CopyPaste

უსუფაშვილი: ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ აუცილებელია პროპორციული არჩევნები

17 ნოემბერი 2019

“მთავარია, რომ ყველა, გარდა ერთისა, პოლიტიკური ძალა ლაპარაკობს იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყანაში პროპორციული არჩევნები. ის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ამაზე არ თანხმდება, 3 და 4 თვის წინ იყო თანახმა და თვითონ შემოგვთავაზა პროპორციული არჩევნები. ეს არჩევნები ჯერ კიდევ მიუღწეველია. რატომ? იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს გაუჩნდა შიში იმისა, რომ პროპორციული არჩევნებით იგი ძალაუფლებას სრულად თუ არა, ნაწილობრივ დაკარგავს. მან დაინახა, რომ პროპორციული არჩევნებით, როგორც მინიმუმ ხელისუფლების გაყოფა მოუწევდა. ერის მამამარჩენლის იდეაფიქსით შეპყრობილი ადამიანები (და ივანიშვილი არ არის პირველი ჩვენ ქვეყანაში) ხდებიან ამ საკითხში შეურაცხადნი, ვერ იაზრებენ, რომ ამ სრულ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულნი უფრო მაღლიდან დაენარცხებიან ძირს და ქვეყანასაც უკან წევენ. მას შემდეგ, რაც 113 ხმით იყო საჭირო გადაწყვეტილების მიღება, მაჟორიტარები ამიჯანყდნენ და ვერ დავარწმუნეო, ამას გვეუბნება ჭარბი ავტორიტეტით აღჭურვილი ადამიანი, ანუ საკუთარი ბანკის თანამშრომელსაც ვერ არწმუნებს".

დავით უსუფაშვილი ტვ პირველის პირდაპირ ეთერში. 2019 წელი, 17 ნოემბერი.  

6 დეკემბერი
2019

მარგველაშვილი: ოპოზიციური სპექტრი ძალიან გაზრდილია

ვუყურებ როგორი ორგანიზებულია ოპოზიცია.

5 დეკემბერი
2019

თურნავა: მოვახერხეთ და ინვესტორების ყურადღება პოზიტივზე გადავრთეთ

ამას წარმატებულად ვახერხებთ. 

3 დეკემბერი
2019

ოხანაშვილი: ქართული ოცნების ახალგაზრდები განათლებული და გონიერები არიან

მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს.

29 ნოემბერი
2019

კობახიძე: 100 დეპუტატი ეყოფა იმ 200 კაცს, რომელიც პარლამენტთან დგას

ოპოზიცია არის მილევად რეჟიმში. 

28 ნოემბერი
2019

ღარიბაშვილი: ბატონმა ბიძინამ ჩვეული გულწრფელობით გასცა ყველა კითხვას პასუხი

ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შეფასება.

27 ნოემბერი
2019

ივანიშვილი: რა უფლებით ითხოვენ ესენი ჩვენგან რაღაცის შესრულებას?

ივანიშვილი გადაცემაში "პრაიმ შოუ".

26 ნოემბერი
2019

გაბუნია: სპეც. რაზმი სისასტიკისთვის არასდროს გამოყენებულა

ზაზა გაბუნია "დღის ამბებში".

25 ნოემბერი
2019

კალაძე: კანონპროექტმა საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღო

მიუხედავად გუნდის ხელმძღვანელობის მცდელობისა.

21 ნოემბერი
2019

გახარია: დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების განზომილებაზე

პრემიერი საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

19 ნოემბერი
2019

გახარია: პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში

გიორგი გახარია აქციის დარბევას გამოეხმაურა.

საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი
Issues | დეკ, 05, 2019