ნოემბერში საქართველოს ექსპორტი 9.4 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის ნოემბერში საქართველოს საქონლის ექსპორტი 9.4%-ით (16 მილიონი დოლარით) შემცირდა, ხოლო იმპორტი - 20%-ით (145 მილიონი დოლარით). თუმცა, თუ მიმდინარე წლის ნოემბრის ექსპორტს 2013 წლის ნოემბერს შევადარებთ, კლება 40%-ია (126 მილიონი დოლარი).

2014 წლის ნოემბერში 203 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2015 წლის ნოემბერში 187 მილიონი დოლარის. თერთმეტი თვის ჯამში, იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 23%-ით (609 მილიონი დოლარი) შემცირდა, ხოლო იმპორტი 11%-ით (858 მლნ დოლარი).

2015 წლის იანვარ-ნოემბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4 854 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 250 მილიონი დოლარით ნაკლებია.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 24 დეკემბერს გამოქვეყნდება.

წინა სტატია

ნოემბერში რუსეთის სავალუტო რეზერვები 2 მილიარდი დოლარით შემცირდა
14 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

უკრაინამ გაზის ყოველდღიური მოხმარება 25%–ით შეამცირა
15 დეკემბერი, 2015
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
ახალი სტანდარტი
ინტერვიუ | ივნ, 20, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა