქართველოში

NDI-ს სოციალური კვლევის თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩატარდა, საქართველოში სამ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემას წარმოადგენს სამუშაო ადგილების სიმცირე, ფასების ზრდა და სიღარიბე. ეს უკანასკნელი, ტოპ-პრობლემად დაასახელა გამოკითხულთა 39%-მა. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2013 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, რომელიც სახელმწიფო შემწეობას იღებს, შეადგენს 9.7%-ს, რაც თითქმის მოსახლეობის მეათედია. თუმცა, გამოკითხვამ ცხადყო, რომ ეს პრობლემა გაცილებით მეტ ადამიანს აწუხებს.

არსებობს სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც ქვეყნას სიღარიბის დაძლევაში ეხმარება. მათ შორის, გრძელვადიან პერსპექტივაში. ის მექანიზმებია უფრო ეფექტიანი, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას  ეკონომიკური აქტივობისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებს უქმნის, ნაცვლად ერთჯერადი ან თუნდაც პერმანენტული სოციალური დახმარებებისა. ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება ტურიზმია. ამისათვის კი, საჭიროა პოლიტიკური ნება და თანმიმდევრული-სისტემური სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის ინკლუზიურ განვითარებას.

ბევრ განვითარებად და ნაკლებადგანვითარებულ ქვეყანაში, ტურიზმი წარმოადგენს შემოსავლის ძირითად წყაროს. აღსანიშნავია, რომ ტურიზმით მიღებული შემოსავლებით ყველაზე მეტ სარგებელს  რეგიონის მოსახლეობა იღებს, მათ შორის, ამ სფეროდან სარგებელს სოციალურად დაუცველებიც იღბენ.ეს საშუალებები ამ უკანასკნელთათვის ადგილობრივ დონეზე თვითდასაქმების, ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურებების რეალიზაციის გაზრდით ჩნდება.  

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) ყურადღებით შეისწავლა, თუ რა კონკრეტული სარგებელი შეუძლია მოუტანოს ტურიზმმა სხვადასხვა ქვეყნებში ღარიბ მოსახლეობას. შედეგად აღნიშნულმა ორგანიზაციამ გამოავლინა 7 ძირითადი მიმართულება, რაც მოგვიანებით „სიღარიბის დაძლევის 7 მექანიზმად“ იქცა. ორგანიზაცია აქტიურად და წარმატებულად მუშაობს ამ მექანიზმების ფარგლებში პროექტების განხორციელების მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანაში. იგი რეკომენდაციას უწევს ეკონომიკის და ტურიზმის პოლიტიკის შემმუშავებლებს, იხელმძღვანელონ ორანიზაციის მხარდაჭერითა და მნიშვნელოვანი გამოცდილებით. ბლოგში განვიხილავთ აღნიშნულ მექანიზმებს, და, ასევე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოში აღნიშნული მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ UNWTO-ს მიერ განხორციელებული პროექტების წარმატება განაპირობა ქვეყნებისხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობამ. აღნიშნული მხარეების ერთობრივი და კოორდინირებული მუშაობის გარეშე, ყველაზე გენიალური პროექტიც კი ვერ შეძლებს მდგრად განვითარებას და საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანას.შესაბამისად, იდეებს, სწორედ, სოციალური ჯგუფების ჩართულობის ჭრილში წარმოგიდგენთ.

მექანიზმი 1: სოციალურად დაუცველთა დასაქმება ადგილბრივ ტურისტულ ორგანიზაციებში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სასტუმროთა ასოციაციის თანამშრომლობის საფუძველზე, შესაძლებელია წარმატებულად განხორცეილდეს სოცალურად დაუცველი მოსახლეობის გადამზადება რეგიონების მიხედვით, რაც მათ აუმაღლებს ცნობიერებას და კვალიფიკაციას ტურისტული მომსახურების საკითხებში. ეს ხელს შეუწყობს, ადგილობრივ დონეზე კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის არსებობას, რაცუბიძგებს დიდ და საშუალო ზომისტურისტულ ობიექტებს, დაასაქმონ ადგილობრივი სპეციალისტები. გარდა ამისა, აღნიშნული გარემოება ხელს შეუწყობს საოჯახო სასტუმროების, კვების და სხვა ტურისტული ობიექტების რაოდენობრივ და ხარისხობრივ განვითარებას.

მექანიზმი 2: საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში სოციალურად დაუცველთა ჩართვა /სოციალურად დაუცველი პირების დამსაქმებელი საწარმოების წახალისება

სასტუმროებსა და რესტორნებს საკუთარი სერვისების უზრუნველსაყოფად სოფლის მეურნეობის პროდუქტებიესაჭიროებათ. ხარჯთეფექტიანობის მიზნით, ბევრი მათგანი საკუთარ წარმოებას მიმართავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურიზის ასოციაციის კერძო სექტორთან მოლაპარაკების პირობებში, შესაძლებელია შემუშავდეს გლეხებთან მოლაპარაკების ფორმატი. ორივე მხარისთვის სასარგებლო შეთანხმება კი შექმნის გონივრული შეთავაზების შესაძლებლობას.

გარდა ამისა, ხელი უნდა შეეწყოს რეგიონებში კერძო შუამავალი კომპანიების განვითარებას, რომლებიც წარმოების ჯაჭვის გამართვაზე იზრუნებენ. მსგავსი კომპანიები მუშაობენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის ლოჯისტიკური პირობების განვითარებაზე, პროდუქტის შეფუთვის დახვეწასა და გაყიდვის არხების მოძიებაზე. ასეთი კომპანიების არსებობის შემთხვევაში, ადგილობრივ გლეხებს აღარ მოუწევთ პროდუქტის უსამართლო ფასად მიყიდვა პირველივე ბითუმი მყიდველისთვის.

მექანიზმი 3: სოაციალურად დაუცველთა ჩართვა პროდუქტების განვითარებასა და გაყიდვაში (არაფორმალური ეკონომიკა)

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კულტურის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო სექტორის თანამშორმლობის პირობებში, შესაძლებელია დაფუძნდეს სათემო გაერთიანებები, რომლის მიზანიც იქნება ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად დაუცველების, გადამზადება ტურისტული პროდუქტების შექმნაში. ეს უნდა მოხდეს იმ კულტურულ-სოციალური რესურსებიდან გამომდინარე, რაც რეგიონს გააჩნია. აღნიშნული ყველაზე მეტად წაადგება სუვენირების და ტექსტილის წარმოების განვითარებას. ჩვენ ქვეყანაში ამ მხრივ განსაკუთრებით ბევრია  სამუშაო, ვინაიდან რესურსი და პოტენციალი არსებობს.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და სოფელს აქვს უნიკალური ფოლკლორული კულტურა, რომელიც შესაძლებელია, ძალიან წარმატებულ ტურისტულ პროტუქტებად იქცეს. ასეთებია, ყაზბეგში- შალის/თექის ქსოვილის ნაწარმი დახევსურეთში ისტორიული სამოსი და ხალიჩები, რომლებიც უნიკალური ორნამენტებით არის მორთული; შროშაში - თიხის ჭურჭელი, ხარაგაულში - წნელისა და ხის საყოფაცხოვრებო პროდუქცია, სხვ.

სამწუხაროა, რომ ასეთი რესურსების პირობებში ვერ ხერხდება მნიშვნელოვანი ეკონონომიკური სარგებლის მიღება. შესაძლოა,მიზეზი პროდუქტების ხარისხისა და მრავალფეროვნების სიმწირეც იყოს. ფაქტია, რომ ადგლობრივ მოსახლეობას უჭირს თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება. ზემოაღნიშნული ხელნაკეთი ნივთები და ჭურჭელი საჭიროებს ახლებულ მარკეტინგულ შეფუთვას, ავთენტურიიერსახის დაცვის აუცილებელი პირობით. ასევე, გასათვალისწინებელია პროდუქტების გამრავალფეროვნება და ტურისტზე ორიენტირეული პროდუქციის შექმნა. უკვე სასაცილოც აღარ არის, რომ დღეს შროშაში მხოლოდ ღვინის მოყვარულ ქართველ მამაკაცზე გათვლილი თიხის ერთფეროვანი პროდუქცია გვხვდება დახლებზე. გავაანალიზოთ თუნდაც თურქეთის სუვენირების ბაზარი, რომელიც ძალიან ლამაზ, მრავალფეროვან, ეთნიკურ და ადვილად ტრანსპორტირებად პროდუქციას და სუვენირებს სთავაზობს მომხმარებელს, რომლებსაც დამატებითი ღირებულების სახით პრაქტიკული, გამოყენებითი ფუნქცია აქვს დამატებული (მაგ: სუვენირი ზარდახშა, სარკე, ჭიქა, წიწაკის საფქვავი, სხვ.).

მექანიზმი 4: სოციალურად დაუცველთა დახმარება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ტურისტული მომსახურების ბიზნესების დაფუძნებაში (ფორმალური ეკონომიკა)

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ტურიზმის ასოციაციისა და ტურ-ოპერატორების რეკომენდაციითა და აქტიური მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უნდა ჩაუტარდეთ ცნობიერების ამაღლების ტრენინგები, თუ რა ტიპის აქტივობები შეიძლება მიეწოდოთ ტურისტებს და რის გაკეთება შეუძლია ადგილობრივ მოსახლეობას. ეს შეიძლება იყოს ცხენების გაქირავება, ჯომარდობის აღჭურვილობისა და ინსტრუქტორის მომსახურებები, ველოსიპედის/მანქანის გაქირავება,  გიდის მომსახურებების შეთავაზება, სუვენირების მაღაზიის გახსნა, კულტურული და ფოლკლორული პერფორმანსების ორგანიზება, ფესტივალების გაცოცხლება,  სხვა. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ტურიზმის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს რეგიონის თანაბრად განვითარების შესაძლებლობას იძლევა. საჭიროა მხოლოდ მცირე ფინანსური და მარკეტინგული მხარდაჭერა. პარტნიორი ტურ-აგენტები დიდი სიამოვნებით ჩართავენ ახალ შემოთავაზებებს თავიან ტურ-პაკეტებში, რადგან ეს მათ ინტერესშიც არის.

მექანიზმი 5: ადგილობრივი ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახადიდან რეფინანსირების მექანიზმის შემუშავება საზოგადოებრივი კეთილდღეობის პროექტებისთვის

ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირების ეფექტიანი მექანიზმი იქნება, თუ რეგიონის კერძო სექტორის მიერ გადახდილი გადასახადებიდან რეფინანსირების მექანიზმი შემუშავდება, ისეთი მცირე და საშუალო ზომის საზოგადოებრივი პროქტების განხორციელებისთვის, რომელიც ამავდროულად ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. კერძოდ: სკვერების მოწყობა, რეკრეაციული პარკების შექმნა, გასართობი და სპორტული ცენტრების შექმნა, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა, ტურისტული ადგილებისთვის საინფორმაციო ნიშნულების განვითარება, ტურისტული ბილიკების მოწყობა, სხვა. ასეთი ტიპის განვითარებაში ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობის როლი უმნიშვნელოვანესია.

მექანიზმი 6: მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, კერძო სექტორისა და ტურისტების ჩართვა რეგიონის განვითარებაში

არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ტურიზმის განვითარებაში უმიშვნელოვანესია. ეს ის სექტორია, სადაც ყველაზე მეტი ენთუზიაზმით სავსე ადამიანი არის თავმოყრილი. თუ მათი ფოკუსი რეგონის მასშტაბამდე შემცირდება და კონკრეტულ პროექტებამდე ჩამოყალიბდება, შესაძლებელია მობილიზებული იქნას მოხალისეთა მთელი არმია, რომელიც ტურიზმის განვითარების პროექტებს სრულიად უსასყიდლოდ დაგეგმავს. მსგავსი მაგალითი მრავლად მოიპოვება, რომელთაგან ტანზანიის ქეისს გაგაცნობთ.

ტანზანიაში შეიქმნა კულტურული ტურიზმის განვითარების პროგრამა, სადაც მოხალისეებმა თავად დაგეგმეს კულტურული ტურის მარშრუტები და შექმნეს პროგრამის ოფიციალური ვებგვერდი. მოხალისეები ტურისტებს უსასყიდლოდ ემსახურებოდნენს, აწყობდნენ პრეს და ბიზნეს ტურებს. ტურის მარშრუტში მათ ჩართული ჰქონდათ სოფლის სკოლის და საირიგაციო სისტემის განვითარების, ასევე, სხვა სოციალური განვითარების პროექტები, რომლის განხორციელებაც თანადაფინანსებით იყო შესაძლებელი. პროექტებში ჩართული ტურისტები დიდი ინტერესითა და ემფათიით მოეკიდნენ ობიექტების განვითარებას და გამგზავრებამდე მოხალისეებს უტოვებდნენ იმაზე ორჯერ მეტ თანხას ვიდრე ტურისტული მომსახურებებისთვის გადაიხდიდენ. მოხალისეებმა პროგრამის ფარგლებში, ერთი წლის მანძილზე 190,000 აშშ. დოლარის მობილიზება მოახერხეს, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იყო აღნიშნული პროექტების რეალიზაციისთვის.

მექანიზმი 7: ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, რომელიც ირიბად ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველთა ეკონომიკურ აქტივობას

ტურიზმის ინფრასტრუქტურლი პროექტები ორგვარია. ერთი მრივ, არის ძირითადი საშულებები, როგორიცაა გზების გაყვანა რეგიონსა და სოფლებში, საკომუნიკაციო სისტემების განვითარება, წყლითა ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, ტურისტული ბილიკების განვითარება, რაიონულ ცენტრთან/დედაქალაქთან ადვილად წვდომის უზრუნველყოფა, რაც ქმნის ტურისტული მიმზიდველობის წინაპირობას. მეორე მხრივ, არის განთავსების, კვების, გართობის და სხვა ტურისტული ინფასტუქტურული პროექტები, რომელიც კომერციულ ინტერესს ატარებს.როგორც წესი, მეორე მიმართულებას კერძო სექტორი თავად ავითარებს, თუ იქ ძირითადი საშუალებები არის უზრუნველყოფილი და რეგიონს აქვს ტურისტული პოტენციალი. შესაბამისად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უნდა მოახდინოს სახელმწიფო ფინანსების მობილიზება, რათა რეგიონებში შეიქმნას ძირითადი ინფრასტრუქტურული საშუალებები.

აღნიშნული აქტივობა გაზრდის რეგიონის კონკურენტუნარიანობას. გარდა ამისა, ეს დაეხმარება გლეხებს, უფრო მარტივად მოახერხონ თავიანთი პროდუქციის გატანა რეგიონულ ცენტრებსა და ქალაქებში, სადაც შედარებით დიდია სამომხმარებლო ბაზარი.

დასკვნის ნაცვლად:

ზემოთ მოყვანილი აქტივობები უფრო სწრაფი, შედეგიანი და მდგრადია თუ მას ორგანიზებას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უკეთებს რეგიონული ტურიზმის მართვის ორგანიზაცია, ე.წ. DMO (Destination Management Organization). ეს უკანასკნელ წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რომელმაც ჯერჯერობით საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდა.  DMO-ს ეფექტიანობას მისი ლოკაციური და სპეციალიზებული მიდგომა განაპირობებს, რაც მას ეხმარება უკეთ დაგეგმოს ადგილობრივი ტურისტული რესურსების გამოყენება და სოციალური პარტნიორების ეფექტიანი მობილიზება.

მიზეზი, რატომაც ვერ ხერხდება DMO-ს ამუშავება საქართველოში, როგორც ჩანს, მისთვის ფინანსური რესურსების არარსებობაა. სხვადასხვა ქვეყანაში, DMO-ს დაფინანსება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და კერძო სექტორის თანამონაწილეობით, რადგან ეს ორივე მხარის ინტერესშია. ფინანსური ვალდებულება, მათი საქმეში ჩართულობის გარანტიის მოსაპოვებლადაც არის საჭრო. ეს კი, გარკვეულ საზოგადოებრივ მოწიფულობას საჭროებს, რისთვისაც, როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანას ჯერჯერობით მზაობა არ გააჩნია.

წინა სტატია

ახალი ინტერნეტი, ანუ ბიტკოინი
27 აპრილი, 2015

შემდეგი სტატია

საქართველოს საავტომობილო ბაზრის პრობლემები
28 მაისი, 2015
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა