"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."

როგორ დავითვალოთ სტიქიით მიღებული ზიანი და შევაფასოთ სავარაუდო ზარალი

როგორ დავითვალოთ სტიქიით მიღებული ზიანი და შევაფასოთ სავარაუდო ზარალი

13 ივნისის სტიქიის შედეგად მიღებული ზარალი, პირველადი ინფორმაციით, 45 მილიონ ლარს აღწევს. მეთოდოლოგია, თუ როგორ ითვლის სახელმწიფო ზარალს არაა გამჭვირვალე და ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, ასევე  ეკონომიკური მოდელი, რომლითაც სახლემწიფო ხელმძღვანელობს, არ ითვალისწინებს  არამატერიალურ დანაკარგს და ეკონომიკური პროცესების შეფერხების  სავარაუდო მნიშვნელობას, შესაბამისად ვღებულობთ არასრულფასოვან სურათს.

ბოლო ორი დეკადაა ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტიქიებით მიყენებული რეალური და პროგნოზებული ზარალის გათვლას. მდგრადი ეკონომიკური განვითარების  ერთ-ერთი მთავარი მოცანა  სწორად ეს მიმართულებაა. თანამედროვე მოდელების გამოყენებით გაცილებით ზუსტად შეიძლება მოხდეს სტიქიის შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზარალის კალკულაცია  კონკრეტული პერიოდისთვის.  ქვემოთ მოცემულია სტიქიით მიყენებული ზარალის გაანგარიშების ყველაზე აპრობირებულ მეთოდი (MEDIS), რომელიც შემუშავებულია გერმანიის კატასტროფების შედეგად მიყენებული ზიანის შემცირების ინსტიტუიტს მიერ.

მოცემული მეთოდოლოგიის ფარგლებში, პირველ რიგში, დგინდება სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, რომელიც მოიცავს:

1) საცოხვრებელ კონსტრუქციებზე მიყენებულ ზიანს. მონეტარულ ფორმაში ამის შეფასება დამოკიდებულია  დატბორვის დონეზე, შენობის ტიპზე და შენობის ხარისხზე.  

2) კომერციულ და ინდუსტრიულ სექტორს, რომელიც აგრეთვე მოიცავს საჯარო სექტორსაც. დაანგარიშება ხდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე დგინდება წყლის სიღრმე, რომელიც იყოფა ხუთ კატეგორიად. ასევე გამოიყოფა კომპანიების სამი კატეგორია, რომლებიც რანჟირდებიან დასაქმებულების რაოდენობით. სექტორის ჩაშლა კომპანიების დონეზე ხდება ოთხი განსხვავებული ეკონომიკური აქტივობის მიხედვით. კალკულაციის მართებულად წარმართვის შემთხვევაში,  პირველი ეტაპის შემდეგ  სახეზეა მონაცემები შენობების, აღჭურვილობების, საქონლის და პროდუქციის ზარალის საშუალო მაჩვენებლების შესახებ. მეორე ეტაპზე კი სკალირების გამოყენებით შესაძლებელია დადგინდეს ზემოთმოყვანილ სექტორზე მოქმედი ფაქტორების კომბინაციების შედეგად მიყენებული მთლიანი ზარალი. 

3) ტრანსპორტირება, რომელიც მოიცავს ორ კომპონენტს: გზები და გადაადგილებასთან დაკავშირებულ შეფერხებებს. საგზაო ინფრასტურუქტურის მწყობრიდან გამოსვლა და მისი სარეაბლიტიაციო სამუშაოების პირადპირი მონეტარული შეფასება საკმაოდ მარტივი კომპონენტია, რომლის დადგენაც სახელმწიფო სტრუქტურებს სწრაფად შეუძლიათ. ეს კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგ ოთხ ცვლადზე  ინფორმაციას: 1) ერთ კვადრატულ მეტრზე რეკონსტრუქციის მონეტარულ ხარჯს, 2) შესაბამისი ზარალის შედარებას დაზიანებული გზის ახლით ჩანაცვლების ღირებულებასთან 3) დათვლილი მიმდინარე დადგენილ ღირებულებასთან  და 4) ექვსკომპონენტიან ზარალის სკალას, რომლის შემუშავებაც ხდება მერიის ადმინისტრაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ.

ტრასპორტირების მეორე კომპონენტი – გადაადგილებასთან დაკავშირებული შეფერხებები გაცილებით რთული დასათვლელია და  არაპიდაპირი ზარალის სახით გვევლინება. იმის შეფასება, თუ რა გავლენას ახდენს  ეკონომიკაზე საგზაო მოძრაობის  შეფერხება, რამდენად ხანგრძლივია ეს პროცესი და როგორ მოქმედებს ეს შეფერხება მოქალაქეების ეფექტურობის, ბიზნეს და საჯარო სექტორის გამართულ მუშაობაზე  საკმაოდ კომპლექსური და რთული პროცესია. ქვემოთ წარმოდგენილია სქემა, სადაც შესაძლებელია პირდაპირი და არაპირდაპირი მატერიალური ზარალის ხილვა დროის გარკვეულ პერიოდში.

ნახ N1: სტიქიის შედეგად მიღებული პირდაპირი მატერიალური ზარალი დროის და სივრცითი განზომილებების მიხედვით.

ნახ: N2 სტიქიის შედეგად მიღებული არაპირდაპირი მატერიალური ზარალი დროის და სივრცითი განზომილებების მიხედვით.

ზუსტი პროგნოზი რა გავლენას მოახდენს სტიქია თბილისის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე ამჟამად შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც შევძლებთ ზუსტად დავითვალოთ ზარალის მოცულობა,  დავადგენთ მის სამომავლო გავლენას მთლიან შიდა პროდუქტზე.  მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ სავარაუდო შედეგები და მომზადებული დავხვდეთ მოვლენებისგანვითარებას. თუ სწორად შევაფასებთ რისკებს, მისი ჰეჯირების გზებიც გაცილებით ნათელი იქნება. 

გააზიარე