რომელი დარგების ხარჯზე იზრდება საქართველოს ეკონომიკა

2015 წლის პირველ სამ კვარტალში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 2.7%-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის ტემპი მასში შემავალი ცალკეული დარგების ზრდის წილობრივი ჯამია. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში რა წილს შეიტანს კონკრეტული დარგი, ეს დამოკიდებულია, როგორც ამ დარგის ზრდის ტემპზე, ასევე მის წილზე ეკონომიკაში. რაც უფრო დიდია დარგი, მის ზრდას მეტი გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაში.

მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში დაფიქსირებულ 2.7%-იან ეკონომიკურ ზრდაში 1.1% პუნქტი მოდის მშენებლობაზე. მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით ოპერაციები 0.39% პუნქტით, ხოლო მესამეზე საფინანსო საქმიანობაა 0.33% პუნქტით. შემცირება ორ დარგში დაფიქსირდა, ესენია: დამამუშავებელი მრეწველობა და საფინანსო შუამავლობა.

ეკონომიკის დარგები 

წილიეკონომიკაში

ზრდისტემპი

წილიეკონომიკურზრდაში

მშენებლობა

6.7%

16.5

1.10

ოპერაციები უძრავი ქონებით

5.7%

6.2

0.39

საფინანსო საქმიანობა

3.5%

9.7

0.33

ტრანსპორტი

7.9%

3.9

0.31

სოციაულური და კომუნალური მომსახურება

4.1%

6.5

0.27

სოფლის მეურნეობა

9.6%

2.5

0.24

სამთომომპოვებით მრეწველობა

0.8%

19.6

0.16

სასტუმროები და რესტორნები

2.3%

6.8

0.16

ჯანდაცვა

6.1%

2.5

0.15

სახელმწიფო მმართველობა

8.9%

1.5

0.13

განათება

4.9%

2.6

0.13

კავშრგაბმულობა

2.7%

4.2

0.11

ელენერგიის, აირისა და წყლის წარმოება

2.8%

4.0

0.11

შინამეურნეობების გამომუშავება

2.5%

3.7

0.09

ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი

17.0%

0.4

0.07

ფინანსური შუამავლობის მომსახურება

1.0%

-5.0

-0.50

დამამუშავებელი მრეწველობა

10.6%

-5.1

-0.54

წინა სტატია

ნოემბერში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 52 პროცენტით გაიზარდა
21 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

კერძო დაზღვევის ახალი იმედი L
22 დეკემბერი, 2015
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა