ბარელი ნავთობის მსოფლიო ფასი 37 დოლარამდე შემცირდა

ბარელი ნავთობის მსოფლიო ფასი 37 დოლარამდე შემცირდა

დღეისათვის ერთი ბარელი ნედლი ნავთობის მსოფლიო ფასი 37 დოლარამდეა და კლებას განაგრძობს. 37 დოლარზე ნაკლები ფასი ბოლოს 2009 წლის იანვარში დაფიქსირდა, როცა ბარელი ნავთობი 32 დოლარი ღირდა.

ბოლო დღეებში ნავთობის ფასის შემცირება ძირითადად ნავთობექსპორტიური ქვეყნების (OPEC) წარმომადგენელთა შეხვედრამ განაპირობა, სადაც აღნიშნული ორგანიზაციის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების შემცირებაზე და დღიურად 30 მილიონ ბარელს მოიპოვებენ. მოპოვების რეკორდული მაჩვენებელი აქვს აშშ-ს და რუსეთსაც, დღეში შესაბამისად 15 და 11 მილიონი ბარელი.

ნავთობის ფასზე ასევე უარყოფითად მოქმედებს ირანისგან მოსალოდნელი წარმოების ზრდა და ვენესუელაში მთავრობის ცვლილება. ვენესუელას დღეს ყველაზე მეტი ნავთობის მარაგი აქვს და აქამდე ანტიდასავლური პოლიტიკის გამო ვერ ახერხებდა ნავთობის უფრო მასშტაბურად და ეფექტიანად წარმოებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *