ლუდოვიკო XIV-ის სასახლე რეკორდულ ფასად გაიყიდა

პარიზთან ახლოს მდებარე Château Louis XIV (ლუდოვიკო XIV-ის სასახლე) რეკორდულ ფასად გაიყიდა. მყიდველმა მასში 275 მილიონ ევროზე მეტი ($301 მილიონი) გადაიხადა - იტყობინება Bloomberg-ი, 2 წყაროზე დაყრდნობით. მყიდველის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ ის ახლო აღმოსავლეთიდანაა. 

სახლის მფლობელმა კომპანია Cogemad-მა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. კომენტარი არ გააკეთა არც Christie’s International Real Estate-მა, რომელიც წყაროს თქმით, გარიგებაში მონაწილეობდა.  სახლი პარიზიდან 15 წუთის სავალზეა, XVII საუკუნის სტილშია აშენებული და 23 ჰექტარ პარკსაც ფლობს. უძრავი ქონების ბაზარზე წინა რეკორდი 2011 წელს დაფიქსირდა, როდესაც ლონდონში პენტჰაუსი 221 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

წინა სტატია

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთები გაზარდა
17 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ფერმერი დიდი ქალაქიდან
18 დეკემბერი, 2015
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა
საქართველო | სექ, 13, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა