უკრაინამ გაზის ყოველდღიური მოხმარება 25%–ით შეამცირა

უკრაინამ გაზის ყოველდღიური მოხმარება 25%–ით შეამცირა

“ბუნებრივი აირის ხარჯვის შემცირება დღეში 11 მილიონი დოლარის ეკონომიის საშუალებას იძლევა”, – განაცხადა არსენ იაცენიუკმა, გადაცემაში “10 წუთი პრემიერთან”. საერთო ჯამში, დაზოგილი თანხა 2 მილიარდ დოლარას მიაღწევს, განმარტავს უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელი. 

“ჩვენ გვაშინებდნენ, რომ ზამთარს ვერ გადავიტანდით და გავიყინებოდით, იმიტომ რომ რუსეთი გაზს გაგვითიშავდა და ბუნებრივი აირის სხვა მომწოდებელი არ გვეყოლებოდა. ახლა ჩვენ უკვე გავთავისუფლდით რუსული დიქტატისგან”, – აღნიშნა იაცენიუკმა. მისივე განცხადებით, უკრაინა ბუნებრივ აირს ახლა ევროპული კომპანიებისგან ყიდულობს და 1000 კუბურ მეტრზე რუსული გაზის ნახევარ ფასს – 250 დოლარს იხდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *