მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანია

2017 წლის წინასწარი მონაცემებით, შემოსავლის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკული სუპერმარკეტების ქსელი „ვოლმარტია“. „ვოლმარტი“ 2017 წელს 486 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს და დასაქმებული ჰყავა 2.3 მილიონი ადამიანი. 2.3 მილიონი ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად საქართველოს სამუშაო ძალა (შრომისუნარიანი მოსახლეობა). „ვოლმარტის“ წლიური შემოსავალი აღემატება ისეთი ქვეყნების წლიურ შემოსავალსაც (მთლიან შიდა პროდუქტს) კი, როგორიცაა ირლანდია, ავსტრია, დანია, ნორვეგია, ჩეხეთი, ისრაელი, ფინეთი, პორტუგალია და სხვა. „ვოლმარტზე“ მეტი შემოსავალი მსოფლიოში მხოლოდ 25 ქვეყანას აქვს.

მე-2 ადგილზეა ჩინური „სთეით გრიდი“, რომელიც ელექტროენერგიის წარმოებით და განაწილებითაა დაკავებული. მე-3-4 ადგილებს ნავთობის და გაზის სექტორში მოქმედი კომპანიები იკავებენ. შემდეგ მოდიან საავტომობილო კომპანიები: „ტოიოტა“ და „ფოლკსვაგენი“.

ბოლო ერთ წელიწადში, ათეულში შემავალი კომპანიებიდან ყველაზე მეტად (7.7%-ით) „ტოიოტას“ შემოსავალი გაიზარდა.

წინა სტატია

IMF მთავრობას კიდევ ერთ რეგულაციას სთავაზობს
08 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

Incomes From Tourism In Georgia And Other Countries
01 ნოემბერი, 2017
რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს?
სტრატეგიები | იან, 13, 2019
საქართველოს ბანკის ახალი გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე იქნება
ბიზნესი | იან, 10, 2019
10 ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომერი საქართველოში
რეიტინგი | იან, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა