Debenhams-ი 240-წლიანი არსებობის შემდეგ იხურება

Debenhams-ი 240-წლიანი არსებობის შემდეგ იხურება

დიდი ბრიტანეთის ტანსაცმლის რითეილ სექტორი უპრეცედენტო კრიზისშია. ისეთი რითეილ კომპანიები აცხადებენ სერიოზული ფინანსური პრობლემების შესახებ, რომლებიც დიდი ხანია ბაზარზე ოპერირებენ. მას შემდეგ რაც Arcadia Group-მა გაკოტრების შესახებ ამცნო საზოგადოებას, კიდევ ერთმა ბრენდმა Debenhams-მა განაცხადა კრიზისის შესახებ. მანამდე კი ფინანსური პრობლემების შესახებ Jaeger-მა, Peacocks-მა და Moss Bros-მაც განაცხადეს.

მეორე ლოქდაუნის ფარგლებში ტანსაცმლის ბრენდებს 5 ნოემბრიდან ბრიტანეთში კიდევ ერთხელ მოუწიათ მაღაზიების დახურვა. ლოქდაუნის ვადა დღეს იწურება, თუმცა, მაღაზიების ხელახლა გახსნა, ზოგიერთი ბრენდისთვის უკვე შეუძლებელია.

Debenhams-მა დღეს დილით განაცხადა, რომ ის იწყებს ბიზნესის გაჩერებას და 124-ივე მაღაზიის დახურვას, რაც პოტენციურად 12 000 სამუშაო ადგილის გაქრობას გამოიწვევს. ბრენდის ადმინისტრაცია ზაფხულიდან მოყოლებული ეძებდა პოტენციურ მყიდველს. თუ მყიდველი ვერ იპოვა კომპანიამ, გამოდის მისი მაღაზიები სამუდამოდ დაიხურება. დახურვის პროცესი კი ახალი წლისთვის დაიწყება, რაც იმას ნიშნავს რომ Debenhams-ი დიდი ბრიტანეთის ბაზრიდან 240-წლიანი ოპერირების შემდეგ გაქრება.

Debenhams-ი 1778 წელს დაარსდა დიდ ბრიტანეთში, თავიდან მხოლოდ ერთი მაღაზიით იყო წარმოდგენილი, შემდეგ კი მისი მაღაზიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 178 ლოკაციაზე გამოჩნდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *