გეითსების ფონდი კორონავირუსთან საბრძოლველად კიდევ $250 მლნ-ს გამოყოფს

გეითსების ფონდი კორონავირუსთან საბრძოლველად კიდევ $250 მლნ-ს გამოყოფს

ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის, დამატებით $250 მლნ-ის დონაციის შესახებ განაცხადა. Reuters-ის ცნობით, აღნიშნული თანხა ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მოხმარდება.

ცნობისთვის, გეითსების ფონდს ამ დრომდე პანდემიასთან ბრძოლისთვის $1.75 მლრდ აქვს გაღებული, ბოლო დონაცია ნოემბერში $70 მლნ-ის ოდენობით განახორციელეს.

“გახდება თუ არა მსოფლიო უკეთესი ყველასთვის, ეს დამოკიდებულია მსოფლიო ლიდერების ქმედებებსა და მათ ნაბიჯებზე, რათა ტესტები, სამკურნალო საშუალებები და ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს მათთვის, ვისაც ეს სჭირდებათ“, -განაცხადა მელინდა გეითსმა, რომელიც ფონდის თანათავმჯდომარეა.

ფონდის განცხადებით, ბოლო კონტრიბუცია დაეხმარება დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს, რათა კორონავირუსის ტესტებსა და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ.

შეგახსენებთ, ბრიტანეთი არის პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო. პირველი ადამიანი რომელმაც Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა გაიკეთა, 90 წლის ქალბატონი იყო. აღნიშნული კომპანიის ვაქცინის გამოყენებას აშშ-ში დეკემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *