Apple-ის ხმოვანი მართვის ახალი ფუნქცია Siri

ხმოვანი მართვის ფუნქცია Siri-თ პირველად ოქტომბრის დასაწყისში, iPhone 4S-ის პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე დავინტერესდი. მის შესახებ ჯერ კიდევ 2010 წლის აპრილში შევიტყვე, როდესაც კომპანია Apple-მა SRI International-გან კონფიდენციალური შესყიდვა განახორციელა, თუმცა ამისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია.

ამ ფუნქციით ჩემი დაინტერესება გამოიწვია iPhone 4S-ის წინასაპრეზენტაციო გაშუქების საპასუხოდ მეგობრისგან მიღებულმა შეტყობინებამ. იგი მარწმუნებდა, რომ Apple-ს სურდა წარმოედგინა განახლებული პროდუქტის შესაძლებლობა, რომელიც უახლესი მოდელებისგანაც კი სრულიად განსხვავებული და მოდერნიზებული იქნებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ინოვაციაში, რომელიც მომხმარებელს ამ პროდუქტის შეძენას აიძულებდა, ტექნიკა არ იგულისხმებოდა. ეს შესაძლოა ყოფილიყო პროგრამული უზრუნველყოფის, ან რაიმე განსხვავებული მომსახურების შეთავაზება მომხმარებლისთვის. თუმცა თავად პროგრამა Siri ამასთან არ დამიკავშირებია.

ჩემმა მეგობარმა აღნიშნა, „Siri-ს ინტეგრირების პროცესზე დაკვირვება საკმაოდ საინტერესო იქნება - მისი წარმატებული მუშაობისა და ინტეგრირების შემთხვევაში (რაც Apple-ისგან სრულიად მოსალოდნელია) მან შესაძლოა ბაზარზე თამაშის წესები შეცვალოს.
მას ეს უნდა სცოდნოდა, როგორც პიროვნებას, რომელიც წლების მანძილზე პროგრამული მიღწევებითა და სწორად შეფასების უნარით არის ცნობილი. ჩვენ ერთადაც გვიმუშავია სწორედ ასეთ ტექნოლოგიაზე: გამოთვლით ლინგვისტიკაზე, რომელიც ხმის ამოცნობისა და ენის გაგების სისტემით უზრუნველყოფას გულისხმობს.

ამ კვირაში ანალიტიკოსთა შორის ყველაზე მაღალი რანგის სპეციალისტმა, ტიმ ბაჟარინმა, დეტალურად ისაუბრა Siri-ს შესაძლებლობებსა და განვითარების პერსპექტივებზე. შეიძლება ითქვას, რომ ბაჟარინი საუკეთესო ანალიტიკოსია - პროფესიონალი, რომელთან თანამშრომლობაც ყველასთვის სასურველია. კომპიუტერული ტექნიკის ბაზარზე ბაჟარინი განვითარების ადრეულ ეტაპზევე გამოჩნდა და იცნობდა ამ საქმის პიონერებს: სტივ ჯობსს, ბილ გეიტსსა და სხვებს. თავად მე ათი წლის განმავლობაში მხოლოდ მინიკომპიუტერული სისტემით შემოვიფარგლე და PC-ბაზარზე შესვლა ვერ შევძელი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ბაჟარინის შესახებ საუბრისას უნდა ითქვას, არის ის, რომ იგი სტივ ჯობსის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდა. 35 წლის ასაკიდან, მას შემდეგ რაც პირველად შეიტყო Apple-ის შესახებ, ის ერთადერთი ანალიტიკოსი იყო, რომელიც მუდმივად თანამშრომლობდა კომპანია Apple-თან. მედიასთან ურთიერთობისას იგი წინდახედულებასა და სიფრთხილეს იჩენდა, Apple-ისთვის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი ის ყოველთვის მისთვის "წმიდათაწმიდა" ადგილის ერთგული რჩებოდა.

მას შემდეგ, რაც ბაჟარინმა საკუთარი ხედვა გამოთქვა იმის თაობაზე, რომ Apple-ისთვის SIRI შესაძლოა გახდეს სარეკლამო ბიზნესში შესვლის შესაძლებლობა Google-ისა და Microsoft-ის გვერდის ავლით, მე რამდენიმე საკითხით დავინტერესდი. მისმა ამ განცხადებამ ბევრად მეტად მოჰფინა ნათელი Apple-ს გეგმებს, ვიდრე სხვა რომელიმე ინფორმაციამ, რაც ოდესმე მისგან მიმიღია.
მომეჩვენა, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა შექმნას რეალური წარმოდგენა Apple-ის საქმიანობის შესახებ. იქნებ ბაჟარინმა უფრო თავისუფლად შეძლო საკუთარი მოსაზრების გამოხატვა მაშინ, როდესაც აღარ ჰყავდა მაკონტროლებელი ფიგურა სტივ ჯობსის სახით? მას ხომ შესაძლოა გაეკრიტიკებინა ბაჟარინის მიდგომა. ან იქნებ ეს მხოლოდ მისი ხედვა იყო, ან სულაც იგი იყენებდა მოვლენების მოსალოდნელი განვითარების გაანალიზების შესანიშნავ უნარს.

პირადი საუბრისას მარწმუნებდა, რომ ეს მისი იდეა იყო და გაეცინა, როდესაც ამ იდეას ბრწყინვალე ვუწოდე. SIRI ბევრად მეტია, ვიდრე შიდა ხმოვანი მოწყობილობა. ეს არის ნებისმიერი რაოდენობის მონაცემთა ბაზის გარე ინტერფეისი, რომლის ნაწილიც Apple-ს აქვს, დანარჩენის შეძენას კი 80 მილიარდზე მეტი შემოსავლის წყალობით შეძლებს.
მაშინ როდესაც SIRI მომხმარებელს პირდაპირ სთავაზობს OpenTable -ის სერვისს, რაღატომ დავხარჯოთ დრო სასურველი კვების ობიექტის მოძიებაზე Google-ში? აღმოჩნდა, რომ მონაცემები, რომლითაც საზოგადოება ძირითადად ინტერესდება, საკმაოდ შეზღუდულია: ამინდი, საკვები, რუკები, გასართობი ცენტრები და მსგავსი თემები.

SIRI-ს გამოჩენა მხოლოდ იმ კომპანიებს წაადგება, რომლებიც მასშტაბურ შიდა ოპერაციებს აწარმოებენ, როგორიცაა, მაგალითად, Amazon. Apple არ აპირებს Amazon-ის შესყიდვას და ეს უკანასკნელი მომხმარებლებისთვის კვლავ დარჩება გარკვეული ნივთების შესყიდვის ერთ-ერთ საშუალებად.

SIRI-ს კონკურენტი არც IBM-ია, რადგან ის არც სარეკლამო შემოსავალზე, არც მომხმარებლებისთვის მიმზიდველ თვალისმომჭრელ ელემენტებზე და არც კონტენტზე არ არის დამოკიდებული. IBM სხვადასხვა კომპანიას უზრუნველყოფს საჭირო ინფრასტრუქტურით იმისათვის, რომ მათ მსგავსი პროდუქტები განავითარონ. კომპანია შემოსავალს ამ გზით იღებს. მეთოდოლოგიისა და მონაცემთა ბაზების კონტენტზე მუშაობა IBM-ის ინტერესებს სცდება.

სხვებს არცთუ ისე გაუმართლათ. Apple-ის წინ გადადგმული ნაბიჯით არა მხოლოდ Google და Microsoft ზარალდება, არამედ იმ კონტენტის მფლობელებიც, რომელთა მონაცემთა ბაზების მითვისებასაც Apple შეეცდება. შესაძლებელია, რომ აღნიშნული კომპანიები იძულებული გახდნენ საკუთარი ბიზნესი Apple-ის პირობებს მოარგონ.

შედარებით უკეთეს პოზიციაში არიან რეკლამის განმცხადებლები. ალტერნატიული Apple-ის ფონზე, Google-სა და Microsoft-ს ბიზნესის შესანარჩუნებლად, სავარაუდოდ, სარეკლამო ტარიფების შემცირება მოუწევთ.

ყოველივე ეს ერთ მთავარ კითხვას ბადებს: როდის აღიქვამს ამერიკის მთავრობა Apple-ს, როგორც შავ ხვრელს, რომელიც ყველა დანარჩენ ბიზნესს ისრუტავს და მომხმარებელს არჩევანს არ უტოვებს. თუ ფედერალური ავტორიტეტები Apple-ს უკონკურენტოდ მიიჩნევენ, მას სანქციების თავიდან აცილება ან სტრატეგიის შეცვლა მოუწევს. მანამდე კი სხვებს სიფრთხილე მართებთ.

 

წინა სტატია

01 იანვარი, 1970

შემდეგი სტატია

ვინ იყო სტივ ჯობსი?
06 დეკემბერი, 2011
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა