Dom Pérignon Mathusalem–ი – მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შამპანური

გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერმა" მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შამპანურების სია გამოაქვეყნა. მათ შორის პირველი ადგილი საფრანგეთში დამზადებულმა Dom Pérignon Mathusalem-მა დაიკავა, რომელიც 1996 წელს მხოლოდ 35 ბოთლი გამოვიდა და თითოეულის ღირებულება 49 000 დოლარია. მეორე ადგილს Dom Pérignon Rosé იკავებს, რომელიც 1998 წელს აწარმოეს, ერთი ბოთლის ღირებულება 11 179 დოლარს შეადგენს. მესამეზეა 6 500 დოლარის ღირებულების კიდევ ერთი ფრანგული წარმოების შამპანური – Armand De Brignac Brut Gold. მეოთხე ადგილზეა Champagne Krug Clos d'Ambonnay – ერთი ბოთლის ფასი 3,999 დოლარია. მეხუთე პოზიცია Armand de Brignac Brut Gold–მა დაიკავა – 2 239  დოლარი.

შამპანური - იგივე  შუშხუნა  ღვინო მე-17 საუკუნეში საფრანგეთში  შეიქმნა, თავდაპირველად იგი მხოლოდ მეფეებისა და დედოფლებისთვის მზადდებოდა, დღეს კი მას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აწარმოებენ.

წინა სტატია

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზრდება
21 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ნოემბერში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 52 პროცენტით გაიზარდა
21 დეკემბერი, 2015
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა