CopyPaste

პეტრიაშვილი: ალიანსის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს უჭერს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას
11 სექტემბერი 2019
"ნატო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს უჭერს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ამას სჭირდება მუშობა, ისეთ მხარდამჭერებთან როგორიც არის რასმუსენი, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საფრანგეთის, გერმანიის პრეზიდენტთან. სხვა შემთხვევაში, ეს დარჩება ინაშვილის თუ სხვა პოლიტიკოსების განხილვის ამარა და ასე დამთავრდება, თუკი ხელისუფლება არ აიღებს ამ დროშას ხელში. თუ ხელისიფლება გადაწყვეტს, მას ექნება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის იმ 77%-სგან, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას. კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ პროპაგანდისტებს, რომლებიც იმ წამიდანვე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ საქართველოს სთავაზობენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატო-ში გაწევრიანებას. თან ეს ყველაფერი რუსულ ენაზე გადაითარგმნა. ეს არის მტკნარი სიცრუე და პროპაგანდისტული ხრიკი. თუ გვინდა, რომ შეჩერდეს დღეს ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების შემდგომი ოკუპაცია, წამება, მოტაცება, მკვლელობა და სულ იმის შიშში არ ვიყოთ, რას იტყვის მოსკოვი, ეს მარჩიელობა რომ დამთავრდეს, ზუსტადაც არის მნიშვნელოვანი გადაიდგას პრინციპული და კონკრეტული ნაბიჯები. თავისით კარს არავინ შემოგვიმტვრევს".
განაცხადა საქმიანი დილის ეთერში, ალექსი პეტრიაშვილმა. 2019 წელი, 11 სექტემბერი.

6 დეკემბერი
2019
მარგველაშვილი: ოპოზიციური სპექტრი ძალიან გაზრდილია
ვუყურებ როგორი ორგანიზებულია ოპოზიცია.

5 დეკემბერი
2019
თურნავა: მოვახერხეთ და ინვესტორების ყურადღება პოზიტივზე გადავრთეთ
ამას წარმატებულად ვახერხებთ.

3 დეკემბერი
2019
ოხანაშვილი: ქართული ოცნების ახალგაზრდები განათლებული და გონიერები არიან
მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს.

29 ნოემბერი
2019
კობახიძე: 100 დეპუტატი ეყოფა იმ 200 კაცს, რომელიც პარლამენტთან დგას
ოპოზიცია არის მილევად რეჟიმში.

28 ნოემბერი
2019
ღარიბაშვილი: ბატონმა ბიძინამ ჩვეული გულწრფელობით გასცა ყველა კითხვას პასუხი
ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შეფასება.

27 ნოემბერი
2019
ივანიშვილი: რა უფლებით ითხოვენ ესენი ჩვენგან რაღაცის შესრულებას?
ივანიშვილი გადაცემაში "პრაიმ შოუ".

26 ნოემბერი
2019
გაბუნია: სპეც. რაზმი სისასტიკისთვის არასდროს გამოყენებულა
ზაზა გაბუნია "დღის ამბებში".

25 ნოემბერი
2019
კალაძე: კანონპროექტმა საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღო
მიუხედავად გუნდის ხელმძღვანელობის მცდელობისა.