უკრაინამ გაზის ყოველდღიური მოხმარება 25%–ით შეამცირა

"ბუნებრივი აირის ხარჯვის შემცირება დღეში 11 მილიონი დოლარის ეკონომიის საშუალებას იძლევა", – განაცხადა არსენ იაცენიუკმა, გადაცემაში "10 წუთი პრემიერთან". საერთო ჯამში, დაზოგილი თანხა 2 მილიარდ დოლარას მიაღწევს, განმარტავს უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელი. 

"ჩვენ გვაშინებდნენ, რომ ზამთარს ვერ გადავიტანდით და გავიყინებოდით, იმიტომ რომ რუსეთი გაზს გაგვითიშავდა და ბუნებრივი აირის სხვა მომწოდებელი არ გვეყოლებოდა. ახლა ჩვენ უკვე გავთავისუფლდით რუსული დიქტატისგან", – აღნიშნა იაცენიუკმა. მისივე განცხადებით, უკრაინა ბუნებრივ აირს ახლა ევროპული კომპანიებისგან ყიდულობს და 1000 კუბურ მეტრზე რუსული გაზის ნახევარ ფასს – 250 დოლარს იხდის.

წინა სტატია

ნოემბერში საქართველოს ექსპორტი 9.4 პროცენტით შემცირდა
14 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

შეუზღუდავი პასუხისმგებლობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში
15 დეკემბერი, 2015
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა