Rovio Entertainment–ის აღმასრულებელი დირექტორი შეიცვალა

AngryBirds–ის შემქმნელი ფინური კომპანია Rovio Entertainment–ის აღმასრულებელი დირექტორი, პეკკა რანტალა თანამდებობიდან გადადგა. მის ადგილს კატი ლავორანტა დაიკავებს, რომელიც აქამდე კომპანიის იურიდიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. "ჩვენ გვსურს, რომ Rovio–ში მართვის უფრო მოქნილ ფორმა დამკვიდრდეს, ვიდრე ეს პეკკას დროს იყო", – განაცხადა დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა, კაი ჰედმა.

პეკკა რანტალა თანამდებობას 2014 წლის აგვისტოდან იკავებდა, მანამდე ის კომპანია Nokai–ში მუშაობდა. თავად Rovio 2003 წელს დაარსდა. 2009 წელს კომპანიამ შექმნა AngryBirds, რომელიც სმარტფონების მომხმარებლებისათვის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია.

წინა სტატია

სომხეთში მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2.2%-ით განისაზღვრა
10 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

რევოლუციონერი
10 დეკემბერი, 2015
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა